კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის კურორტზე წასული ხატია შამუგია სულ შეყვარებული და ვინ აგრძნობინა მას თურქეთში თავი ნამდვილ ქალად

მთელი წლის დამღლელი სამუშაოს შემდეგ, ყველა ელოდება ზაფხულის შვებულებას, რომ ეს დღეები გემრიელად გაატაროს. ზოგს მთაში ურჩევნია დასვენება, ზოგს – ზღვაზე, ზოგიც უცხოეთის კურორტებზე ნებივრობს. ხატია შამუგიასთვის კი ზაფხული ის დროა, რომელსაც მთელი ცხრა თვე ელოდება და შემდეგ ცდილობს, დახარჯული ენერგია ზღვის სანაპიროზე აღიდგინოს. ვისთან ერთად დაისვენა მან თურქეთში, როგორ ატარებს წლევანდელი ზაფხულის ცხელ დღეებს და რატომ არ იზიდავს მას საკურორტო რომანები, ამაზე თავად გიამბობთ.

ხატია შამუგია: მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხრა თვე ელოდება ნანატრ სამ თვეს, ანუ, მთელი წელი ვცხოვრობ იმიტომ, რომ მოვიდეს ზაფხული და გემრიელად დავისვენო. ჩემს გარდერობს თუ გადახედავთ, სულ ზაფხულის ტანსაცმელი მაქვს, ზამთრის ტანსაცმელი არ გამაჩნია. განსაკუთრებით მიყვარს ზღვის აქსესუარები და, სანაპიროზე დილით, შუადღეზე და საღამოს სხვადასხვა ფორმაში და აქსესუარით გავდივარ. უამრავი პარეო, ზღვის ქუდი და ჩანთა მაქვს, თავისი სამაჯურებითა და მოწყობილობებით. ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ხატია ზღვის სანაპიროზე დეფილეებს აწყობსო (იცინის). საერთოდ, ზაფხული ჩემთვის ზღვასთან  ასოცირდება. ძალიან მიყვარს ზღვაზე დასვენება, თან, აგვისტოში ვარ დაბადებული და ზაფხული ჩემთვის ყველაფერ ახალთან, სიამოვნებასთან, რუჯთან, სიახლესთან, დასვენებასთან და კომფორტთან ასოცირდება; აი, კოქტეილებთან კი – ნაკლებად, რადგან, არ ვეტანები ალკოჰოლიან სასმელებს, არ ვეწევი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვობ, ანუ ბოჰემური დასვენებები არ მაქვს, მაგრამ, თავს ნამდვილად  ვინებივრებ: დილით ადრე ვდგები, გავდივარ ზღვის ნაპირზე, ვცურავ, ვირუჯები და ადრე ვიძინებ. ზოგისთვის ეს პასიური დასვენებაა, ჩემთვის კი – სრული იდილია. მოკლედ, ზაფხულის ადამიანი ვარ. ზღვას რომ გავცქერი, ენერგია მემატება, დადებითი ენერგეტიკით ვივსები და ყველაფერი უარყოფითი მავიწყდება. ტალღების ხმას შენი ცუდი ენერგეტიკა მიაქვს და დადებითით გავსებს. მოკლედ, ზღვა ჩემთვის სისუფთავესთან და ყველაფერ კარგთან ასოცირდება. 

– საქართველოს კურორტებზე გირჩევნია შვებულების გატარება თუ უცოეთის პლაჟები უფრო გიზიდავს?

– საქართველოს კურორტებზე იშვიათად მივდივარ დასასვენებლად – აქ ვიღლები; ამიტომ, მირჩევნია, შვებულება უცხოეთში გავატარო, იქ სადაც ნაცნობი არავინაა, ანუ, კომუნიკაციისგან ვისვენებ. 

– წელს უკვე მოახერხე უცხოეთში დასვენება? ვისთან ერთად იყავი წასული?

