კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართლოს კასრაძის „კრასნორეჩინსკელი“ „ნაშა“ და ნიაზ დიასამიძის ღამის საჩუქარი „უძმაკაცესი ძმაკაცისთვის“

რაც ხანში შევდივარ, უფრო და უფრო მეტად მიბზუის ყურებში ცნობილი კომპოზიტორის ცნობილი სიმღერა: – „სად არიან თბილისელი, ჩვენი ყოჩი ბიჭები“ და „თოვლიანი მთები, თოვლიანი გზები, ნეტავ, სად არიან ჩვენი მეგობრები“.

ვაგლახ, რომ მიდან და მიდიან...

მკითხველის „მინორზე“ დაყენება ჩემი მოწოდება არაა. მე იუმორი უნდა ვწერო, თუნდაც სევდიანი, თუნდაც ცრემლიანი, მაგრამ... ჰოდა, თბილისის ნაღდი კოლორიტები, – ქართლოს კასრაძე და ნიაზ დიასამიძე „უძმაკაცესი ძმაკაცები“ გახლდნენ, დღე და ღამე ერთად იყვნენ და უზარმაზარი ეშხით ავსებდნენ ისედაც ეშხად ქცეულ, დამათრობელ დედაქალაქს. სიყვარულისა და სიხარულის ბუდეს, ჯადოსნურ თბილისს. რა ანეკდოტები, რა გამოთქმები – იუზგარ!

შევთანხმდეთ, რომ წინასიტყვაობა წარმატებულად ჩაგაბარეთ. ახლა ამბავზე გადავიდეთ.

ერთი ზაფხულის ულამაზესი, თბილისური საღამოა. თბილისში ჩამოსული „კრასნორეჩინსკელი“ „ნაშა“ დაითრია ქართლოსმა – სვეტლანა ლოგინიოვა. უცოლო კაცია, ბინა აქვს ვერაზე და ადვილი მისახვედრია – სახლში წააგოგმანა. სვეტლანას რომ სახლში ქართლოს კასრაძე კროსვორდის ამოსახსნელად არ წაიყვანდა, მაგას თქვენ (მკითხველი) კი არა, პირველკლასელი, არც თუ ისე განვითარებული ბავშვიც მიხვდება.

წაიყვანა და ნიაზთანაც მივიდა „ქსივა“ – ისაო, ქართლოსასო, ნაშა ჰყავს, ტო, „გნეზდოშიო“... კაროჩე! დატრიალდა და რა დატრიალდა?! ნიაზ დიასამიძე იმის ჩიტი არ იყო, რომ ქართლოსს პირდაპირ ბინაზე დადგომოდა – აუი, ტო, რა ნაშა დაგიადებიაო და ასე შემდეგ. არადა, ხოხმის იშტაზეა, რა... ქართლოსმა ეს კრასნორეჩინსკელი სვეტლანა ფუმფულა სავარძელში ჩასვა. ახლა მაცალეო, იქვე გასტრონომში ჩაიჩალიჩა, კონიაკი და მისი მოწყობილობა დაიადა და... ღამის 10 საათია.

ორ ჭიქას მესამე მოჰყვა და ლოყებაღვივინებული ქალი რუსულად ეუბნება:

– „კარტლოს, პოტანცუემ“...

ცეკვა, სიმღერა, ლაყაფი და მოლხენა ხომ ქართლოსის მოგონილი იყო?!

– „პოტანცუემ, მაია ჟელანნაია, ვ ლოგინ!” აჰყვა და არავინ უშლით ხელს, რომ საქართველოს მწირ „განაშენიანებას“ ერთი „მალენკი მალჩიკი“ შეეძინოს.

შეცურდნენ მელოდიაში და... ტანცაობენ ახლა! ნეჟნად... ტელეფონის ზარმა იქუხა და იზრიალა ერთბაშად.

