კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიხადეს საბინა ჭანტურიას მშობლებმა სოხუმში ყველაზე ბოლო გრანდიოზული ქორწილი და რა ნიჭი გამოჰყვა შვედეთში გაზრდილ გოგონას ქართული გენეტიკიდან

23 წლის მომღერალი, კომპოზიტორი საბინა ჭანტურია შვედეთშია დაბადებული და გაზრდილი. თუმცა მისი მამა ქართველია და როგორც საბინა ამბობს: მასში ქართული ხასიათი, ტემპერამენტი დიდი დოზით არის. რაც მთავარია, მას მუსიკალური ნიჭი სწორედ ქართული გენეტიკიდან გამოჰყვა. საბინა არაჩვეულებრივ მუსიკას წერს, როგორც შვედურ, ასევე ინგლისურ და უკვე ქართულ ენებზეც. მისი შემოქმედება შვედეთის ბევრ ქალაქში წარმატებული  და პოპულარულია. ცოტა ხნის წინ კი საბინა ჰოლივუდიდან დაბრუნდა, სადაც საკუთარ სიმღერაზე კლიპი გადაიღო. თუმცა, საბინას ყველაზე მეტად ქართველი ხალხის სიყვარულის დამსახურება სურს და ცდილობს, თავისი შემოქმედება მათ უკეთ გააცნოს. 

საბინა ჭანტურია: შვედეთში ვარ დაბადებული. მამაჩემი – რევაზ ჭანტურია სოხუმიდანაა, ხოლო დედა – კარინა ვამლინგი, შვედია. ორივე ლინგვისტია. წლების წინ დედა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში სწავლობდა ასპირანტურაში, ისევე, როგორც მამა. ორივე იკვლევდა კავკასიურ ენებს და იქ გაიცნეს ერთმანეთი. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები და  შემდეგ, 1989 წელს სოხუმში, გადაიხადეს დიდი ქორწილი. სტოკჰოლმიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, ისეთი ლამაზი ქორწილი ჰქონდათ, სოხუმში ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. ეს იყო სოხუმში ბოლო, ყველაზე დიდი ქორწილი, სანამ ის საშინელი მოვლენები განვითარდებოდა. შემდეგ იძულებულები გახდნენ, შვედეთში წასულიყვნენ, სადაც დავიბადე მე და ჩემი პატარა ძმა – ალბერტ-ოთარი. ოთარი ქართველი ბაბუის სახელია. მეც ორი სახელი მქვია – ოლგა და საბინა. საბინა შვედი ბებიის სახელია, ოლგა, ანუ ოლღა, მეგრელ ბებიას ერქვა. დღეს დედაც და მამაც მალმოს უნივერსიტეტში ასწავლიან, პროფესორები არიან. დედა კავკასიური ენების შემსწავლელი განყოფილების უფროსია – მას ძალიან უყვარს კავკასია, საქართველო. 

– როგორ ფიქრობ, რა გაქვს ქართული ხასიათიდან?

– ხან ქართული ხასიათი მაქვს და ხან – შვედური. ტემპერამენტით უფრო ქართველს ვგავარ – მეგრული ხასიათი მაქვს, მინდა, ყველაფერი სწრაფად გავაკეთო. მეორე მხრივ შვედური დისციპლინა მაქვს და დანარჩენი ყველაფერი, ალბათ, ქართულია. თან, მამას ძალიან ვგავარ ხასიათით. ის ჯერ კიდევ ბავშვობაში მიყვებოდა საქართველოზე, თუმცა მისთვის ამ თემაზე საუბარი ყოველთვის რთული, მტკივნეული იყო. სოხუმში დარჩა სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა, გაიზარდა. ჩვენს სახლთან ახლოს არის დაბა ლუმა, რომელსაც ძალიან ლამაზი სანაპირო აქვს. იქ რომ გავდივართ, მამა ყოველთვის ამბობს: ეს ადგილი სოხუმს მახსენებსო – ნოსტალგიურად იხსენებს, მისთვის ეს დიდი ტრავმაა. 

– სახლში თუ იცავთ ქართულ ტრადიციებს?

