კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკეთისგან შეღონებულები

ანუ უმორჭმულო

რათა პირველი უმაღლესი თანამდებობის პირი (თვით კონსტიტუციით და არა მხოლოდ ჩვენი შოთას აზრით) გულმოწყალე, „მორჭმული და გამგებიანი“ იყოს, შეწყალების ფუნქციაც ამ მიზეზით მიენიჭა. და სავსებით ბუნებრივია, ამ საქმეს თავს ვერც ჩვენი პრეზიდენტი დააღწევდა. არც დაუღწევია და სულ ახლახან, 31 ივლისს, შეწყალების კომისიის ახალ თავმჯდომარესთან ერთად, მორიგი აქტიც განახორციელა (შეწყალებისა, რასაკვირველია).

თუმცა,  ტრადიციულად, პატიმრებს, ვისაც ეკუთვნოდა, მარიამობაზეც იწყალებდნენ, გასულ კვირას შეწყალების კომისიის თავჯდომარე ბ-ნმა ქორიძემ გაგვიმხილა, ასეო, ისეო, თქვენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ შეწყალების იმედი არ გქონდეთო! მიზეზად კი ის მოიტანა, რომ 31 ივლისს პრეზიდენტმა ისეთი მასშტაბური შეწყალება განახორციელა, ცოტა სული უნდა მოვითქვათო.

სახელდობრ, ერთ დროს თავისუფალი სიტყვის მესაჭემ ბრძანა (მომყავს ციტატა): „31 ივლისს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოაცხადა. საკმაოდ მასშტაბური შეწყალება იყო. პრეზიდენტმა 280 ადამიანი შეიწყალა, აქედან 169 მსჯავრდებულმა იმ დღესვე დატოვა საპატიმრო.“ ჰოდა, ამიტომაც დაასკვნა, რომ „ასეთი შეწყალების აქტის შემდგომ 3-4 კვირაში მორიგი შეწყალება ცოტა არაადეკვატურიც იქნებოდა (მაშ!!!)“.

ოღონდ მთლად უნუგეშოდაც არ დავუტოვებივართ, რამეთუ დაგვპირდა, რომ ეს არ ნიშნავს შეწყალების პროცესის შეჩერებას, განცხადებები შედის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მუხლჩაუხრელადაც ვმუშაობთ ჩაუქებიო.

ჩვენ არ ვიცით, რატომ აითვალწუნეს პრეზიდენტმა ან შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ან იქნებ ორივემ ერთადაც მარიამობისთვის შეწყალების დამთხვევა, მაგრამ, თუ ბ-ნი ქორიძის სიტყვებს გავიხვენებთ („ასეთი, ანუ 31 ივლისის შეწყალების აქტის შემდგომ 3-4 კვირაში მორიგი შეწყალება ცოტა არაადეკვატურიც იქნებოდაო), ვითომ ბალანსის აღსადგენად, ანუ  მეტი ადეკვატურობისთვის მარიამობის დღესასწაულზე პატიმრებისთვის სასჯელის დამატებას აპირებენ?! – 

скачать dle 11.3