კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიშლება თუ არა „დუეტი ჯორჯია” და რამდენ ხანს ექნება მას შემოქმედებითი პაუზა

ყველასთვის საყვარელ მომღერალსა და „ახალი ტალღის“ გამარჯვებულ, მაკა ზამბახიძესთან საუბარს იმ სიახლით დავიწყებთ, რომელიც „დუეტი ჯორჯიას” შესახებ ითქვა ამ ბოლო დროს. საქმე ეხება რატი დურგლიშვილის საქართველოდან წასვლას.

მაკა ზამბახიძე: კი,  რატი აპირებს საქართველოდან წასვლას.

– რა ეშველება, მის არყოფნაში „დუეტ ჯორჯიას”?

– „დუეტ ჯორჯიას” ექნება შემოქმედებითი პაუზა.

– რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პაუზა?

– ჯერჯერობით, არ არის ცნობილი. დამოკიდებულია იმაზე, როგორ აეწყობა ყველაფერი, რა გეგმებით მიდის, როგორ დაკვალიანდება. თუ კარგად აეწყო და  ყველაფერი კარგად იქნა, დარჩება თუ არა და...

– თუ კარგად აეწყო, შეიძლება, შენც გაემგზავრო?

– ეს იმდენად ძალიან ძალიან სამომავლოა, რომ ამაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. მაგრამ, არაფერია გამორიცხული.

– პირადად, მაკა ზამბახიძის კარიერაში რა სიახლეები იგეგმება რატის გარეშე?

– მაქვს რაღაც-რაღაც გეგმები. 2 სიმღერაზე ვმუშაობ. ჩემს შვილთან ჩავწერე ერთი სიმღერა, რომელზეც კლიპი გადავიღეთ. თვითონ სიმღერა არის ჩემი შვილის, სალომეს დაწერილი, ინგლისურენოვანია. სულ ახლახან გვქონდა პრემიერა. რაღაცეებს ვაპირებთ... ძალიან მინდა, სალომეს საინტერესო შემოქმედებითი მომავალი ჰქონდეს. ვნახოთ, რა იქნება. ხდება ძალიან საინტერესო რაღაცეები, რისი თქმაც ჯერჯერობით, არ მინდა. ჯობია, სიურპრიზად დავტოვო...

– მინდა „ახალი ტალღის” თემას შევეხოთ. როგორ შეაფასებ და მოულოდნელი იყო თუ არა შენთვის ამ კონკურსზე საქართველოს გამარჯვება?

– კი, ჩემთვის „ახალ ტალღაზე” გამარჯვება მოულოდნელი იყო. იმიტომ არა, რომ ნუცა არ იყო ძალიან კარგი კანდიდატურა, პირიქით, მან  თავის საქმე გააკეთა ისე, როგორც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ, საკუთარ თავზეც ვერ წარმოგვედგინა მაშინაც. ეს ისეთი თემაა, კონკურსზე პირველი ადგილის აღება, ყოველთვის მოულოდნელია – გგონია, რომ საქართველო იქნება ჩრდილქვეშ. ასე რომ, ასე არ არის და თურმე, შეიძლება, დაამტკიცო, თქვა, შენი სათქმელი – ისე დაგვირგვინდეს ეს საქმე, როგორც შენ გინდა. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ძალიან მიხარია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, ნუცამ გვასახელა.

– თვითონ ნუცა ბუზალაძის გამოსვლას როგორ შეაფასებდი?

– კარგად იყო ყველაფერი ნამდვილად. პირველი სიმღერაც, ვფიქრობ, თავის ასაკთან შედარებით კარგად იყო შერჩეული და კარგად გრძნობდა ამ სიმღარაში თავს ნუცა. თვითონ უნდოდა და კარგადაც შეასრულა. საერთოდ, პროგრამა ჰქონდა კარგად შერჩეული – პირველ დღეს რიტმული სიმღერა, მერე ქართული და შემდეგ ლირიკული. ძალიან გამოკვეთილი ლიდერი იყო ნუცა და ვფიქრობ, არ ჰყავდა კონკურენტები. არ იყვნენ მზად მონაწილენი და არც რეპერტუარი ჰქონდათ კარგად შერჩეული.

