კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა თენგიზ მარს ორმაგი წარმომავლობა და რატომ გადაწყვიტა ნიკო მარის მამამ, 84 წლის ასაკში გაეჩინა შვილი

ალბათ, ყველა ქართველს გაუგია, ნიკო მარის სახელი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მეცნიერებისა და კულტურის ისტორიაში.

ცნობილია, რომ დიდებული გენი არ იკარგება და რომელიმე თაობაში აუცილებლად განმეორდება. ნიკო მარის შთამომავალი – თენგიზ მარი, სულ სხვა დარგში მოღვაწეობს – ის ძალზე საინტერესო მხატვარია. მისი შემოქმედება მკვეთრად ინდივიდუალურია. ნახატები სიმშვიდეს ჰგვრის მნახველს თავისი ჰარმონიულობით.

„თბილისელები“ ბატონ თენგიზს შინ ეწვია  შემოქმედებასა და დიდებულ წინაპარზე სასაუბროდ.

 

– ბატონო თენგიზ, როდის აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?

– საერთოდ, მე პროფესიით არქიტექტორი ვარ. ხატვას რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, დაბადებიდან ვხატავ.

– როგორც თქვენი ნახატებიდან ჩანს, მეტამორფოზებს განიცდით.

– ამის გარეშე ხელოვანი წარმოუდგენელია. ადრე პეიზაჟებსაც ვხატავდი. გითხარით, პროფესიით არქიტექტორი ვარ-მეთქი, ამიტომ, გეომეტრიული ფიგურების კონტრასტიც ძალიან მომწონს. ქალის პორტრეტიც მაქვს დახატული, ახლა კი ძირითადად ნატურმორტებს ვხატავ. თითოეული ნახატი დიდი შრომის შედეგია. ყოველ დეტალსა და წვრილმანს ვითვალისწინებ. ჩარჩოებსაც კი თვითონ ვამზადებ, წინააღმდეგობაში რომ არ მოვიდეს ნახატთან და ისიც მთელის ჰარმონიული ნაწილი იყოს.

– თქვენს სახლს და ეზოს ძალიან ლამაზი და საინტერესო დიზაინი აქვს.

– ეზოს, სახლის და, ბუნებრივია, სახელოსნოს დიზაინიც მე მეკუთვნის. არქიტექტორ-დიზაინერი ვარ და ბევრი სახლი მაქვს დაპროექტებული, მათ შორის – ჩემიც. აქ ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ, ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული.

– თქვენს ორმაგ წარმომავლობაზე რას გვეტყვით?

– არანაირი კავშირი არ მაქვს შოტლანდიასთან, თუმცა, ვფიქრობ, ორივე წარმომავლობა ერთმანეთს ავსებს და ამდიდრებს.

– დიდი ქართველი მეცნიერის – ნიკო მარის შთამომავალი ბრძანდებით. იქნებ, ზუსტად გვითხრათ, როგორი ნათესაობა გაკავშირებთ მასთან?

– როდესაც ნიკოს მამა, იაკობი, საქართველოში ჩამოვიდა, ჰყავდა მეუღლე და ვაჟი – ივანე. მოგვიანებით მისი მეუღლე გარდაიცვალა მან ქართველი ქალი შეირთო ცოლად და ეყოლა ნიკო. დღეს მისი შთამომავლები პეტერბურგში ცხოვრობენ. 

ჩვენ, საქართველოში მცხოვრები მარები, ნიკოს ნახევარძმის – ივანეს შთამომავლები ვართ. მე უკვე მეხუთე თაობა ვარ ივანე მარის.

– თუა თქვენთვის ცნობილი, როგორი იყო ნიკო მარი პიროვნულად?

