კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მეტყველებს შეშუპებული ქუთუთოები

ქუთუთო მხედველობის სათუთ ორგანოს – თვალს იცავს. შესიებული, ხშირი კაპილარული ქსელით დაფარული, მოლურჯო ელფერის მქონე ქუთუთოები ზოგჯერ ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა, მაგრამ, უფრო ხშირად, ასეთი თავისებურებანი ცხოვრების არასწორი რეჟიმის შედეგია, მაგალითად, უძილობის, უმოძრაობის, არასწორი პოზის ან ცუდი კვების, კანის არასწორი მოვლის და ასე შემდეგ.

ზედა და ქვედა ქუთუთოების კანსა და მის ქვეშ მდებარე შემაერთებელ ქსოვილს შორის მდებარეობს თავისებური მემბრანა. ზოგიერთ ადამიანს ეს მემბრანა საკმაოდ სქელი აქვს, ზოგიერთს კი – თხელი, რომელიც ადვილად განილევა. ასეთ ადამიანებს ქუთუთოები სწრაფად უსივდებათ და მალევე ეტყობათ უძილობა, გადაჭარბებული ძილიანობა, გადაღლა, გადაძაბვა, მღელვარება, ავადმყოფობა და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც მემბრანა განილევა, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ ექცევა და თვალის ირგვლივ ქმნის ეგრეთ წოდებულ თიაქრებს: ქუთუთოები სივდება და მოლურჯო ელფერს იძენს.

ქუთუთოების შემადგენელი ქსოვილების და, რაც მთავარია, გამყოფი მემბრანის კვებისთვის, უნდა გამოიყენოთ მატონიზებელი კრემები და ლოსიონები. აღნიშნული კოსმეტიკური საშუალებები კანის დასარბილებლად აუცილებლად ცხიმოვან ფუძეზე უნდა იყოს დამზადებული და შეიცავდეს კოლაგენსა და ჰიალურონის მჟავას. ეს ნივთიერებები ქუთუთოების არეში არსებული ლიმფური ქსელის ფუნქციასა და ტონუსს ასტიმულირებს.

ხალხურ მედიცინაში არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ამ მიზნით გამოიყენება:

* სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და შეშუპების თავიდან ასაცილებლად, კვირაში ორჯერ მაინც უნდა გაიკეთოთ ქუთუთოების არეში არაჟნისა და ოხრახუშის წვენის ნარევის ნიღაბი: 2 ჩაის კოვზ არაჟანს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ცოცხალი ოხრახუშის წვენი და წაისვით თვალების გარშემო, 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

* ქუთუთოების შესიებას თავიდან აიცილებთ, თუ ზედ 15 წუთით დაიწყობთ კანიანად მოხარშული კარტოფილის თბილ ნათალს.

ეს პროცედურები რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩაიტაროთ.

 

მწვავე გასტრიტის დროს აუცილებლად უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი

მწვავე გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებით მიმდინარე დაავადებაა. არსებობს მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი: საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია, უხარისხო პროდუქტის მიღება, კუჭის გადატვირთვა ცხიმიანი და სანელებლებიანი კერძებით, ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტით, (მაგალითად, სულფანილამიდებით, დიჰიტალისის პრეპარატებით), ასევე, საყოფაცხოვრებო შხამებით მოწამვლა და ალერგიაც კი.

ლორწოვანი გარსის ანთება, გამომწვევი ფაქტორის მიხედვით, სხვადასხვაგვარად ვითარდება. ინფექციის დროს ბაქტერიული ტოქსინები, მკვდარი ბაქტერიები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პროდუქტები, სისხლისა და ლიმფის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება, არღვევს კუჭის ლორწოვანას ტროფიკას და აღიზიანებს მას. ამას ადამიანი კუჭის სეკრეტორულ დისფუნქციამდე მიჰყავს, რაც შემდგომში საჭმლის მონელების დარღვევის მიზეზად იქცევა ხოლმე.