– თქვენ დროს უფრო დიდი კონკურენცია იყო?

– ჩვენ დროს, იქ იყვნენ გამოკვეთილი ფავორიტები.  მართალია, თვითონ კონკურსანტები გვეუბნებოდნენ, რომ თქვენ უნდა გაიმარჯვოთო და მხარდაჭერაც იყო. ბევრი დაიკარგა სცენაზე, მაგრამ რეპეტიციაზე გამოკვეთილი ლიდერებიც იყვნენ. რუსეთი, იტალია, გერმანია, სომხეთიდანაც ძალიან კარგი მომღერალი იყო. 

– სხვა მხრივ, რა სიახლეებია მაკას ცხორებაში – როგორ ატარებ ზაფხულს?

– ვმუშაობ, სტუდიის გახსნა მინდა. ჩაბმული ვარ ამ საქმეში და სექტემბრიდან უკვე ჩემი სახელობის სტუდია მექნება. 

– ზაფხულს როგორ ატარებ?

– ზაფხულს, ძირითადად, მუშაობაში ვატარებ თბილისში. 3 დღით თუ გავალ ქალაქიდან. ახლა ბათუმში ვიყავი ჯაზ-ფესტივალზე.

– ახალი კულტურის მინისტრის მოსვლით, ფიქრობ, რომ შეიცვლება ამინდი თქვენს სფეროში?

– წინასწარ ვერანაირ გაცხადებას ვერ გავაკეთებ. რასაც ვამბობ, მერე არ სრულდება, რაც საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. აქედან გამომდინარე, შევხედავთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. იცი რა, ეს ჯაზ-ფესტივალიც, უკვე რაღაც წინ გადაგმული ნაბიჯია. დაიგეგმა და უკვე 8 წლის განმავლობაში ტარდება. ამით თუ ვიმსჯელებთ, მგონი, კარგი დასაწყისია. მე წარმატებებს ვუსურვებ და ყველაფერ კარგის მოლოდინში ვარ, როგორც პოზიტიური ადამიანი.

– სალომეზე ვისაუბროთ, რა გეგმები და რა პოტენციალი აქვს?

– სალომე უცბად, ძალიან მოულოდნელად, შემოიჭრა ჩემს სფეროში. არ მიყვარს ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მონდომაბულია. ფლობს მუსიკალურ ინსტრუმენტს, კიდევ უნდა გავაგრძელოთ მეცადინეობა. სექტემბრიდან მინდა, კარგად გაერკვეს მუსიკაში. კარგი გემოვნება აქვს, კარგ მუსიკას უსმენს, ერთი მიმართულების მსმენელი არ არის. მე მიყვარს მრავალფეროვნებმა, ბევრ სფეროში რომაა გათვითცნობიერებული. რა ვიცი... მე ყველნაირად ხელს შევუწყობ. ვფიქრობ, ეს, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სალომესთვის – სიმღერას, რაც დაწერა, ხორცი შევასხით და კარგი გამოვიდა.

– რატი როგორ აფასებს?

– თავდაპირველად, სალომემ რომ შინაურული სიმღერა დაიწყო, ვახოს და რატის მოსწონდათ. რატი სულ მეუბნებოდა, კარგად მღერის, უცხო ტემბრი აქვსო. მე და დედაჩემი უფრო სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი. მინდა, წარმატებები ვუსურვო. 

– შეიძლება თუ არა, სალომე რომელიმე მუსიკალურ კონკურსში ვნახოთ, თუნდაც იგივე „ახალ ტალღაზე”?

