კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად მოიწყო ნინამ ნამდვილი დასვენება და რა შემთხვევაში ცხოვრობს ის სხვისი ცხოვრებით

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ყოველთვის გამოირჩევა თავგადასავლებითა და მრავალფეროვანი ისტორიებით. მის შესახებ ყოველთვის ყველაფერი აინტერესებთ. ამჟამად ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს და სექტემბრიდან მსმენელს საინტერესო სიახლესაც ჰპირდება. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში და საერთოდ, რა ასწავლა მას ცხოვრებამ, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ნინა: უკვე რამდენიმე დღეა, აჭარაში ვართ დასასვენებლად – ჩემი შვილი, დედა, დისშვილი და მე. ოჯახურად ვისვენებთ, რაც ძალიან მომენატრა. სულ სახლში ვარ, ჯერ პლაჟზეც კი არ ჩავსულვარ. შუადღესაც მძინავს, საღამოსაც მძინავს, მოკლედ სანატორიუმში ვარ, რა. ბათუმში რა ხდება, მართლა არ ვიცი, რადგან ჯერჯერობით მართლა არსად დავდივარ. სულიერად და ფიზიკურად ვისვენებ, რაც ძალიან მომწონს. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ზამთარში და ზაფხულში თითო კვირა ასე პასიურად აუცილებლად უნდა დაისვენოს. ვისვენებ და თან, სექტემბრისთვის ვემზადები, სიმღერების ტექსტებს ვსწავლობ.

– ცოტა ხნის წინ, საფრანგეთშიც იყავი და კარგი დროც გაატარე.

– საფრანგეთში ყოფნას დასვენებად არ მივიჩნევ, რადგან ასეთი გასვლა წელიწადში სამჯერ მართლა მჭირდება აზრზე მოსასვლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგია მეცლება. სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი ყველაზე დიდი დასჯა ის იქნება, თუ ქვეყნიდან გასვლას ვეღარ მოვახერხებ-მეთქი. ეს ისე მშველის, რესტარტივითაა ჩემთვის. სიმართლე გითხრა, მნიშვნელობა არ აქვს, სად წავალ. თუმცა, განსაკუთრებით საფრანგეთში ყოფნა მიყვარს. ფრანგული ენაც კარგად ვიცი და სხვანაირადაც კარგად ვგრძნობ იქ თავს. 

– განსაკუთრებით მაშინ, ალბათ, თუ მეგობრებთან ერთად ხარ.

– ისე მიყვარს საფრანგეთი, მარტოც ძალიან კარგად გავერთობი იქ. ამ ბოლო დროს, მგონი, ცოტა გავგიჟდი, საკუთარ თავთან ყველაზე კარგად ვერთობი. 

– თუმცა, შენთან ერთად დასასვენებლად წასვლა ძალიან ბევრს უნდა, რადგან ძალიან კომფორტული ადამიანი ხარ. 

– მართლა, ასეა. ჩემს მეგობრებს ცალ-ცალკე რომ ეკითხებიან, ვისთან ერთად გინდა დასასვენებლად წასვლაო, ყველა ამბობს, ნინასთანო. მართლა კომფორტული ვარ და ვცდილობ, ვინც გვერდით მყავს, არასდროს დისკომფორტი არ შევუქმნა. ამასობაში კი, ჩემი თავი მავიწყდება. ალბათ, ამიტომაც არის ბოლო დროს, მარტო რომ მომწონს დასასვენებლად წასვლა. 

– ნინა, რაც შეეხება სამსახურს, ამჟამად სად მუშაობ?

– ამჟამად არ ვმუშაობ, სექტემბერს ველოდები. იმედია, რამე გამოჩნდება. დიდხანს უსაქმურად ყოფნა არ მიყვარს. ბოლო 10 წელი სულ ვმუშაობ და უსაქმურობას გადაჩვეული ვარ. თან, როცა თავისუფალი ვარ მეტ სისულელეს ვაკეთებ. ამიტომ, მირჩევნია, დაკავებული ვიყო. ვნახოთ, რაღაცეებს ველოდები, მგონი, გამოვა.

– ყოველთვის ისეთი ხარ, როგორიც რეალურად ცხოვრებაში და არასდროს თამაშობ. ამ ყველაფერს კი, შენი მსმენელი და გულშემატკივარი აფასებს. 

– ეს კარგია და ვფიქრობ, ცხოვრებაში თუ კი რამისთვის მინიმალური დოზით მიმიღწევია, ჩემი ხასიათის დამსახურებაა. ძალიან მაგრად მეზარება თამაში, რადგან ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე, მაინც გაიშიფრები. ამიტომ, ამ იმედგაცრუებას, თამაშს, დაღლას და მოჩვენებითობას, ყოველთვის ჯობია, ისეთი იყო, როგორიც ხარ. 

– როცა სხვა თამაშობს, ყოველთვის ხვდები ამას?

– ამ ბოლო დროს ვისწავლე ჭკუა და უკვე ბევრ რამეს ვხვდები. ადრე ყველა კარგი და კეთილი მეგონა. მერე, რამდენჯერმე არასასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი და უკვე ვცდილობ, ადამიანებს ურთიერთობის დროს ბოლომდე აღარ ვენდო. ანუ, ნელ-ნელა ჭკუა ვისწავლე. დისტანციით ვარ ყველასთან და თუ დროს გაუძლო, მერე შემიძლია, ვუწოდო მას მეგობარი. რაც დროს გადის, სიმართლე გითხრა, მეგობრები მაკლდება. გვერდზე რომ მიიხედავ, გრჩება მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა, რომ ერქვას შენი მეგობარი. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ჩემს პირად ცხოვრებაში ისეთი მართლა არც არაფერი ხდება. როგორც ყოველთვის, ვიღაცეები არიან, მაგრამ არავინ ისეთი, რომ ღირდეს ურთიერთობის დაწყება. გადაფასების პროცესში ვარ. ჭკუა ვისწავლე-მეთქი, ხომ გეუბნები. არ ვარ შეყვარებული და თუ ვიქნები, ძალიან გამიხარდება, რადგან ვგიჟდები სიყვარულზე. 

