კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს ამერიკულ მუსიკალურ სამოთხეში მოხვედრას სალომე ქათამაძე და გახდა თუ არა მისი ქმართან დაშორების მიზეზი ამერიკაში წასვლა

23 წლის მომღერალ სალომე ქათამაძის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. როცა ინტერვიუ ჩავწერეთ, გახარებული იყო: ჩემი მთავარი ოცნება ამიხდა – ამერიკაში წასვლა და სწავლის გაგრძელების შანსი მომეცა და უბედნიერესი ვარო. თუმცა, მის პირად ცხოვრებაში, არცთუ  სასიამოვნო ცვლილებაა – სალომე ქმარს გაშორდა და 23 წლის ასაკში სიყვარულში იმედგაცრუება ნახა. ასეა თუ ისე, ახალგაზრდა  მომღერალი ოცნებების ახდენას ელის, ახალ ცხოვრებას იწყებს და სჯერა, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც  შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს და მსოფლიოს გააგონებს თავის ხმას. 

სალომე 13 აგვისტოს მიფრინავს ამერიკაში და ამბობს, რომ ეს რიცხვი მისთვის ბედნიერების მომტანია. ჟურნალი „თბილისელები” მას კეთილ მგზავრობასა და ჩანაფიქრების რეალიზებას უსურვებს.

სალომე ქათამაძე: ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ და, მიმაჩნია, რომ მიმართლებს ცხოვრებაში – რაც მინდოდა, უფლის წყალობით, ყველაფერი გამომდის, ეს კი ბედის ძალიან დიდი საჩუქარია. არ დაგიმალავთ, დიდი ტრაგედიებიც გადამიტანია, მაგრამ, ყველას ჰქონია ასეთი მძიმე მომენტები და, ძლიერი უნდა იყო, რომ მას გაუმკლავდე და გადალახო. ისე ვერ იცხოვრებ, თუ სიხარულთან ერთად, სიმწარეც არ იგემე, – რას ვიზამთ, ასეთი სასტიკია ცხოვრება. 

– როდის იდგა შენს ცხოვრებაში მსგავსი რთული და ტრაგიკული პერიოდი?

– როცა ბებია გარდაიცვალა. ეს გულისტკივილი კი არა, ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის. ბებო მზრდიდა, მეხმარებოდა, გზა გამიკვალა და ის იყო ყველაზე ძვირფასი, ტკბილი და თბილი ადამიანი იყო მთელ დედამიწის ზურგზე ჩემთვის. ყველაფერი მან გამიკეთა ცხოვრებაში და მისი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ ძალიან მიჭირს. თუმცა, ის სულ ჩემ გვერდითაა და მის დახმარებას ყოველ წამს ვგრძნობ. მის დანაკლისს რაღაც დიდი ძალა მივსებს – ის იმქვეყნიდან მეხმარება. 

– გავიგე, ამერიკაში აპირებ წასვლას და იქ სწავლის გაგრძელებას. როდის გეგმავ გამგზავრებას?

– ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, მარიამ აბდუშელიშვილმა, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში და სწავლობს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, იდეა შემომთავაზა, იქნებ მოიფიქრო, ჩამოხვიდე ამერიკაში, ჩააბარო გამოცდა და აქ ისწავლოო. მეც დავფიქრდი და გადავწყვიტე გამგზავრება. ამერიკა ნამდვილი მუსიკალური სამოთხეა და ამაზე უარს ვერ ვიტყოდი (იცინის). შევავსე აპლიკაცია, დამინიშნეს გამოცდა და მივდივარ ძალების მოსასინჯად. დარწმუნებული ვარ, გამოცდას „ხუთიანზე” ჩავაბარებს და ჩემს ამერიკულ ოცნებასაც სულ მალე ავიხდენ. ვფქრობ, დიდი შანსები მაქვს. იქ სწავლა ძალიან ძვირია და, ასპროცენტიან დაფინანსებაში თუ არა, ოთხმოცპროცენტიანში თუ მაინც მოვხვდები – აი, მაშინ კი სრული ბედნიერი ვიქნები (იცინის). მარიამსაც ოთხმოცპროცენტიანი დაფინანსება აქვს და მან მითხრა, ნიჭიერ ადამიანებს აქ აფასებენო. მეც დიდი იმედი მაქვს მაქსიმალური დაფინანსების, ვნახოთ. აი, თუ ჩავაბარე, მერე სწავლის გიჟი გავხდები და დავამტკიცებ, რომ მე ამ კოლეჯის სტუდენტობის ღირსი ვარ. თან, 13-ში მივემგზავრები და მიხარია.

– ამბობ, მიხარია 13-ში გამგზავრებაო, არადა, ზოგს, ამ მისტიკური ციფრის მიმართ, გარკვეული ნეგატიური შეხედულებები და შიში აქვს. 