– იმდენად არ მიყვარს კონკურსები, საკუთარ თავზეც რომ მაქვს გამოცდილი, რა ნერვების ფასად დამიჯდა, არ ვიცი, ვნახოთ... ვფიქრობ, სალომე ჯერ უნდა გაიზარდოს. ავტორ-შემსრულებლის იმჯს თუ შეიქმნის და გაართმევს ამ საქმეს კარგად თავს, კი ბატონო, ასეთ კონკურსში შეიძლება მივაღებინო მონაწილეობა. ისე, როგორც მომღერალი, არა. მინდა, ავტორ-შემსრულებლის ნიშა ჰქონდეს.

– ახლა რა ასაკისაა სალომე?

– 13 წლისაა. სიმღერას, რომელიც მან დაწერა, ჰქვია „ენჯელ“. ტექსტიც მას ეკუთვნის. არანჟირების ავტორია ზაზა ხუბუკელაშვილია, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და გაგვილამაზა ეს სიმღერა. მე დასასვენებლად ვიყავი  და რომ ჩამოვედი, სალომე მეუბნება: დედა, სიმღერა დავწერეო. იმდენად არასერიოზუად მომეჩვენა, თავიდან არც მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ, არ მომეშვა ბავშვი, მოისმინე, მოისმინეო. – დედობრივი ვალდენულება გამიჩნდა, რომ მომესმინა. თავიდან, რომ მოვისმინე, ძალიან არ გამიკრიტიკებია – მოსმენად ღირდა. მერე დავინეტერესდი, მერე იდეა მომივიდა – იქნებ მე და სალომეს დუეტი ჩაგვეწერა და უკვე, საინტერესოდ მომეჩვენა. ასე, შეიქმნა თვალსა და ხელს შუა ეს სიმღერა. 

– თქვენი პერიოდის „ახალი ტალღა” გაიხსენე. ითქვა, – აგუტინი ცოტა არ იყოს, შოვინისტიაო, მაგალითად, სომხები, ხშირად აღნიშნავენ თავის სტატუსებში – მელაძეები რომ არ ჰყავდეთ ქართველებს, ასე ხშირად ვერ გაიმარჯვებენო. შენ როგორ შეაფასებ ამას? 

– იცი, რა, ყველას თავისი ინდივიდუალური მოსაზრება აქვს. მე მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში ისეთ კონკურსანტს არ გაუმარჯვია, რომელიც  ღირსი არ იყო. სამეული ყოველთვის დაკავებული იყო ძალიან კარგი შემადგენლობით. მელაძეების 2 ქულა ვერ უშველის ვერაფერს. სხვამ თუ დაბალი ქულები დაწერა, საქართველო ვერ გაიმარჯვებს. ჟიური ერთსულოვანია.

– თუმცა, შარშან მართლა კუტუნიოს დაწერილმა რვიანმა გადაწყვიტა სალომე ქათამაძის ბედი.

– ვერ გაიგო და რა ქნას?! საქმეც ისაა, რომ ქართველმა ერმა ვერ მიიღო ეს სიმღერა. როგორც მახსოვს, შარშან ისეთი კომენტარები იწერებოდა ამის შესახებ და ტოტო კუტუნიოს რა პასუხი უნდა მოსთხოვო, როცა ქართველებმა ვერ გაიგეს ეს სიმღერა?! კრიტიკის საგანი გახდა. იქ მოსწონდათ რეპეტიციაზე. მოსაცდელში როგორც კი დაიწყებოდა, ყველა შემოდიოდა ანთებული თვალებით და თავის დადებით დამოკიდებულებას გამოხატავდა. სალომემ ფანტასტიკურად აჩვენა შარშან თავი. მეორე ადგილი აიღო, დაჯილდოებაზე ძალიან დადებით და საქებარი სიტყვები უთხრეს.

სხვა კონკურსზე არ ვიცი, მაგრამ „ახალ ტალღაზე” ყველა განწყობილია, რომ რაღაც ახალს, საინტერესოს შესთავაზებს ამ კონკურსს ყოველი ახალი ქართველი შემსრულებელი. თუმცა, ევროვიზიაზე რომ ვთქვათ, ასე არ არის.

скачать dle 11.3