– ალო! – ცალი ხელი წელზე აქვს შემოხვეული ქართლოსს და მეორეთი „ნეჟნად” აიღო.

– ალო!

– ნიაზი ვარ, ბიჭო...

– ხო, ნიაზ, რა გინდა? (ცდილობს, ინკოგნიტოდ დატოვოს სიტუაცია).

– რაცხა არ მეძინება და ხო არ გამოხვალ ჩემთან? ჭადრაკი დავცხოთ.

– არა, არა, ნიაზ... სხვა დროს, ძმაო, სხვა დროს... – გააგრძელა ცეკვა, ყურმილი რომ დადო ნაზად.

ქართლოსი ლოგინისკენ ცააცეკვა ლოყებაკვიწინებულმა. ესეც მიჰყვა... მიჰყვა და ისევ ზარი ტელეფონზე.

– რა გინდა, ნიაზ? დამაძინე რა, მეძინება, კაცო!

– ბიჭო... კაი ახლა... არ მოდიხარ, არ მოდიხარ... არ გინდა ჭადრაკის თამაში და რა გიყო, ნუ გინდა... რაა, ბიჭო, იცი? – ჩემს თავს ნარდს ვეთამაშები ახლა...

– მერე, ჩემგან რა გინდა, კაცო! მომეშვი რა! იყვირა ქალის კოცნა რომ იგრძნო კისერთან.

– რა და... ბიჭო, ერთი ქვა მაქვს „იაგანის“ კარში. „დუშაში“ გავაგორე და რაფრა მოვიქცე, ხო არ იცი?

– მომეშვი! – გადაირია ქართლოსი და ლოგინსაც მიადგნენ ესენი ახლა ქართლოსი და „კრასნორეჩინსკელი“... „წაქცევაზე“ არიან გადასულები ნებაყოფლობით და კიდევაც ჩაიმუხლეს, როგორც გეგმით იყო გათვალისწინებული.

მაგის ჩიტი იყო ზუსტად ნიაზი.

ზრრრ! – ისევ ზარი.

– რა გინდა, რა? – გადაირია ვნებამორეული თბილისელი კოლორიტი.

– არ მეძინება, ამის დედა ვატირე და ლექსი მინდა დავწერო, მარა, „პასტა“ არ მაქ და შენ ხო არ გაქ პასტა?

ასეთ დროს კაცი გადარეულ ლომს ჰგავს.

– არ მაქ, ბატონო, პასტა, არ მაქ... არც უჯრაშია, არც არსად... არ მაქვს... აღარ დარეკო!

„შესავლიდან“ „საქმეზე“ რომ უნდა გადავიდნენ ლამაზსაბანწაფარებულები, ისევ გაისმა ზარის ხმა... ოღონდ, ამჯერად კარზე.

ტრუსიკიანი აღებს ქართლოსი კარს და ზღურბლზე ნიაზი დგას.

– რა ჯანდაბა გინდა?

– რომ მითხარი, პასტა არ მაქვსო, მოგიტანე... მოგიტანე, იცი, რა კაი პასტაა?

– ღმერთი არ გწამს? არ გწამს, ბიჭო, შენ ღმერთი? – იბღავლა ქართლოსმა. დახედე ერთი საათს, რომელი საათია ახლა?

– ღამის 3 საათია, ჩემო ქართლოს.

– მერე და ახლა მოსვლა, რაა, შენი ჭკუით?

– ე, ტო... ქართლოს, იჭრები, ძმაო.. ე! ძმაკაცობა, ბიჭო, კრუგლოსუტოჩნია, ე! – ალალად გაუღიმა ნიაზმა.

– ბრის! მოუსვი... „ნაშა“ მყავს აქ! – ვეღარ დამალა ქართლოსმა.

– ეგრე გეთქვა, ტო... ხო... წავედი, ტო...

ქართლოსი უილაჯოდ წავიდა ლოგინისკენ.

ნატაშკა გულიანად ხვრინავდა...

скачать dle 11.3