კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის გამოცხადება

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ლვოვის ტაძარში

1973 წლის 30 მარტი

ქალაქ ლვოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში წირვის დროს მრევლს ზეციური დედოფალი გამოეცხადა. დიდმარხვის დღეებში ტაძარში უამრავ ხალხთან ერთად მრავალი სნეული იმყოფებოდა. გამოცხადების დროს დედა ღვთისა მხურვალე ლოცვითა და მწუხარე ცრემლით მონანულ ადამიანთ კურნავდა. სხვადასხვა სენით დაავადებულნი და უძლურებაში ჩავარდნილი ადამიანები ტაძრიდან ჯანმრთელნი გამოდიოდნენ.

დედა ღვთისა ყველას კურნავდა – როგორც უბრალო ადამიანებს, ისე ხელისუფალთ. სამნახევარი კვირის განმავლობაში ღია იყო კარი ტაძრისა, რომელსაც ყოველი მხრიდან უამრავი ხალხი აწყდებოდა. ჩამოდიოდნენ უცხოეთიდან, საქართველოდან, პეჩორიდან, მოსკოვიდან; მოდიოდნენ სამედიცინო დარგის წარმომადგენლები, ცნობისმოყვარენი, რათა ეხილათ სასწაული საკუთარი თვალით და ერწმუნათ იგი. სასწაულთა მოწმენი თავად გახდნენ: ექიმებთან უშედეგოდ მკურნალ ბრმას თვალი აეხილა. იგი ალექსანდრე სტეფანეს ძე მორნიშევი გახლდათ. დედა ღვთისა ყველას თანდასწრებით კურნავდა სნეულთ.

ტაძარს მოსკოვიდან სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ეახლა კოსიგინი. მოდიოდა ყველა, ვისაც როგორ შეეძლო. ძვირფასო დანო და ძმანო, შეუძლებელია ამ სასწაულის დაუჯერებლობა!

დედა ღვთისა სათნო ხმით მიმართავდა შეკრებილთ. ღვთისმშობელ დედას ხედავდნენ, ესმოდათ მისი: „ილოცეთ, შეინანეთ დიდნი ცოდვანი თქვენნი, რამეთუ მოახლოებული არის ჟამი“. ყველამ იხილა მზესავით მბრწყინავი გამოცხადება. ცხადია, ამის შესახებ პრესას უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის ცნობები, მაგრამ, ამაოდ. ასეთ სასწაულს ვის გაუმხელდნენ? მე კი ამის შესახებ გადმოგცემთ. ჩემს მონათხრობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ყველა მსახური ადასტურებს. მე გახლავართ სავჩენკო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე. მე არ მეშინია არავითარი მუქარის, მე ვაცხადებ სიმართლეს. დაკითხვაზე უკვე აღმოვჩნდი, მაგრამ, ვერ უარვყოფდი ხილვას სასწაულისას. დავადასტურე, რომ ჩემი თვალით ვნახე სასწაული, ის ქაღალდზე გადმოვეცი და ამას აღნიშნული ტაძრის ყველა მსახური ხელისმოწერით ადასტურებს, როგორც აღწერილის სრულ ჭეშმარიტებას.

მთავრობის მეთაურნი შეეცადნენ ხალხის ტაძრიდან გამოდევნას, მაგრამ, ხალხის ერთსულოვნებამ ეს შეუძლებელი გახადა. მათ სცადეს გამოცხადების გაუჩინარება და მიმართეს მორწმუნეთათვის ერთობ „დამაჯერებელ“ ხერხს – მათ ახალი მინა ჩასვეს სარკმელში, მაგრამ, ღვთისმშობელი დედა კვლავ ეცხადებოდა კრებულს და მარადიული სხივებით ნუგეშს სცემდა მათ. მძულვარენი არც ამას დასჯერდნენ და შუშის აცეტონით რეცხვას შეუდგნენ. დედა ღვთისა მიმართავდა მრევლს: „ილოცეთ, შეინანეთ ცოდვანი თქვენნი!“  ბევრი ილოცვიდა, ბევრიც ცრემლით ინანიებდა, უნათლავი ინათლებოდა, ღვთიმშობელი კი ლოცავდა მათ და ეუბნებოდა: „წარვედით მშვიდობით და ნუ სცოდავთ, ნუღარ შეიძენთ სიმდიდრეს სხვათა შრომით. ირწმუნეთ სიტყვები ჩემი, მირწმუნეთ მე და ძე ჩემი იესო და მარადჟამს განისვენებთ! ვინც ჩვენ არ გვირწმუნებს, მე და ძეს ჩემსას იესო ქრისტეს, ის მიეცემა სულსა ბნელეთის“.

ტაძარში მყოფ ხელისუფალთა ერთ-ერთ წარმომადგენელს ასეთი სასწაული შეემთხვა: ღვთისმშობლის სიტყვები ესმოდა, თუმცა, არ სჯეროდა მისი. უნდოდა ეკლესიის დაწიხლვაც კი, მაგრამ, უეცრად, მის თავზე გაჩნდა ეშმაკი კუდითა და რქებით და თავადაც ეშმაკთან ერთად აღიბეჭდა ტაძრის მინაზე. მთავრობის წევრი შეშინდა, აკანკალდა, შეჰკივლა და გონება დაკარგა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს. ღვთისმშობელმა კი კიდევ ერთხელ მიმართა ხალხს ალერსით: „ილოცეთ და შეინანეთ, რამეთუ მალე გარდიქცეს მდინარენი სისხლად“. ხელისუფლების ორგანოებმა არ ირწმუნეს ეს სიტყვები. მეორე კვირის ოთხშაბათს კი ღვთისმშობელმა წყალი სისხლად აქცია. პარაკლისის გადახდის შემდეგ წყალი კვლავ ზურმუხტისფრად დაიწმინდა. ხელისუფალთა ზოგიერთი წარმომადგენელიც კი ცრემლით ლოცულობდა. სასწაულის წინაშე ერთ-ერთი მათგანი უხელო იყო, მაგრამ, ორივე ხელითა და გულზე ჯვრით დაბრუნდა სახლში.

ძვირფასო დანო და ძმანო! ეს ყოველივე ჩვენს ქალაქში მოხდა. განა შეიძლება, არ ირწმუნო იგი? განა გამოეხმაურა ამას საბჭოთა პრესა? არა! მაგრამ, ჩემ მიერ აღწერილი ყოველივე სრული ჭეშმარიტებაა. ზეციურმა დედოფალმა ბრძანა: „ილოცეთ და შეინანეთ, ძე ჩემი იესო კი შეგინდობთ და მარადიულ სასუფეველს მოგმადლით“.

ღვთისმშობელმა ბრძანა, ამჟამად იქნება მართლმადიდებელ ეკლესიათა დევნა დედამიწაზე; ქრისტიანებს აწამებენ და სდევნიან ჩემთვის და ძისა ჩემისა იესო ქრისტესთვის, ხოლო ჩვენი პლანეტის სიცოცხლის დასასრულს ყოველი ქრისტიანისთვის სასამარლოზე პასუხს გასცემს თვით უფალი ღმერთი.

скачать dle 11.3