საკვებისმიერი გასტრიტის დროს, არაადეკვატური საკვები კუჭის ლორწოვან გარსზე უშუალოდ ახდენს გამღიზიანებელ ზემოქმედებას, კუჭის სეკრეტორული აპარატი ნელ-ნელა განილევა და საჭმლის მონელება ფერხდება. საკვები მასა ჩვეულებრივზე მეტხანს ყოვნდება კუჭში, რის გამოც, ის, კუჭის წვენის ფერმენტულ ზემოქმედებასთან ერთად, ბაქტერიულ დაშლასაც განიცდის. საკვები ნივთიერებების არასრული და ბაქტერიული დაშლის პროდუქტები კი ლორწოვანას აღიზიანებს და მის ანთებას იწვევს.

საკვებისმიერი ტოქსიკოინფექციის დროს, მწვავე გასტრიტი ლორწოვანას გაღიზიანებისა და მისი ტოქსინების მავნე ზემოქმედების შედეგია.

ლორწოვანას, ასევე, აღიზიანებს კუჭში ჭარბი რაოდენობით მოხვედრილი სამკურნალო პრეპარატები.

მწვავე გასტრიტის სიმპტომები გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედებიდან დაახლოებით 7-8 საათის შემდეგ იჩენს თავს. იწყება გულისრევისა და სიმძიმის შეგრძნება კუჭში; არ არის გამორიცხული, გამოვლინდეს შემცივნების შეგრძნება, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მუცლის ზედა არეში, ბოყინი, ზოგჯერ ვითარდება ფაღარათიც. დაავადება სამ დღემდე მიმდინარეობს.

მწვავე გასტრიტის დროს აუცილებელია, დაიცვათ წოლითი რეჟიმი. ეცადეთ, მიიღოთ ბევრი სითხე – ჩაი, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარისა და ხუთპროცენტიანი გლუკოზის ნარევი, პროპორციით –1:1. თორმეტი საათის გასვლის შემდეგ ჭამეთ გახეხილი ბოსტნეულის სუპი ან პიურე, უცხიმო ბულიონი, ორცხობილა, ფაფები და კისელი, ერთ კვირაში კი, შეგიძლიათ, ჩვეულებრივ კვებაზე გადახვიდეთ. ამ დროს, ასევე, კარგია, თუ მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინებსა და ფერმენტებს.

 

კუჭთან დაკავშირებული პრობლემებისა და ნევროფსიქიკური დარღვევების დროს თაფლი გიშველით

ნატურალური თაფლი შედგება შაქრისგან, რომელშიც ჭარბობს მონოსაქარიდები, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ამის წყალობით, თაფლი კუჭში ფერმენტების საშუალებით არ იშლება და, პრაქტიკულად, სწრაფადვე შეიწოვება ნაწლავებში.

გლუკოზა ზრდის ღვიძლის მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფის უნარს, აუმჯობესებს არტერიულ წნევასა და გულის მუშაობას. ამიტომ, თაფლი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა ღვიძლის დაავადებების, გულის ფუნქციონირების დარღვევის, სტენოკარდიის, მოწამვლის, ძლიერი გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროს; ის ასევე, კარგია კუჭის წყლულის, გასტრიტის, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

თაფლში დაახლოებით 170-180 ბიოლოგიური ნაერთია: თითქმის ყველა ამინომჟავა, ბევრი ფერმენტი, ვიტამინი, მიკრო-და მაკროელემენტი, რომლებიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. აკაციის თაფლი აუცილებელია მოზარდებისთვის, რადგან მასში ბევრია A ვიტამინი, ანუ კაროტინი.

კონიუნქტივიტის, კატარაქტისა და გლაუკომის დროს, თანაბარი რაოდენობით წყალში შერეული თაფლი ჩაიწვეთეთ თვალში, საღამოს, ძილის წინ. ის კარგია, ასევე, ნევროფსიქიკური დარღვევების დროსაც. მას აქვს ანტისეპტიკური თვისებები. შარდის შეუკავებლობის შემთხვევაში, საღამოს მიიღეთ 1 კოვზი აკაციის თაფლი. ის ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შენარჩუნებას.

