კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „სასწაული“ მოახდინა „გვასახელე“ გოგი ლომინაძემ ქუთაისში

იურიდიულზე უნდოდა ჩაბარება, მაგრამ... ღმერთი საოცრად სამართლიანია. კაკო ლომინაძის ბიჭი, გოგი ლომინაძე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა აგვისტოს ერთ მცხუნვარე დღეს.

როგორც ზურიკო ვაშალომიძე იტყოდა. სტუდენტობის დღეებში, კვირეები და თვე-წლები – ზაფხულის გიჟმაჟი წვიმასავით გაისრუტა.

და აი, კაკო ლომინაძე უკვე ექიმია.

ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგის, ლევარსი ლეფსვერიძის მესამე მოადგილე.

კარგი „ვოლგაც“ დაიადა და მშობლიურ ქუთაისს ტრიუმფით მიადგა. ქუთაისში რაც მოხდებოდა, ალბათ, ჩემი ახსნა არ დაგჭირდებათ. მეორე დილით თავგასიებული და „გლუბოკი“ პახმელიაზე გამოვიდა მოთეთრო „ვოლგით“ ქალაქში.

ბაღის კიდეზე კლასელი მეგობრები დაეხვივნენ – გოგი, გოგიო... ამანაც შეიფერა, – რა თქმა უნდა, ვაი, თქვენ გენაცვალეყენ სათითაულოდ ყველასო.

ამ „პარადმაც“ ჩაიარა.

მაგრად „დაგრუზული“ გამოვიდა „მოდი, ჭირიმედან“ და მანქანა სულ არ გახსენებია. ნელ-ნელა გაუყვა ბავშვობის ქუჩა-ჩიხებს. ცნობილი ტრავმატოლოგი იყო, ბოლოს და ბოლოს. ჯაჭვის ხიდზე რომ შედგა ფეხი, ორი ყავარჯნით ხელში ბიჭი შეამჩნია. ბიჭს ყავარჯნები ეჭირა აქეთ-იქით და ჭკვიანად მოდიოდა, რაც მთავარია.

ცნობილ ტრავმატოლოგს ძმაკაცების მთელი არმადა მოჰყვება და გოგის თვალებში შესციცინებენ, როგორც პერიფერიაში ჩამოსულ „გვასახელეს“.

გოგიმ ბიჭს თვალი შეავლო და ზრდილობიანად გააჩერა:

– ახალგაზრდავ, თუ შეიძლება, ერთი წუთით შეჩერდით.

ბიჭმა ყავარჯნები მოიშილიფა და გაჩერდა.

– ყავარჯნები... ყავარჯნები... სისულელეა ყოველივე ეს.

ბიჭი გაოცებით უყურებს.

– რა გნებავთ, ბატონო?

– მე რა მნებავს, არა? – თუ თქვენ რა გნ... ოღონდ სიმშვიდე... სიმშვიდე... მომეცით თქვენი ყავარჯენი, თუ შეიძლება.

– რატომ? შეწუხდა ბიჭი.

– რომ გეუბნებით, ასეა საჭირო...

ბიჭმა ყავარჯენი მიაწოდა.

– ჰოოპ! – დაიძახა გოგიმ და ყავარჯენი რიონში მოისროლა.

– ახლა მეორეც მომაწოდეთ!

შეჩქვიფინებულმა ბიჭმა – ეს „კიო“ ხო არაა აქანაო – მეორეც მიაწოდა და გოგიმ ისიც მოისროლა მდინარეში. მერე ხელები გაშალა და ბიჭს ოპტიმისტურად შეუძახა:

– გაიარე... გაიარე!

– სად? – შეწუხდა ყავარჯნებგადაგდებული.

– გაიარე, ისე, როგორც ყველა დადის... აბა, მიდი.

ბიჭმა გაიარა.

– ახლა გამოიარე.

ბიჭმა გამოიარა.

– აი, ხომ ხედავთ, – მიუბრუნდა თაყვანისმცემლებს გოგი, – ასე ვიცი მე! კაცი დადის... უყავარჯნოდ!

– ყავარჯნები რატომ გადამიყარე, ბიძია? – გამოერკვა ბიჭი.

– იმიტომ, რომ შენ უკვე უყავარჯნოდ დადიხარ.

– მე ასთე დავდივარ სულ, ბიძია. ყავარჯნები ბაბუაჩემიზა მიმქონდა, რა ვუთხრა ახლა მე ბაბუას?..

გოგი დაიბნა...

მაგრამ „მედიცინა არ იბნევა“...

скачать dle 11.3