კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ადამიანი ეშმაკის მოკავშირე და როგორ აბრკოლებს მორწმუნე საკუთარი ქცევით სხვებს

ხშირად დავდივართ ეკლესიაში, ვამბობთ აღსარებას, მაგრამ ნებისმიერ, თუნდაც პატარა დაბრკოლებასთან შეხვედრისთანავე, საკუთარ თავს, უფლის, მოყვასის სიყვარულსა და იმედს ვკარგავთ. ხშირად ისიც კი არ ვიცით, რა არის ჩვენი ცხოვრების არსი, რა გვჭირდება ცხონებისთვის და როგორ უნდა გავხდეთ მორწმუნე ქრისტიანი, ვისწავლოთ სხვების სიყვარული. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– დღეს, როდესაც ქრისიტიანი მოინათლება წმიდა სამების სახელით, გაიზრდება, გააცნობიერებს, რომ უნდა იპოვოს უფალი, გახდეს ეკლესიური, მიაშურებს დედა-ეკლესიას, რომლის გარეშეც არ არსებობს ცხონება, მან ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ მარტო საკუთარი თავის ცხონებისთვის კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ იმისთვისაც, რომ სხვა არ დავაბრკოლოთ. როდესაც დღეს მოსანათლ ადამიანს აქვს სურვილი, გახდეს ქრისტიანი, ის უპირველეს ყოვლისა, სხვაში ეძიებს მაგალითს – თუ როგორია, როგორ იქცევა. თუ მოსაქცევი ადამიანი დაინახავს, რომ ქრისტიანი ცხოვრობს იგივე წესით როგორც თვითონ – ისიც მიჯაჭვულია ამქვეყნის საზრუნავზე, ეძიებს დიდებას, ვერცხლისმოყვარეობის ცოდვაშია ჩაფლული, ანგარებიანია, ის დაბრკოლდება და ამბობს: მაშინ მე რად მინდა ასეთი სარწმუნეობა,  მოძღვრება, რომლითაც ადამიანები ისევე ცხოვრობენ, როგორც მე.

– დღეს ადამიანები მიჯაჭვულები არიან მრავალ საცდურს და არაფრით არ ზრუნავენ საკუთარ სულზე, ცხონებაზე. არადა, როგორც ცნობილია, ნებისმიერი  ქრისტიანის  მოწოდება  ცხონებაზე ზრუნვაა, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანი. 

– უნდა გავითავისოთ, რომ ადამიანი მხოლოდ უფალშია თავისუფალი. ბუნებრივია, მოსაქცევი ადამიანი დასვამს კითხვას, რატომ უნდა მოინათლოს, იმისთვის, რომ ჩვენს ეკლესიაში სასწაულები აღესრულებოდა?! მაგრამ, დღეს თითქმის აღარ აღესრულება სასწაულები და შეიძლება, ადამიანი ამის გამო დაბრკოლდეს. აბა, რისთვის და მართალი სიცოცხლისთვის. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ მართალი სიცოცხლე თითქმის განადგურებულია. ანუ, მართალი ადამიანები თითქმის არ არიან ამ ქვეყანაზე. პირდაპირი გაგებით, მართალი მხოლოდ უფალია. არ შეიძლება, ადამიანი იყოს მართალი, რადგან  ის, ასე თუ ისე, მიჯაჭვულია ცოდვის ვნებას და ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც დაეცემა. თუმცა, დაცემის შემდეგ აღდგომაც არის. ესეც ხელეწიფება ადამიანს უფლის მადლით, მაგრამ  – ის მაინც ეცემა, მაინც ცოდვის შვილია. ამიტომ, ძნელია, სრული მნიშვნელობით ითქვას, რომ ადამიანი არის მართალი. თუმცა, იყვნენ ასეთები – წმიდანები, პატრიარქები, მაგრამ ეს უფრო მათი ცხოვრების წესიდან მომდინარეობდა. ისინი უფალს ემსახურებოდნენ, არა მარტო ბაგეებით, არამედ გულითაც. წმიდა სახარება და გარდამოცემაც გვატყობინებს, რომ  დადგება დრო, შვილებს საკუთარი დედები აღარ ეყვარებათ, მამებს – შვილები, ანუ ადამიანს ადამიანი აღარ ეყვარებაო. თუ დავაკვირდებით ჩვენს ყოფას, მართალაც ასეა. მაგრამ, შეიძლება, ბევრმა იკითხოს, ხომ არიან ისეთები, რომლებსაც უყვართ შვილები, ახლობლები, მაგრამ ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული.  ჭეშამარიტი სიყვარულია ის, თუ შეგიძლია თავგანწირვა ადამიანისთვის  და თავდადება მოყვასისთვის. ქრისტიანი მაშინ არის ქრისტიანი, როცა უყვარს. ჩვენ დღეს, სწორედ სიყვარულის ნაკლებობა გვჭირს. 

