კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ვერ გამოჰყავს მდგომარეობიდან თამუნა მუსერიძე და ვისთან ერთად გეგმავს ის აქტიურ დასვენებას

ტელე და რადიოწამყვანი – თამუნა მუსერიძე, თავისდაუნებურად, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა. მართალია, როგორც თავად ამბობს, ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, მაგრამ მაინც ასე ხდება. სკანდალები თითქოს ყოველთვის თან სდევს მის პიროვნებას. ვისთან ერთად ისვენებს ამჟამად და როგორ გეგმავს დარჩენილი შვებულების გატარებას, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ. 

– საკმაოდ დატვირთული სამუშაო სეზონის შემდეგ ისვენებ და ამჟამად ბაკურიანში იმყოფები. როგორ ხარ და ვისთან ერთად?

– არ მეგონა, ორკვირიანი დასვენება, რომელიც დავგეგმე, ასეთი ნეტარებით აღსავსე იქნებოდა. პირველი სამი დღე დავისვენე, მერე უკვე მივხვდი, რომ ასეთი დასვენება საჩემო არ არის. 

– რატომ?

– არაფერს ვაკეთებ – დილით ვიღვიძებ, გავდივართ პარკში, შემოვდივართ ვსაუზმობთ, მერე ისევ გავდივართ პარკში, მერე ვსადილობთ, ვვახშმობთ და ასე გადის დღეები. უკვე აღარ შემიძლია. სანდროსთან (შვილთან) ერთად ვისვენებ. საბედნიეროდ, აღმოვაჩინე ჩემი მეგობარი, დიჯეი ლუი და „ჯიდიესის” რამდენიმე თანამშრომელი, რომლებსაც საბავშვო ბანაკი აქვთ ჩაბარებული. საღამოობით მათ კონცერტებს ვესწრებით, რაღაცნაირად ვეხმარები მათ. ჩართული ვარ მათ გართობაში და ცოტა ამით ვიხალისებ გამოყრუებულ დღეებს. 

– მოკლედ, პიონერული სისტემით და პენსიონრული რეჟიმით ისვენებ. 

– კი დავიბადე კომუნისტური წყობის დროს, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ არ გავიზარდე იმ რეჟიმში. ასე რომ ყოფილიყო, რას ვიზამდი, მართლა არ ვიცი. 

– ბოლო დროს სოციალურ ქსელში შენი საკმაოდ თამამი ფოტოები გამოჩნდა. თითქმის ყველა სურათში საცურაო კოსტიუმში ხარ გამოწყობილი.

– ამ ლამაზი ფოტოებისთვის მადლობა სანდრო ბიტარიშვილს. არ მეგონა, ხალხს ჩემს ფოტოებზე ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა. 

– რატომ?

– მარტო მე ვარ საცურაო კოსტიუმში გადაღებული? რატომ ატყდა ასეთი ამბავი, მართლა არ ვიცი, გაოგნებული ვარ. ალბათ, გახსოვს, შარშანაც რა აჟიოტაჟი ატყდა ჩემს ფოტოებზე, რომელიც ეგვიპტეში მქონდა გადაღებული. შარშანდელი არ იკმარეს და წელსაც განგაშის ზარმა ჩამოჰკრა მოულოდნელად. სიმართლე გითხრა, ხალხის ამგვარი რეაქცია უკვე აღარ მაინტერესებს. სულიერად ვისვენებ და აგრესიული ადამიანები ჩემზე ვერანაირად ვერ იმოქმედებენ.

– კიდევ ერთი ხმა გავრცელდა, თამუნა მუსერიძემ მკერდი კიდევ გაიდიდაო. მართალია?

– არა, რას ლაპარაკობ. კიდევ რა, ერთხელ რომ გავიდიდე, არ იყო საკმარისი თუ რა ხდება?! ეს სიმართლე ნამდვილად არ არის.

– როდის ბრუნდები თბილისში?

– აგვისტოს პირველ რიცხვებში უკვე საბედნიეროდ, თბილისში ვიქნები და რამდენიმე დღეში, ჩემს დაქალთან და შვილთან ერთად, გონიოში მივდივარ. იქაც დაახლოებით მსგავსი დასვენება მელოდება, თუმცა მაინც ზღვაა და რაც არ უნდა იყოს, 100 პროცენტით უფრო დადებითად მოქმედებს ჩემზე და არა მხოლოდ ჩემზე. დავისვენებთ სასტუმროში, რომელიც მთაშია, აქვს თავისი აუზი, არის ფანტასტიკური ხედი. შიგადაშიგ მოვახერხებ, ბათუმსა და ქობულეთში კლუბში გასართობად ჩასვლას, რომ ცოტა აქტიური დასვენების შტრიხები შევმატო ჩემს შვებულებას. გონიოდან რომ დავბრუნდები თბილისში, აი, მერე უკვე 4 დღით, მეგობრებთან ერთად, მივდივარ ბათუმში. მე და გიორგი ნაზღაიძემ წინასწარ დავგეგმეთ დასვენება. 