– რომ გითხრათ, პიროვნულად რაიმე განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. ნიკო გამორჩეული იყო თავისი მოღვაწეობით. ის იყო დიდი ნიკო მარი. ისე კი, როგორც ვიცი, ძალიან პედანტი იყო. ყველაფერში ზედმიწევნით მოწესრიგებული ყოფილა, რაც, თურმე, მის სახლსაც ყოველთვის ეტყობოდა. ძალიან ჰყვარებია მოგზაურობა და თითქმის მთელი მსოფლიო შემოვლილი ჰქონდა. არქეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა და ეს მის მოვალეობაშიც შედიოდა.

– გვიამბეთ მის შესახებ რამე ისეთი, რაც ნაკლებად ცნობილია საზოგადოებითვის.

– მისი დაბადებაც კი განსაკუთრებულია. მამამისი ღრმად მოხუცებული იყო, როდესაც მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე, აღათი მაღულარია, გურული, ძალიან ახალგაზრდა ქალი იყო. მათ ნიკო შეეძინათ. გასაოცარი, იცით, რა არის? იაკობი 84 წლის იყო, როდესაც ნიკო გაჩნდა. ძალიან მოხუცი – 94 წლისა გარდაიცვალა.

ნიკომ ბავშვობა ოზურგეთში გაატარა და შემდეგ ქუთაისის გიმნაზიაში შეუყვანიათ. ქართული წერა-კითხვა სცოდნია დედისგან, მაგრამ, არ იცოდა რუსული, რითაც მასწავლებლებზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოუხდენია. შემდეგ კი დიდი ნიჭი გამოუჩენია და უამრავი უცხო ენა შეუსწავლია. სხვათა შორის, ნიკო მარტო მეცნიერი არ იყო. ის შემოქმედი ადამიანიც გახლდათ. აქვს ილია ჭავჭავაძისადმი, ალექსანდრე წერეთლისა და რაფიელ ერისთავისადმი მიძღვნილი ლექსები.

– ხომ არ იცით, როდის გადაწყვიტა, რომ ქართული ენის კვლევისთვის მოეკიდა ხელი და რა იყო მისი მთავარი მიზანი?

– როგორც ვიცი. ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფე იყო, როცა გადაუწყვეტია, რომ ქართული ენის წარმოშობა გაერკვია და, როგორც კი გიმნაზია დაუსრულებია, შესულა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე, ქართველოლოგიის განხრით.

მას უზომოდ უყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა. იცით, მისი მთავარი მიზანი რა იყო? იმდროინდელ საქართველოში ქართული ენის პრესტიჟის ამაღლება. ამისთვის დაიწყო ქართული ლიტერატურის ძეგლების სამეცნიერო კვლევა. ის პირველი იყო, ვინც „ვეფხისტყაოსნის“ შემსწავლელ მეცნიერებას – რუსთველოლოგიას ჩაუყარა საფუძველი. იკვლევდა ქართული ენის სადაურობას და ასე შემდეგ.

– როგორც ვიცით, მიაღწია კიდეც იმას, რომ ქართულ ენას საკადრისი ადგილი დაუმკვიდრდა.

– ნიკოს მიაჩნდა, რომ ქართველი ერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ერი იყო მსოფლიო ერთა შორის, რომელმაც შექმნა ისეთი კულტურა, რითაც საერთაშორისო ყურადღება და პატივი დაიმსახურა. საქართველო აღმოსავლეთისთვის ქრისტიანული რწმენის დედაბოძად მიაჩნდა. ამ პატარა ერმა  შეძლო დიდი ნიჭის გატანა იერუსალიმში ათონის მთაზე, სინას  მთაზე და ასე შემდეგ. კულტურულ პაექრობაში იყო ბერძნებთან და სხვა უძველესი ცივილიზაციის კერებთან. ნიკომ კი ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანასა და შეხსენებას შეუწყო ხელი. ივანე ჯავახიშვილმა თქვა ნიკოზე: „მან ქართული ფილოლოგიის დონე ერთბაშად იმ სიმაღლემდე აიყვანა, რომელზეც დასავლეთ ევროპის თანამედროვე ფილოლოგია იმყოფება“.

скачать dle 11.3