– როგორ უნდა მოიქცეს ასეთი დროს ქრისტიანი? 

– ზოგჯერ ადამიანს ჰგონია, თუ  წაიკითხავს ბევრ საგალობელს, დაუჯდომელს, პარაკლისს, ფსალმუნებაში იქნება, მხოლოდ ასე შეიძლება, გაიგოს მისი უფალმა. მაგრამ, თუ ეს არ არის გულიდან ამოსული, და მხოლოდ ზედაპირულია, უფალი მას არ შეისმენს. პირიქით, შეიძლება იქვას, რომ ასეთი ლოცვა უფლისთვის საძაგელიც არის. მაგრამ, საკმარისია, უფალს გულიდან, სულიდან ამოსული სიტყვა ვუთხრათ, რომ ის აუცილებლად შეისმენს. რაც შეეხება სიყვრულს, თუ ადამიანი უფალს შესთხოვს, ის ისწავლის სიყვარულს, სიყვარულსაც ვარჯიში სჭირდება. თუმცა, ამისთვის საკუთარი თავი უნდა შეიმეცნო.

–  როდესაც ადამიანი ინათლება, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ამ დროს მან ღმერთი შეიმოსა, ის ვალდებული ხდება, თავის ცხოვრებაში გაატაროს ის პრინციპები, რომელთა შესრულებასაც უფალი ავალებს. 

– ის უნდა იყოს ზნეობრივი, უნდა იღვაწოს, უპირველეს ყოვლისა, არა გარეგანი, არამედ სულიერი, საკუთარი „მე“-სთვის. ამის შემდეგ კი, შეუძლია, იზრუნოს  გარეგნობაზეც. რადგან გარეგნობაზე ზრუნვაც ქრისტიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წმიდა მამები,  წმიდა წერილი, გარდამოცემა გვეუბნება, ადამიანი, რომელიც არ უვლის და არ უფრთხილდება თავს, ამით აშავებს კიდეც. იმიტომ, რომ ადამიანი გამორჩეული არსებაა, ის ღვთის ქმნილებაა, ყველაფრის გვირგვინია, ის უნდა ზრუნავდეს საკუთარ თავზე, ამ შემთხვევაში – გარეგნობაზე. ადამიანი სწავლობს შემეცნებას, ასევე, თვითშემეცნებასაც. შემეცნება, როგორც ეკლესიის მასწავლებლები ამბობენ, ცხოველსაც გააჩნია, ანუ შემეცნება იმისა, რომ მას რაღაც უნდა, რაღაც სჭირდება, რაღაცაზეა დამოკიდებული, ბუნებრივ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. როდესაც ადამიანი იზრდება, ყალიბდება, ის არა მხოლოდ შეიმეცნებს გარე სამყაროს, არამედ შეიმეცნებს საკუთარ თავსაც. ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა უკეთ გაიგოს საკუთარი „მე“, შინაგანი სამყარო და გახდეს უკეთესი, იმის დახმარებით, რომ აღასრულოს უფლის მცნებები, უფლისგან დადგენილი ზნეობრივი კანონები. ადამიანის დანიშნულება ისაა, განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები და თუ ეს ასე არ არის, მაშინ, ნებსით თუ უნებლიეთ, ხდება ეშმაკის მოკავშირე – თუ არ არის ღმერთთან, ესე იგი, არის ეშმაკთან. ერთი შედარება მინდა მოვიყვანო, როდესაც ადამიანი ინათლება, განსაკუთრებით, თუ ის ჩვილია, მას მეურვეობას უწევენ ისინი, ვისაც ჩვენ ნათლიებს ვეძახით. ისინი აცხადებენ თანხმობას იმაზე, რომ განეშორებიან ეშმაკს და მის საქმეებს, მაცდურ ვნებებს. ამ დროს ადამიანი ინათლება და ხდება ქრისტეს მეომარი. ის უცხადებს ბრძოლას ეშმაკს. ჩვენი უბედურება კი ისაა, რომ კი ვუცხადებთ ეშმაკს ბრძოლას, მაგრამ ბრძოლისთვის აღარ ვემზადებით და ეს კარგად იცის ეშმაკმა – არ ავიწყდება და მთელი ცხოვრება გააფთრებით გვებრძვის. ჩვენ კი გვავიწყდება, რომ მას ბრძოლა გამოვუცხადეთ და ყოველდღე უნდა მოვემზადოთ ამ ბრძოლისთვის მარხვით, ლოცვით, კეთილი საქმეების აღსრულებით – უფლის დიდი მადლითა და დახმარებით კი შევძლებთ გამარჯვებას და ეშმაკის დამარცხებას. ადამიანი სანამ ცოცხალია,  სულ აქვს შინაგანი ბრძოლა, რომელიც ძალიან ძლიერი, მწვავე და მტკივნეულია, იმიტომ რომ, ეშმაკი გააფთრებით ებრძვის ადამიანს და მას მხოლოდ ერთი საქმე აქვს – რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაღუპოს. ამიტომ, ვინც რაიმე ცოდვაშია ჩავარდნილი, მას აუცილებლად უნდა შეებრძოლოს, საკუთარ თავზე  იმუშაოს. ადამიანმა უნდა ისწავლოს ყველა იმ ცოდვასთან, განზრახვასთან ბრძოლა, რომელიც მის სულს აღაშფოთებს. 

