კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

გაცოცხლებული ყრმა

სხვადასხვა დროს მონასტრის წინამძღვარმა ლიბერტინს (ჰონორატის მემკვიდრეს) მონასტრის საჭიროებისთვის რავენაში გამგზავრების ლოცვა-კურთხევა მისცა. წმიდა ჰონორატისადმი სიყვარულის გამო, ლიბერტინს ჩვეულებად ჰქონდა, სადაც არ უნდა გამგზავრებულიყო, თან მისი ფეხსაცმელი წაეღო. მგზავრობისას მას გზად შემოეყარა ქალი, რომელსაც ხელით გარდაცვლილი შვილი მოჰყავდა. ღვთის კაცის დანახვისთანავე, ქალმა ლიბერტინის ცხენს ლაგამში სტაცა ხელი და შესთხოვა: „აქედან არ წახვალ, სანამ არ აღმიდგენ ჩემს ბიჭს“. ლიბერტინს ესმოდა, რაოდენ არაბუნებრივ სასწაულს ითხოვდნენ მისგან და შეშფოთდა, ქალი კი არ ცხრებოდა, აფიცებდა მას და ევედრებოდა. ლიბერტინმა სცადა ჩამოეშორებინა დედაკაცი, მაგრამ ვერ შეძლო. ყოყმანი დაიწყო... შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, როგორ ძლიერად ებრძოდა მის სულში თავმდაბლობა თანაგრძნობას, არაჩვეულებრივი სასწაულის აღსრულების შიში კი – მწუხარე გრძნობას, რომ უარით გაესტუმრებინა საბრალო დედა. საბოლოოდ, თანაგრძნობამ სძლია თავმდაბლობის სათნოებას. წმიდანი ჩამოხტა ცხენიდან, მუხლი მოიყარა და მლოცველმა ზეცისაკენ აღაპყრო ხელი. შემდეგ წმიდა ჰონორატის ფეხსაცმელი ამოიღო და მკვდარ ყმაწვილს დაადო. წმიდა მამის ლოცვით სული დაუბრუნდა გარდაცვლილს. ლიბერტინმა ჩაიკრა გაცოცხლებული ბავშვი და აქვითინებულ დედას გადასცა, თავად კი გზა განაგრძო.

დიაკვანი პეტრე: მითხარი, მამაო, წმიდა ჰონორატის სათნოების ძალით მოხდა სასწაული, თუ წმიდა ლიბერტინის ლოცვით?

წმიდა გრიგოლი: ასეთი არაჩვეულებრივი სასწაულის მოსახდენად გაერთიანდა ქალის სარწმუნოება და ორივე წმიდანის ძალა. ვფიქრობ, ლიბერტინმა იმიტომ შეძლო, მოეხდინა ეს სასწაული, რომ უფრო მეტად სასოებდა თავისი მოძღვრის სახელს, ვიდრე თავის თავს. ლიბერტინს სწამდა, რომ, სული მისი, ვისი ფეხსაცმელიც დაადო გარდაცვლილს, შეისმენს მის ლოცვას. მსგავსად ელისე წინასწარმეტყველისა, რომელმაც ვერ შეძლო, მარტოოდენ თავისი მოძღვრის ხალენის მეშვეობით გაეყო მდინარე იორდანის წყალი. მაგრამ, როგორც კი მან წარმოთქვა სიტყვები: „დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა  გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა (4 მეფ. 2,14),” და ელიას ხალენი წყალში ჩაუშვა, წყალი გაიყო და მას გზა გაუთავისუფლა.

ხედავ, საყვარელო პეტრე, როგორი ძალა აქვს სასწაულის დროს თავმდაბლობას? ელისემ მაშინ შეძლო, მოეხვეჭა ისეთივე ძალა, როგორსაც ფლობდა თავისი მოძღვარი, როდესაც მის სახელს მოუხმო. მან იგივე გააკეთა, რაც შეეძლო მის მასწავლებელს, ვინაიდან მიჰბაძა მის თავმდაბლობას.

скачать dle 11.3