– წელს თურქეთში დავისვენე, ქემერში, ჩემს შვილთან, ნიკუშასთან ერთად. ორი წელია, ზაფხულში ერთად ვისვენებთ. შარშან ეგვიპტეში ვისვენებდით, წელს – თურქეთში და, იმედია, გაისადაც დავგეგმავთ უცხოეთის რომელიმე ლამაზ სანაპიროს. იმდენად დიდი და ჩამოყალიბებული ბიჭია ნიკუშა, რომ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის დასვენების დროს. თან, წყალბულთელია და უყვარს ზღვა და წყალი. პატარა რომ იყო, არ დამყავდა ზღვაზე, ახლა კი დიდი ბიჭია. ნამდვილი ჯენტლმენია, ისე მივლიდა და მანებივრებდა, უნდა გენახათ (იცინის). 12 წლის არის, მაგრამ, ნამდვილი მამაკაცია,  ისე მემსახურებოდა, თქმაც არ სჭირდებოდა. სხვათა შორის, არ მიყვარს დასვენების დროს შოპინგებზე სიარული, რადგან, ის დღე დაკაგული მაქვს და მაკლდება ზღვაზე და მზეზე ნებივრობა. ნიკუშამ და მე გადავწყვიტეთ საშოპინგოდ წასვლა, მაგრამ, ვერ მოვწყდი სანაპიროს, ამის გამო გვიან ჩვედით ანტალიაში,  შოპინგ-მოლში და, სანამ გავიხედ-გამოვიხედეთ, ყველა მაღაზია დაიკეტა (იცინის). ჩემთვის შოპინგი და დასვენება სხვადასხვა თემაა. სულ ასე მაქვს დაყოფილი ზაფხული: უცხოეთში ვიზიტები, დასასვენებლად წასვლა, საშოპინგოდ წასვლა და დასათვალიერებლად წასვლა. 

– დავიჯერო, სულ ეს იყო შენი ამ სეზონის დასვენება და აღარსად გეგმავ წასვლას?

– როგორ არა, მეგობართან, გვანცა კილასონიასთან ერთად ვაპირებ უცხოეთში “გაპარვას”, ოღონდ, სად, ჯერ არ ვიცი, მოვიფიქრებთ. სად მივდივართ არ ვიცით, მაგრამ, ვიცით, რა გვინდა – კარგი სასტუმრო, ზღვა, მზე და დასვენება (იცინის). არჩვევანი დიდია და გადავწყვეტთ.

– ზაფხული, არა მარტო დასვენებასთან, არამედ თავისუფალი ადამიანისთვის, საკურორტო რომანებთანაც ასოცირდება. არ მეთანხმები?

– არ მხიბლავს საკურორტო რომანები და, დამიჯერეთ, არც არასდროს მქონია. ახლა დავფიქრდი, იცით რატომ?

– რატომ?

– იმიტომ რომ კურორტზე მარტო არასდროს მივდივარ, მეგობრების გარემოცვაში ვარ და, თან – სულ შეყვარებული (იცინის). თუ მარტო მიდიხარ  დასასვენებლად და, თან, არც შეყვარებული ხარ, მაშინ ეძებ საკურორტო თავგადასავლებს. ჩემს ცხოვრებაში ორი ზაფხული იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება: ერთი, როცა თხუთმეტი წლის წინ, გოგოები, პირველად წავედით უცხოეთში დასასვენებლად – კუშადაში და, ეს იყო ნამდვილი ევროპული დასვენება და, მეორე – შარშანდელი ზაფხული, როცა მე და ჩემი შვილი ერთად, პირველად წავედით ეგვიპტეში დასასვენებლად.

– როგორც ვიცი, დასასვენებლად როცა მიდიხარ, შენი ბარგის ნახევარს თავის მოვლის საშუალებები შეადგენს, რაზეც შენი მეგობრები ძალიან ხალისობენ. ხომ ასეა?