– როგორი უნდა იყოს მორწმუნის ცხოვრების წესი?

– უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ თავისი ცხოვრების წესით, არასდროს შეურაცხყოს უფალი. ცხოვრების წესში კი, იგულისხმება ნებისმიერი მდგომარეობა, მოვლენა, რითაც ის სულდგმულობს. ანუ, ადამიანის ძალისხმევა, მონდომება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თავისი ცხოვრების წესით, უფალი არასდროს შეურაცხყოს. ასეთი გამონათქვამი არსებობს: ადამიანი, რომელიც თავის მოქცევას, სულზე ფიქრს აყოვნებს, სახვალიოდ გადადებს – დღეს არ ვარ წარმატებული ქრისტიანობაში და ვერ ვლოცულობ, მოდი, ხვალ, ან ერთი წლის მერე დავიწყებ, ის, გარკვეულწილად, პილატეს ემსგავსებაო. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ არ გამოეკიდოს ამქვეყნიურ დიდებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, საკუთარი თავი, ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით, უარყოს, პატივი არ სცეს და სხვის თვალში დააკნინოს. ანუ, ადამიანმა უფალთან და საკუთარ თავთან ურთიერთობისას ზომიერება უნდა დაიცვას, პატივი უნდა მიაგოს, უპირველეს ყოვლისა, უფალს და მერე საკუთარ თავს. ეს შეიძლება, ვინმესთვის ძალიან ადვილი ან, პირიქით, ძალიან რთული იყოს. მაგრამ, ამ ყველაფრის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობით არის შესაძლებელი. ქრისტიანობა არ ნიშნავს, რომ რადგან ჩვენ სასულიერო პირები ვართ, ან ეკლესიის მრევლი, ამიტომ სრულყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. შესაბამისად, ის, ვინც დღეს აპირებს მოქცევას, ეკლესიის წიაღში მოსვლას, ქრისტიანულ ცხოვრებას, მან უნდა ეცადოს, რომ უფლის სიტყვები არა მხოლოდ სიტყვით მიიღოს, საქმით ზედაპირულად აღასრულოს, არამედ ამ ყველაფერში უნდა ჩარიოს საკუთარი გული, სიყვარული და მონდომება. სიყვარულის გარეშე არ არსებობს სარწმუნოება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა და მით უმეტეს, ადამიანებთან ურთიერთობა. ის, ვინც ქრისტიანობას აპირებს, ჯერ ზნეობრივი უნდა გახდეს და ზნეობრივი კანონები  დაიცვას. თუ მას არ ექნება ზნეობა, შინაგანი სიყვარულის, თავისუფლების, მოწესრიგებულობის, სიმშვიდის განცდა, ის კარგი ქრისტიანი ვერ იქნება.

скачать dle 11.3