– როგორი ხარ შეყვარებული?

– იდიოტი ვარ ჩვეულებრივი. მავიწყდება საკუთარი თავი და აბსოლუტურად მეორე ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობ. ეს არ მომწონს, მაღიზიანებს. ამასთან ერთად, ნაკლებად შრომისუნარიანი ვხდები. ამჟამად ბევრი რამის გაკეთება მოვასწარი. მეტყობა, რომ შეყვარებული არ ვარ. 

– ანუ, როცა თვალთახედვიდან გაქრები, უნდა მივხვდეთ, რომ შეყვარებული ხარ?

– კი, ასეა. სინამდვილეში, ჩემი თავი მაშინ უფრო მომწონს, როცა შეყვარებული არ ვარ. რა ვქნა, ერთიმეორეს ვერ ვუთავსებ.

– ადვილად იღებ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებებს ადვილად ვიღებ, გამომდინარე აქედან, ბევრი შეცდომაც დამიშვია როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. ჩემს პირად ცხოვრებას თუ გადავხედავ, ვხვდები, რომ არასდროს ტვინით არ მიმიღია გადაწყვეტილება, მერე კი ძალიან მტკივა გული. ალბათ, ტვინით უნდა გადაწყვიტო ყველაფერი. ვინც ასე მოიქცა, ყველა კმაყოფილია, მაგრამ მე არ შემიძლია. თუ მიყვარს, გიჟივით უნდა მიყვარდეს. თუ ეს გრძნობა განელდება, იმ ადამიანთან ყოფნა უკვე აღარ შემიძლია. ანუ, ყველაფერი ნამდვილი და ლაღი მიყვარს. სინამდვილეში, რომელი რჩება მოგებული, ვერ გეტყვი, არ ვიცი. ალბათ, ისე მოვკვდები, ამის პასუხს მაინც ვერ ვიპოვი. 

– სექტემბრისთვის ვემზადებიო და ახალ რეპერტუარზე ხომ არ არის საუბარი?

– ძალიან კარგი სიახლე მაქვს. ზაზა შენგელიამ მომცა „ბრავო ბენდი” და ერთად ვამზადებთ პროგრამას, რომლითაც ხშირად წარვდგები მაყურებლის წინაშე. იმდენი ხანია, არსად არაფერი ხდება, რომ მომღერლებს ჩვენი პროფესია დაგვავიწყდა. ზაზას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და დიდი მადლობა მას ამისთვის. ფანტასტიკურ მუსიკოსებთან ერთად მიწევს მუშაობა. იმედი მაქვს, მსმენელს მოეწონება, რადგან ძალიან საინტერესო პროგრამა გამოდის. 

– ბოლო დროს, კიდევ ერთ უჩვეულო ამპლუაში გნახა მაყურებელმა. გამოჩნდი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები.” მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგად გაითავისე დოდოშკას როლი.

– რაც ეს სერიალი დაიწყო, პირველი სეზონიდან ყველა სერია მაქვს ნანახი. სამად სამი სერიალი მიყვარს მთელს სამყაროში: „ჩემი ცოლის დაქალები,” „სექსი დიდ ქალაქში” და „სასოწარკვეთილი დიასახლისები.” ერთხელაც დამირეკეს და ქასთინგზე დამიბარეს. საქმეზე ვიყავი და დაგვიანებით მივედი. მეგონა, ხმას ვერ ამოვიღებდი, ორი სიტყვა მათქმევინეს და გიორგი ლიფონავამ მითხრა: წადი, გამოიცვალეო. ფაქტის წინაშე დამაყენეს. დედას გეფიცები, ისე ვნერვიულობდი, ორ სიტყვას ვერ ვაბამდი. მაგრამ, ისეთი სიტუაცია შემიქმნეს, ზუსტად 15 წუთში, ორ დუბლში ჩავწერეთ. 

– როგორ მოგწონს დოდოშკა?

– დოდოშკა ძალიან სასაცილო, ჩვეულებრივი გამოშტერებული და უტვინო გოგოა, რომელსაც ჰგონია, რომ მის ზევით არაფერი და არავინ არის. თავდაჯერებული იდიოტია. გადაღებების დროს ძალიან ვხალისობ, ისეთი სასაცილო ფრაზები აქვს ჩემს პერსონაჟს. „ახვარკა” ხომ მაშინვე აიტაცა მაყურებელმა. „იმპოზანტურიც,” – ცოტნეს რომ ეუბნება. „ქართველი კაცები სამართლიანად ეჭვიანები, მაგრამ ბრუტალურებიო,” – ესეც ძალიან ბევრს ჰქონდა ამოჩერებული. ვგიჟდები სერიალის სცენარისტზე. ქეთი დევდარიანი ნამდვილი გენიოსია. გიორგი ლიფონავა არაჩვეულებრივი რეჟისორია და საერთოდ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ისეთი მაგრები არიან, რომ ერთი დიდი კაიფია მათთან მუშაობა. სულ რომ აღარ გამოჩნდეს ჩემი გმირი სერიალში, ძალიან კარგ მოგონებად დამრჩება ამ ადამიანებთან გატარებული თითოეული დღე. 

скачать dle 11.3