– იმედი მაქვს, გასული წლის მსგავსად, შენი და გიორგის ერთად დასვენებისას ექსცესები აღარ იჩენს თავს.

– წელს თურქეთში აღარ მივდივართ შეგნებულად და იმედია, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. ზუსტად ვიცი, რომ წელს ძალიან მაგარი დასვენება გველის ბათუმში. შარშან ხომ ძალიან მაგრად გავერთეთ მე და გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიჭირეს და წელს უფრო მაგრა გავერთობით. უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, პრობლემები რომ არ შეგვექმნას. 

– სატელევიზიო სეზონი როდის იხსნება?

– 1 სექტემბერს. ამიტომ, აგვისტოში უნდა მოვასწრო ყველაფერი. 

– შენს პირად ცხოვრებაში ხომ არ არის რამე სიახლე?

– არა, არაფერი, სად შემიძლია. არ გამოდის პირადის და სამსახურის ერთმანეთთან შეწყობა ამ ეტაპზე და რა ვქნა.

– ძალიან გაპასიურდი.

– ვიცი, სკანდალები მოგაკელით ბოლო დროს, მაგრამ ისე ხდება, რომ ვერ ვეწყობი, სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე. ამჟამად მართლა ვისვენებ პირადი ცხოვრებისგან.

– სკანდალების ნამდვილი ოსტატი ხარ.

– ამ დროს წინასწარ დაგეგმილი მართლა არაფერი მაქვს, როგორც ამას ბევრი აკეთებს და მერე ახორციელებს. 

– მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად ხვდები ყურადღების ცენტრში.

– ისეთი ვარ, სულ რომ არაფერი გავაკეთო, რაღაცნაირად მაინც ყურადღების ცენტრში ვხვდები. 

– რა არის ამის მიზეზი?

– არ ვიცი, ალბათ, შინაგანად მაქვს დანათლებული ამის ნიჭი. მართლა, რაღაცნაირად, თავისთავად ხდება ჩემ ირგვლივ ყველაფერი. მაგალითად, ახლა ხომ ვარ ბაკურიანში დასასვენებლად და აქაც კინაღამ სკანდალში გავეხვიე.

– რა მოხდა?

– ერთ-ერთმა მშობელმა, ბავშვები რომ ვერ გააჩერა, 6 ბავშვი ჩაისვა მანქანაში და მულტფილმი აყურებინა. ჩემმა შვილმა რომ ნახა სხვის მანქანაში მულტფილმებს უყურებდნენ, იგივე ხომ უნდა გაემეორებინა. გამოიტანა ლეპტოპი, ჩაისვა 8 ბავშვი და დაიწყეს ყურება. მარტო ვერ დავტოვე და მეც მათთან ერთად ვიჯექი. უცებ ვიღაც ქალი ისეთი კივილით მორბოდა, რომ გავდიჟდი, გაოგნებული ვუყურებდი. ფანჯარაზე უკაკუნებდა ბავშვს, ჩქარა გადმოეთრიე მანქანიდანო. სავარძლის უკან ჩავიმალე, რამე რომ არ ჩაეცხო თავში. იმისთვის ჩამოგათრიე, რომ მანქანაში იჯდე, მე ყველა არ მაინტერესებსო. მოკლედ, ყველა გამოგვლანძღა, ვინც მანქანაში ვისხედით ამ ქალმა და თავისი შვილი სულ ცემა-ტყეპით გადაათრია. ოღონდ ყველა ჩვენ გვიყურებდა. რა უნდოდა, არ ვიცი, ალბათ, ელოდებოდა, მე აქედან წიკვინს დავუწყებდი და გახურდებოდა კიდეც სკანდალი. აქ დასასვენებლად ვარ ჩამოსული და სკანდალის ნერვები არ მაქვს. ვერავინ გამომიყვანს მდგომარეობიდან, სულ რომ 10 ასეთი ქალი დამახტეს ერთად. 

– შენი დასვენება წელს მხოლოდ საქართველოთი შემოიფარგლება?

– არა, ოქტომბერში, ჩემს დაბადების დღეზე, საკუთარ თავს სიურპრიზს ვუკეთებ – იტალიაში მივდივარ მარტო. ჩემი მეგობარი ცხოვრობს იქ და დამპატიჟა. სხვა არავინ მიკეთებს სიურპრიზს და მე მაინც მოვუწყო საკუთარ თავს.   

скачать dle 11.3