კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოიცვალა გიორგი მღებრიშვილმა 4 თანამდებობა 2013 წლის განმავლობაში

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 1970 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლეს განათლებას თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე  დაეუფლა, სადაც 1990-1996 წლებში სწავლობდა. სამუშაო გამოცდილების მიღება 1997 წლიდან დაიწყო, შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟიორად; 1998 წლიდან 2004-მდე კი შსს-ს გამომძიებლად იმუშავა. იმავე წელს ფინანსთა სამინისტროში გადავიდა, სადაც 2007-მდე ფინანსური პოლიციის გამომძიებელი იყო. 2007 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსად დაინიშნა, 2008-ში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის საგადასახადო ინსპექციის საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსად გადაიყვანეს, 2008-დან 2010-მდე კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რუსთავის საგადასახადო ინსპექციის  უფროსის მოადგილეც იყო. 2010-2011 წლებში იმავე ფუნქციას ფოთის საგადასახადო ინსპექციაშიც ასრულებდა. 2011 წელს შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი გახდა. შემდეგ, 2012 წლამდე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ იმუშავა, 2012 წელს კი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ გაამწესეს. 2012 წლის ნოემბრიდან შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს, 2013-ში რამდენიმე თვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ამუშავეს, იმავე წელს ორიოდე თვით შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსადაც მოასწრო მუშაობა, კიდევ ორიოდე თვით ისევ შემოსავლების სამსახურშიც დაბრუნდა – საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩევლად, 2013 წლის დეკემბერში კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო სულ ახლახან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მოგვევლინა.

გიორგი მღებრიშვილმა თავისი პირველი დეკლარაცია 2013 წელს შეავსო, როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა. ოჯახის წევრებად მიუთითა მამა – ანზორ მღებრიშვილი, დედა – მაყვალა ბერიძე, მეუღლე – ნინო გედევანიშვილი და შვილი – ელენე მღებრიშვილი.

ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირადაა გადანაწილებული: გიორგი მღებრიშვილის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი წავკისში (900 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი წაღვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე (1 000 კვ. მ. ფართობის); ანზორ მღებრიშვილს კი ეკუთვნის საცხოვრებელი სახლი თბილსიში, ფოთის ქუჩაზე (100 კვ. მ. ფართობის), მაყვალა ბერიძეს – საცხოვრებელი სახლი წაღვერში, მარიჯანის ქუჩაზე (550 კვ. მ. ფართობის) და მიწის ნაკვეთი წაღვერში, ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე (2 000 კვ. მ. ფართობის), ნინო გედევანიშვილი კი ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე (120 კვ. მ. ფართობის). იმხანად ავტომანქანა მხოლოდ გიორგი მღებრიშვილს ჰყავდა – „ოპელ ომეგა“.

დეკლარაციაში, რატომღაც მითითებული არ არის, სად მსახურობდნენ გიორგი და ანზორ მღებრიშვილები 2012 წლის განმავლობაში, თუმცა აღნიშნულია, რომ ხელფასის სახით, 2012 წელს გიორგი მღებრიშვილმა 39 950 ლარი მიიღო, ანზორ მღებრიშვილმა – 6 000 ლარი.

2014 წელს გიორგი მღებრიშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც რწმუნებულ-გუბერნატორმა და ამჯერად ოჯახის წევრებად მხოლოდ მეუღლე და შვილი მიუთითა. მათი უძრავი ქონება შემდეგნაირია: გიორგი მღებრიშვილის საკუთრებაა: მიწის ნაკვეთი წავკისში, მიწის ნაკვეთი წაღვერში, ბინა თბილისში, ფოთის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი წაღვერ-ბაკურიანის გზაზე (ადრე მაყვალა ბერიძის საკუთრებაში მყოფი) და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი წაღვერში, აღმაშენებლის ქუჩაზე (90 კვ. მ. ფართობის). ნინო გედევანიშვილს კვლავ აქვს საცხოვრებელი ბინა ყაზბეგის ქუჩაზე. გიორგი მღებრიშვილს კი ამჯერად ავტომანქანა „მერსედესი“ ჰყავს (რომელიც 2013 წელს შეუძენია 17 000 ლარად). იმ წელს ცოლ-ქმარს დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც ჰქონიათ: გიორგი მღებრიშვილს – 20 000 ლარი, ნინო გედევანიშვილს – 7 600 ლარი. ნინო გედევანიშვილს 2013 წელს მუშაობაც დაუწყია – „ლიბერთი ბანკის“ ოპერატორად და 2013 წლის განმავლობაში ანაზღაურებად 10 070 ლარიც მიუღია, ხოლო გიორგი მღებრიშვილს, როგორც საბაჟო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს – 41 262 ლარი. თუმცა 2013 წლის განმავლობაში 12 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხის მომსახურება 4 500 ლარი დასჯდომია.

скачать dle 11.3