კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ნანობს ცოლი გულახდილობას და როგორი შურისძიება შეუძლია ზოგიერთ ქმარს

მამაკაცებიც ხშირად ხდებიან ღალატის მსხვერპლნი და, ქალების მსგავსად, მათაც შეუძლიათ შურისძიება ცოლების საყვარლებზე. როგორ აკეთებენ ისინი ამას და რატომ აპატიებენ მეუღლეებს, რომელთაც მეტოქეს არაფრით უთმობენ?! – ამბობენ, რომ შურისძიებას არ მოაქვს შვება, თუმცა, ძალიან ბევრი ასე არ ფიქრობს, უფრო მეტიც, ისინი სიხარულს, სიამოვნებას განიცდიან და ტკბებიან შურისძიებით. ქალები და მამაკაცები ამაშიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ეთუნა (47 წლის): მამაკაცებმა გამაოცეს. ჩემი ცხოვრების ბოლო ორი წელია, სერიოზული ქარიშხლები დამატყდა თავს. არ ვიცი, რა მოხდა და რატომ მოხდა, მაგრამ, რაც არის, იმას უკვე ვეღარ შევცვლი. ვერც იმას გეტყვით, ვნანობ თუ არა ამ ყველაფერს.  ჩემი ქმრის საქციელი თან მაბრაზებს, თან ჩემს თავმოყვარეობას მალამოდ ედება. მოკლედ, მოვყვები და თავად განსაჯეთ, ვარ თუ არა დამნაშავე, ჩემი ცხოვრება ყირამალა რომ დადგა. ორი წლის წინ ნორმალური ოჯახი მქონდა, ანუ, ისეთი, როგორსაც ჩვენი საზოგადოება მიიჩნევს ნორმალურად: მყავდა ქმარი, რომელთანაც ოცი წელი ვიცხოვრე და, მინდა გითხრათ, ამ ოცი წლის განმავლობაში, ყველა დღე ია-ვარდით მოფენილი და ფერადოვანი არ ყოფილა. გულიც მტკენია მისგან და ეჭვებსაც ავუტირებივარ. ღალატში მარტო იმიტომ არ გამოვიჭირე, რომ ღრმად არ გავქექე მისი ქმედებები.

– ეს რას ნიშნავს?

– იმას, რომ არ ჩავეძიე და რაღაც-რაღაცეებზე თვალები დავხუჭე. იმიტომ არა, რომ ორი შვილით მარტო დარჩენის შემეშინდა. ნამდვილად არ დავიკარგებოდი, მივხედავდი საკუთარ თავს; უბრალოდ, იმ ეტაპზე ჩავთვალე, რომ ღირდა ოჯახის შენარჩუნება. თუ ჩემი ქმარი სადღაც დაძვრებოდა, ამას საკმაოდ ფრთხილად აკეთებდა. ანუ, გამოდის, რომ რაღაც პატივსაც მცემდა. ასეა თუ ისე, მისი ღალატის ფაქტი არ მქონია. ვცხოვრობდით საკმაოდ შეძლებულად. ჩემს ქმარს თავისი ბიზნესი აქვს და, შემეძლო, ჩემი ხელფასი ჩემივე სიამოვნებისთვის დამეხარჯა ბოლო თეთრამდე. მანქანა, რა თქმა უნდა, ქმარმა მიყიდა, როცა ცენტრში ჩვენი ბინა გავაქირავეთ და ქალაქგარეთ საკუთარ სახლში გადავედით, სადაც ყველანაირი კომფორტი გვქონდა. ბავშვებიც გაიზარდნენ – ერთი სკოლას ამთავრებდა, მეორე უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა... ერთი სიტყვით, მათ ჩემთვის აღარ ეცალათ. ჩემს ქმარს არ უყვარს სახლში ხალხმრავლობა და, ამიტომ, დაქალებს იშვიათად ვეპატიჟებოდი... სამაგიეროდ, თვითონ დადიოდა ხან სანადიროდ, ხან სათევზაოდ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეუბნებოდა. ძალიან მოვიწყინე. ცხოვრება ერთფეროვანი და უინტერესო გახდა. არ მინდოდა დაბერება 44 წლის ასაკში. ქმარი ხუმრობით „ჩემო პენსიონეროს“ მეძახდა და, ვერც კი მიხვდა, ამით რა გააკეთა – პრაქტიკულად, მიბიძგა ღალატისკენ. ვისთანაც ვუღალატე, ჩემზე ათი წლით უმცროსია. ჩემი ქმარია დამნაშავე იმაში, რომ ერთმანეთი გავიცანით მე და ჩემმა საყვარელმა. მანქანა რომ მიუყვანა ხელოსანს (ჩემს მანქანას ვგულისხმობ), რა თქმა უნდა, ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა საკუთარი ცოლის მიმართ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

– მანქანის ხელოსანთან გააბით რომანი?