რაც შეეხება წაბლის თაფლს, ის ხელს უწყობს მადის მომატებას, ნაწლავების ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტონუსს. კარგია პროსტატისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

კუჭთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში, რეკომენდებულია, დილით მიიღოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დააყოლოთ წყალი.

მაგრამ, თუ ალერგია გაწუხებთ, უნდა მოერიდოთ თაფლის ჭამას. ასევე, იკრძალება მისი მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

 

მიოკარდიუმის დროს კიტრის წვენი შეუცვლელია

კიტრი შეიცავს დაახლოებით 40 პროცენტამდე კალიუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 7 პროცენტამდე ქლორს. ის კარგი შარდმდენი საშუალებაა. კიტრი საუკეთესო სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, კერძოდ, აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს.

კიტრისა და სტაფილოს წვენის ნარევი კარგად მოქმედებს რევმატიულ დაავადებაზე, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შარდის მჟავის არსებობის დროს. კიტრისა და სტაფილოს წვენს დაუმატეთ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენი და ამით გააძლიერეთ მისი ეფექტი.

კალციუმის მაღალი შემცველობის გამო, კიტრი სასარგებლოა მაღალი და დაბალი არტერიული წნევის დროს. კიტრის წვენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კბილებისა და ფრჩხილების დაზიანების დროსაც, თმის ძირებში მისი შეზელა კი აჩერებს თმის ცვენას.

მიოკარდიუმის დროს კიტრის წვენი შეუცვლელია. ის ასევე, ამშვიდებს ნერვებს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. დალიეთ ყოველდღე 100 მილილიტრი კიტრის წვენი. შეგიძლიათ, მას თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ვაშლის, პომიდვრის ან მოცხარის წვენი, რომ მისი სამკურნალო თვისებები კიდევ უფრო გააძლიეროთ.

 

რომელი საკვები გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისებებით

საკვები რომ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, ეს უკვე ცნობილი ფაქტია, მაგრამ, ბევრ მათგანს მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისება გააჩნია. მაგალითად:

ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. შეგიძლიათ, ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, რადგან ის კალორიებს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს, ცხიმს კი – საერთოდ არა. ისპანახი ასევე ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.

პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ, ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ასევე, პომიდორი C ვიტამინის უმდიდრესი საბადოა.

უმი ნიორი ამაგრებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის შარდსასქესო ორგანოების ინფექციებს.

სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღებით დაიცავთ ორგანიზმს ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს განვითარებისგან.

ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც „ომეგა 3-ს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან,  როგორიც არის მაგალითად, რევმატოიდური ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და აფერხებს დაბერების პროცესს.

საკვებად შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულთათვის, რადგან ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე, კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემები აწუხებს.

ნიგოზში, თხილსა და ნუშის გულში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს, რაც  აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს, მაგრამ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი უზომოდ ჭამა არ არის რეკომენდებული.

ყურძნის კანი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს, მათ შორის ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანდი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო ძალიან სასარგებლოა გულისთვის, მაგრამ მისი დიდი დოზით მიღება ზრდის ღვიძლის ციროზისა და ჰემორაგიული ინსულტის რისკის ალბათობას.

მწვანე ჩაი მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს. მწვანე ჩაის ყოველდღიურად დალევა კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ. თუ მწვანე ჩაის ნაყენის პირის ღრუში რეგულარულად გამოვლებით კი კბილებს კარიესისგან დაიცავთ.

ასე რომ, სწორად შეარჩიეთ საკვები ყოველდღიური მენიუსთვის და დაიზღვიეთ ჯანმრთელობა შესაძლო საშიში დაავადებებისგან.

скачать dle 11.3