კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს კვეთებულის ლოცვა?

პასუხი: სიტყვა „კვეთებული“ გვიჩვენებს, რომ ადამიანი ბოროტი ძალისგან არის კვეთებული და ბრკოლდება. ზოგჯერ ადამიანი ამ ძალის ზეგავლენას არა მხოლოდ სულიერად, არამედ ფიზიკურადაც განიცდის. კვეთებულის ლოცვების დროს ხდება გათავისუფლება ამ ბოროტებისგან, მაგრამ სანამ ამ ლოცვებზე დასასწრებად მიხვალთ, ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, რასთან გაქვთ საქმე, ამისთვის კი გაესაუბრეთ თქვენს მოძღვარს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, სხეულის ზოგიერთ უხერხულ ადგილზე მკურნალობის მიზნით ვიცხოთ ზეთი, ეს ცოდვაში ხომ არ ჩაგვეთვლება?

პასუხი: სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება სამკურნალოდ ზეთის ცხება, ოღონდ უფლის რწმენის მქონე ადამიანისთვის.

კითხვა: რა სულიერი სარგებლობა მოაქვს „ფსალმუნების“ ხშირად კითხვას საერო პირისთვის?

პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. როგორც გიორგი ზადორნელი ამბობდა: „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით, სული განიწმინდება ცოდვებისგან“.

კითხვა: ძალიან მინდა, ჩემი სურვილით ჩავერთო რაიმეგვარ რწმენით ღვაწლში, მაგალითად: მღვიძარების, მრავალჯერადი ლოცვის, უხეში ტანსაცმლის ტარებისა და ასე შემდეგ. რას მირჩევთ?

პასუხი: ყოველივე ამის გაკეთება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით. ხოლო დამოუკიდებლად შეგიძლიათ, იტვირთოთ შემდეგი ღვაწლი: სიყვარულის, თავმდაბლობის, მდუმარების იმ დრომდე, ვიდრე რამეს შეგეკითხებიან.

скачать dle 11.3