– დიახ და ამაში გასაოცარი არაფერია. ისეთი თვალებით მიყურებდა, თავი ამქვეყნად ყველაზე სასურველ ქალად ვიგრძენი. ძალიან მჭირდებოდა ამის შეგრძნება. ვიდრე ვინმე გამკიცხავს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს ჩემს ადგილას. ზოგჯერ ისეთ მდგომარეობამდე მივდიოდი, რომ თმის დავარცხნაც კი აღარ მინდოდა, გაპრანჭვასა და თავის მოვლაზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. შეიძლება, რომელიმე ქალისთვის სულერთია, მამაკაცები ყურადღებას აქცევენ თუ არა, მაგრამ, მე თავს უსარგებლო ნივთად ვგრძნობდი. რაღაა ჩემი სიცოცხლე-მეთქი, ვფიქრობდი და, უცებ, თითქოს ხელახლა დავიბადე, პატარა გოგოსავით გავხალისდი... ყოველ დღეს სიხარული მოჰქონდა ჩემთვის. ასეთი ყურადღებიანი საკუთარი გარეგნობის მიმართ ბოლოს როდის ვიყავი, არც მახსოვს. შვილებმაც კი შეამჩნიეს ჩემში მომხდარი პოზიტიური ცვლილება და შემაქეს. მარტო ჩემი ქმარი რჩებოდა ყრუდ და ბრმად. პაემანზე ფრთაშესხმული მივრბოდი. ნამდვილად არ ავყოლივარ ილუზიას და არ მიფიქრია, რომ ყველაფერი სერიოზულად გაგრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შეყვარებულს ცოლი არ ჰყავდა, ანუ, არ ვიმედოვნებდი, რომ შევუყვარდებოდი და არც მქონდა ამის პრეტენზია. იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ ვუნდოდი, როგორც ქალი.

– არ გიფიქრიათ, რომ მას თქვენი მდგომარეობა მოსწონდა, თქვენი მატერიალური შესაძლებლობა და ჰქონდა რაღაც კონკრეტული გეგმა?

– არა, რა სისულელეა! ის მე არაფერს მთხოვდა. როცა რამეს ვუყიდდი, ტანსაცმელს ან სუნამოს, ბრაზობდა – რატომ იხარჯებიო. რაც შეეძლო, პატივს მცემდა. მართალია, არ ჰქონდა ძვირფასი რესტორნების ფული და ძირითადად ყავაზე მპატიჟებდა, მაგრამ, მასთან თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობდი. ეს იყო ურთიერთობა ყოველგვარი ძალდატანებისა და ვალდებულებების გარეშე, მხოლოდ სიამოვნებაზე დამყარებული... და, უცებ, ჩემმა შეყვარებულმა მითხრა ის, რასაც არაფრით ველოდი – ქმარს  სიმართლე უთხარი, გაშორდი და დავქორწინდეთო. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – ორმოცდაექვსი წლისას ცხოვრება თავიდან უნდა  დამეწყო. შვილებისაც მომერიდა. ძალიან დიდები იყვნენ იმისთვის, რომ ახალი მამა მიეღოთ. ჩემმა შეყვარებულმა გამაფრთხილა – ჩვენს ურთიერთობას დიდხანს ვერ დავმალავთ, ადრე თუ გვიან, მივა შენი ქმრის ყურამდე და, მგონია, აჯობებს, თვითონ უთხრა და ჩემთან წამოხვიდეო. მაინც ვერ ვუთხარი ქმარს და თვითონ გაიგო – დაგვინახა ვიღაცამ ერთად და მიუტანა ამბავი. დიდი სკანდალი არ ყოფილა, იმიტომ რომ, როგორც კი მკითხა, მართალია ეს თუ არაო, ეგრევე დავუდასტურე, მართალია-მეთქი. გაოგნდა, შტერივით მიყურებდა. ვერაფრით წარმოედგინა ჩემგან ასეთი რაღაც. ვუთხარი, თუ არ შეგიძლია, მაპატიო, გავშორდეთ. ერთად ოცი წელი გავატარეთ. შვილები გაიზარდნენ. შენ, მგონი, აღარ გჭირდები, გაგეცლები და ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრებ. ბავშვებს ერთად დაველაპარაკოთ და, ალბათ, გაგვიგებენ-მეთქი. ჯერ ჩუმად იყო, მერე კი უცებ აყვირდა. მთელი ხმით ღრიალებდა – ეს როგორ გამიკეთე, ღირსი ხარ, ტყვია მოგაჭედო შუბლში და შენი საყვარელიც მოგაყოლო ზედ, მაგრამ, ციხეში თქვენ გამო ვერ ჩავჯდები. არც იოცნებო, რომ მასთან გაგიშვა, ჩემი ცოლი ხარ და ჩემთან იქნებიო.