– არ ვიცი, ვის როგორ აქვს დაცდილი 13 რიცხვი, მაგრამ ჩემთვის ის ბედნიერი რიცხვია. სხვათა შორის, სწორედ, 13-ში მოვიგე „ახალი ხმის” კონკურსი; 2013 წელს „იურმალაზე” მეორე ადგილი ავიღე და ახლაც 13-ში მივფრინავ ამერიკაში ოცნებების ასახდენად, წარმატებების მისაღწევად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. ასე რომ, მისტიკური 13 ჩემთვის ბედნიერების მომტანია – ეს მე დავცადე. თან, ბევრი ამბობს, ამერიკაში ყველა ოცნება ხდებაო; იმედი მაქვს, არც მე ვიქნები გამონაკლისი და სწორედ ამ ქვეყნიდან მივაწვდენ ჩემს ხმას მთელ მსოფლიოს. ეს ქვეყანა ჩემი ცხოვრებისეული მიზნების განხოციელებაში დამეხმარება.

– ყველაზე მეტად რომელი ოცნების ახდენა გინდა?

– ჩემი მთავარი ოცნებაა, მსოფლიოს გავაგონო ჩემი ხმა და ვიშოვო ბევრი ფული, მილიონები, რომ დავეხმარო გაჭირვებულ, ავადმყოფ  ადამიანებს, მოხუცებს და ბავშვებს; ანუ, ჩემი შრომით მინდა მივაღწიო იმას, რომ მსოფლიოში ცნობილი, პოპულარული მომღერალი გავხდე, მოვაგროვო მილიონები და ვიყო ქველმოქმედი. ქველმოქმედება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია. ასე რომ, ძალიან ბევრი მილიონი მინდა სხვებისთვის (იცინის).

– გავიგე, მეუღლეს დაშორდი. ამერიკაში წასვლა ხომ არ იყო ამის მიზეზი?

– ჩემს მეუღლესთან, გიგისთან ერთად, სამი წელი ვიცხოვრე და ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ, მოხდა ისე, რომ დავშორდით. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც იწყება და მთავრდება, სამწუხაროდ. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. რაც შეეხება მიზეზს, ხანდახან საყვარელი ადამიანიც კი ვერ გიგებს, არ ესმის შენი და, შენთვის მნიშველოვან და საჭირო მომენტში, ის უცხო ხდება. საყვარელი მამაკაცი კი, ვფიქრობ, სულ შენ გვერდით უნდა იყოს. რაც შეეხება ამერიკაში ჩემს წასვლას, შეიძლება, ითქვას, რომ ქმართან დაშორების მიზეზია – მოკლედ, ვერ მოთოკა ემოციები, არც ამერიკაში უნდოდა წამოსვლა და ვერ გათვალა, რომ იმ ქვეყანაში წასვლით მე ჩემს კარიერაში დიდ ნაბიჯს გადავდგამ. 

– ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როცა სამი წელი საყვარელ მამაკაცთან ცხოვრობ და, ერთ დღესაც, მიხვდები, რომ ის შენ გვერდით აღარ არის. ღირდა ამერიკა ამად? ანუ, საყვარელი მამაკაცის დაკარგვად?

– იცით რა, მარტო ამერიკა არ არის დაშორების მიზეზი. ხანდახან ადამიანები ვერ გიგებენ, არ გექცევიან ისე, როგორც უნდა მოგექცნენ, როგორც იმსახურებ და ასე შემდეგ. რთულია მიზეზებზე საუბარი, მაგრამ, ძალიან მტკივნეულია, როცა გინდა, რომ საყვარელმა მამაკაცმა შენთვის მნიშვნელოვან საკითხებში გაგიგოს და სწორედ ამაში ვერ გიგებს. ჯერ 23 წლის ვარ და ახლა ვიწყებ ცხოვრებას, თან, კარგი შანსი მომეცა ბერკლის სახით და ამას ხელიდან ვერ გავუშვებ – ამერიკაში ჩემი პირადი და კარიერული ცხოვრებაც უნდა ავაწყო. 

– ანუ, არ იცი რამდენ ხანს დარჩები ამერიკაში?

– ჯერ არ ვიცი. სასწავლებლად ორი წელი უნდა ვიყო იქ და, მერე, თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მე მინდა, არ არის გამორიცხული, სამუდამოდაც იქ დავრჩე. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი – ამერიკა ხელგაშლილი მელის და მეც მივდივარ. არც გარდერობი შემიცვლია და არც წონაში დამიკლია გამგზავრების წინ – ისეთი სალომე მივდივარ შორეულ ამერიკაში, როგორსაც მიცნობთ. იქ რომ ჩავალ, მერე ვიფიქრებ დიეტასა და შოპინგზე (იცინის). არ გეგონოთ, მიმაჩნდეს, რომ საქართველოში როგორც მომღერალი არ დამაფასეს და ამიტომ მივდივარ. აქ არ არის სათანადო ატმოსფერო ჩემთვის. მხოლოდ დაფასება არ შველის მომღერალს, სცენა და სივრცე უნდა აძლევდეს გასაქანის საშუალებას. მაგრამ, როცა ნიჭი გაქვს და გასაქანი არა, აუცილებლად უნდა მოძებნო ადგილი, სადაც შენი ნიჭისთვის დიდი სივრცეა,  “გადმოღვარო” ის და განავრცო. ამერიკა ჩემთვის სწორედ ასეთი ადგილია.

скачать dle 11.3