– (იცინის) დიახ, ჩემს ჩემოდანში ყოველთვის არის მინიმალური რაოდენობის ტანსაცმელი და მაქსიმალური რაოდენობის – ტანისა და სახის მოვლის საშუალებები. ზოგადად, ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ვარ და ზღვაზე იმხელა ჩანთით გავდივარ, მეგობრები დამცინიან. ვჯდები სანაპიროზე, შეზლონგს მოვიდგამ გვერდით და მასზე ვაწყობ თვალის,  ცხვირის წვეტის, ხალების, სახის კანისა და ტანის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავს, გარუჯვის შემდეგ წასასმელ კრემსა და თერმულ წყალს, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ უნდა ისხურო და ასე შემდეგ. 

– კი მაგრამ, ამდენი „მზითვით” რომ მიდიხარ სანაპიროზე და თავის მოვლას ანდომებ ყოველ წუთს, რუჯის მიღებასა და განტვირთას როდისღა ასწრებ?

– არ მიყვარს შეზლონგზე ერთ პოზაში წოლა, სულ მოძრაობაში ვარ – ვცურავ და მერე ვსეირნობ. თან, არ მავიწყდება, რამდენ ხანში რა უნდა წავისვა ტანზე ან სახეზე. მიყვარს ოქროსფერი რუჯი, თუმცა, დიდად ვერც ვშავდები – ალბათ, იმდენ დამცავს ვისვამ, მზე ვეღარ მეკიდება (იცინის). მოკლედ, ძალიან შავი რუჯი არც მომწონს, ჩემი ოქროსფერი ნამზეური მირჩევნია. თან, რუჯი კარგ დასვენებასთან ასოცირდება და ყველა ტანსაცმელს კარგად ირგებ. რომ ამბობენ, რუჯზე სუნამოს დასხმა არ შეიძლებაო, ტყულია. მე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და „ვკაიფობ”, სასტუმროში რომ დავისხამ საყვარელ სუნამოს, მერე ზღვაში ჩავალ, მარილიანი წყლისა და ამ სუნამოს სუნი თმაზე გადადის – თავს რომ გავაქნევ, თმიდან მოდის და, ვგრძნობ ჩემს არომატს. სუნამოზე გამახსენდა: გერმანიაში მივდიოდი, ხელჩანთაში მედო ჩემი უსაყვარლესი „ჟან პოლ გოტიეს” ასმილილიტრიანი, ახალი სუნამო. გერმანელმა მებაჟემ ამოიღო ეს ჩემი საყვარელი სუნამო და ჩემ თვალწინ ურნაში ჩაუძახა. ვიფიქრე, ახლა ამას მოვკლავ -მეთქი (იცინის). ისეთი გამწარებული სახე მქონდა, ვინმეს რომ შემოეხედა, იფიქრებდა, ნამდვილი სტრესი აქვს ამასო, მაგრამ, ვერაფერი ვუთხარი. 

– მგზავრობას როგორ იტან?

– არანაირი დისკომფორტი არ მაქვს მგზავრობის დროს, თუმცა, ამ ბოლო დროს იმდენი ცუდი ინციდენტი მოხდა თვითმფრინავებთან დაკავშირებით, რომ ცოტა მეც შემეშინდა ფრენა. ხშირად დავფრინავ და არანაირი შიში არ მქონია. ჩავჯდები თუ არა თვითმფრინავში და უსაფრთხოების ღვედს გადავიკრავ, ეგრევე მერთვება „ავტოპილოტი”, ვითიშები და ვიძინებ (იცინის). უცბად ჩანთის ჩალაგებაც არ მიყვარს, ერთი დღით ადრე ვალაგებ და მერე ვამოწმებ, ხომ არაფერი დამრჩა, ვიღებ, ვამატებ და ვარ ერთ ამბავში; და, კიდევ ერთი წესი მაქვს: გამგზავრებამდე, ორი საათით ადრე აუცილებლად ვიძინებ და ისე მივდივარ აეროპორტში.

скачать dle 11.3