– ანუ, გაპატიათ?

– ასე გამოვიდა. მე არ დამიწყია მისთვის ხვეწნა, რომ ეპატიებინა. არც მითქვამს, საყვარელს თავს დავანებებ-მეთქი. ჩუმად ვიყავი და ხმას არ ვიღებდი.

– გინდოდათ მისგან წასვლა?

– არა. არც ისეთი ავანტიურისტი ვარ, რომ ყველაფერი სასწორზე დამედო. ვერ დავინგრევდი ცხოვრებას. თან, იმხელა გრძნობაც არ მქონია, რომ ასე გამერისკა. ამიტომ, გადავწყვიტე, დავლოდებოდი მოვლენების განვითარებას. ჩემმა ქმარმა ყველა საქმე მიატოვა და დამიწყო უკან დევნა. ჩუმად ხან სად წამომადგებოდა თავზე, ხან – სად. მე ჯიბრით ვიქცეოდი. პლასტიკური მანიპულაციებიც კი ჩავიტარე და მართლა ძალიან მაგარ ფორმაში ჩავდექი. ქმარმა მანქანა გამომიცვალა – მაპატია კი არა, ზედ მყვება, მაგრამ, შური მაინც იძია ჩემს საყვარელზე, ოღონდ, ძალზე უცნაურად. ეს კაცები გასაოცარი და ძალიან უცნაური არსებები არიან. ჩემ ჩუმად ის ავტოსახელოსნო იყიდა, სადაც ჩემი საყვარელი მუშაობდა. თან, ვითომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ვისთან ვღალატობდი... ყველანაირად შეავიწროვა და ახლა საერთოდაც აიძულა, წასულიყო სამსახურიდან. მე მითხრა, თუ ამასთან მღალატობდი და კიდევ განაგრძობ იგივეს, ისე გავუხდი საქმეს, ვეღარსად იმუშავებს და  მშიერი მოკვდებაო. ვნანობ, რომ გულახდილად ვუთხარი სიმართლე. უნდა მეთქვა, ტყუილია-მეთქი – რას დამიმტკიცებდა? 

– იმიტომ ნანობთ, რომ თქვენი რომანი იმ ახალგაზრდა კაცთან დასრულდა?

– მარტო ამიტომ არა. ჩემი ქმარი არაპროგნოზირებადი გახდა. რომანს მე ისედაც დავასრულებდი – ხომ გითხარით, მართლა არ ვაპირებდი ოჯახის დანგრევას, მაგრამ, არ მინდა, სინდისი მაწუხებდეს იმისთვის, რომ ჩემთან ურთიერთობის გამო ვიღაც დაზარალდა. არ არის ცუდი ბიჭი, გულწრფელი იყო ჩემთან და ერთგულიც. ჩემს ქმარს კი აშკარად ვატყობ, რომ არ უნდა  ახალ რეალობასთან შეგუება – ჰყავს ცოლი, რომელიც ლამის წავიდა მასზე ბევრად ახალგაზრდა კაცთან, ამიტომ, გულგატეხილია და დათრგუნული. ერთხელ წამოსცდა, არ მეგონა, გამბედაობა თუ გეყოფოდა ჩემგან წასასვლელადო. გირჩევ, არ გამომცადო-მეთქი და, არც ვაპირებო, მითხრა. მიკვირს, ასე რომ მებღაუჭება. თუმცა, კაცებს რას გაუგებ...

 

скачать dle 11.3