კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვუაროთ თვალის გარშემო კანს ზაფხულში

ისეთ ცხელ დღეებში, როგორიც ივლისსა და აგვისტოშია, აუცილებლად გვჭირდება კოსმეტოლოგის რჩევები იმისთვის, რომ ფორმაში ვიყოთ. ალბათ, ყველამ იცის თვალების ირგვლივ არსებული კანის  სიფაქიზის შესახებ, რადგან ყველაზე ნაკლებ ელასტინს შეიცავს (ცილა, რომელიც ქსოვილების სწრაფი და სრულყოფილი აღდგენისთვის გვესაჭიროება) და, სამწუხაროდ, ორგანიზმსაც ყველაზე მინიმალური რესურსი აქვს თვალების ირგვლივ არსებული კანის საკვებად და დასაცავად. არადა, დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ დატვირთვას უმკლავდება ეს ზონა: ხშირი მიმიკური მოძრაობები, თვალების დახამხამება საშუალოდ 40 000-ჯერ. ამ ზონის დილით და საღამოს სათანადოდ გაწმენდა და დამატენიანებელი საცხის წასმა ნებისმიერი ქალის დღის რუტინის აუცილებელი ნაწილია. თუმცა, მოვლის მოთხოვნები სეზონიდან სეზონამდე იცვლება და გამონაკლისს არც ცხელი თვეები წარმოადგენს – ამ პერიოდის ყველაზე ხშირი პრობლემები სიმშრალე, წვრილი ნაოჭები და თვალის ქვეშ სილურჯეებია, რაც მზეზე დიდხანს და დაუცველად ყოფნის შედეგია. რას გვირჩევენ კოსმეტოლოგები ზაფხულის თვეებში თვალის ზონის მოსავლელად?

1. ყოველდღიურად გამოიყენეთ SPF-ის შემცველი თვალის დამატენიანებელი საცხი, რომელიც კანსაც ატენიანებს და იცავს კიდეც მას. ამდენად, კანი ნაკლებ ძალისხმევას გამოიყენებს რადიაციისგან თავდასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი რესურსი დარჩება საიმისოდ, რომ მოხდეს გარკვეული რაოდენობის სითხის მარაგის ფორმირება და შენარჩუნება.

2. აკონტროლეთ დღის განმავლობაში მიღებული წყლის რაოდენობა. არავითარი დამცავი საცხი არ გიშველით, თუ ორგანიზმს წყლის დეფიციტი გაუჩნდება. მიიღეთ დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი – ეს ნაადრევი დაბერების გარდა თვალის შეშუპებისგანაც კარგად დაგიცავთ.

3. თუ თქვენ ფხვიერ თვალის ჩრდილებს იყენებთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ბაზა ჩრდილის წასმამდე. ასეთი ფხვიერი კოსმეტიკა საერთოდ კანიდან ტენს იღებს, ამიტომაც, თუ მაკიაჟის ბაზას წაისვამთ ქვედა ფენად, ეს ერთგვარ დამცავ საფარს შექმნის.

4. იშვიათად გამოიყენეთ ზაფხულის დღეებში მბზინავი ნაწილაკების შემცველი ჩრდილები. როგორც ირკვევა, ეს ნაწილაკები საკმაოდ აგრესიული შეიძლება იყოს სიცხეში: კანზე დიდი ხნით დატოვების შემთხვევაში, მათ შესაძლოა მიკროდაზიანებები გამოიწვიონ, რომლებიც, თავის მხრივ, კანის გაღიზიანებებში გამოვლინდება.

მოკლედ, მზის წინაშე „მომზადებულები წარსდექით”, მიიღეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი „ბაკურიანი“ და გაითვალისწინეთ კოსმეტოლოგების ზემოთ მითითებული დანარჩენი რჩევებიც.

скачать dle 11.3