– აუცილებლად აღვნიშნავთ ქართულ შობას – ჩვენი საყვარელი დღესასწაულია. დედა ამზადებს ქართულ კერძებს: ხაჭაპურს, ბადრიჯანს. სახლში მოწყობილი გვაქვს ქართული კუთხე, თავისი ტრადიციული ნივთებით. 

– როგორ დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

– ბავშვობიდან ვმღერი. ჩემს დიდ ბებიას ჰქონდა მუსიკალური ნიჭი – ფანდურზე უკრავდა, მღეროდა. მამაც მღერის, ეს ნიჭი სუფთა ქართული გენიდან მოდის. დღემდე თვითონ ვწერ სიმღერის ტექსტსაც და მუსიკას. 10 წლის ვიყავი, პირველად რომ დავწერე გამოცდისთვის სიმღერა. მითხრეს: როგორი ნიჭიერი ხარო. ამის მერე, უკვე სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. ჩავაბარე მუსიკალურ უნივერსიტეტში მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე. სამი წლის წინ ჰოლივუდში ვიყავი. შვედეურ სააგენტოში გავაგზავნე მონაცემები. მათ ამირჩიეს და შემდეგ ლოს-ანჯელესში საერთაშორისო კონკურსზე – World Champhionship of Performing Arts გააგზავნეს ჩემი მონაცემები, რომელიც ჰოლივუდში ტარდებოდა. მათაც ამირჩიეს 30 შვედთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ მსახიობები, მოცეკვავეები, მოდელები. მხოლოდ მე ვიყავი ავტორ-შემსრულებელი. კონკურსი 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, იქ იყვნენ აგენტები, პროდიუსერები. მათთან დავამყარე კონტაქტები. გავიცანი  ცნობილი პროდიუსერი, ქევინ ჯარვისი, რომელმაც შემომთავაზა ამერიკაში მუსიკალური კარიერის გაგრძელება. თუმცა, ამისთვის მჭირდებოდა დაფინანსება, რაც ცოტა ხნის წინ მოვიპოვე შვედეთის კულტურის ფონდიდან. მათ მომცეს გრანტი, რომლის დახმარებითაც უკვე მეორედ ვიყავი ჰოლივუდში ერთი თვის განმავლობაში. საკმაოდ ცნობილ მუსიკალურ სტუდია Sonic Boom Room-ში ჩავწერე ორი სიმღერა და გადავიღე ერთი მუსიკალური ვიდეორგოლი. მქონდა ბედნიერება, გამეცნო ძალიან ცნობილი რეჟისორი ჩედ შოლმაიერი. მასთან მუშაობა ნებისმიერი მუსიკოსისთვის  მნიშვნელოვანია. მან რომ მოისმინა ჩემი სიმღერა „ობობას ქსელი“, ძალიან მოეწონა და შემომთავაზა კლიპის გადაღება. 

– კლიპში ცნობილი მსახიობი გიწევს პარტნიორობას.

– დიახ, პარტნიორობას მიწევს პოპულარული მსახიობი რაიან ფრენსისი. გადაღებები მიმდინარეობდა ჰოლივუდში სტუდია „ავალონში“, სადაც ბევრი ცნობილი ფილმი, მუსიკალური კლიპია გადაღებული. ორივე სტუდია ძალიან წარმატებულია და მიხარია, რომ მომეცა იქ მუშაობის საშუალება, თან, ასეთ პროფესიონალებთან ერთად. კლიპში რაიანი ჩემი ბოიფრენდია – ანუ სიმღერა და კლიპი არის ურთიერთობაზე, რომელიც ადამიანებს ანგრევს. ეს ბიჭი თავისი ცხოვრების წესით ობობის ქსელებს აბამს, საიდანაც, საბოლოოდ, მივდივარ. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა – ისეთი სიმპათიური ბიჭია, თან ნიჭიერი. სტივენ სპილბერგის ფილმებშია გადაღებული. დილიდან საღამომდე ინტენსიურად ვმუშაობდით. საბოლოოდ, კლიპი ძალიან კარგი გამოვიდა – ისეთი პროფესიონალები არიან. თვითონ სტუდია ჰაი-კლასისაა და ძალიან დიდი. ამის მერე მქონდა კონცერტები ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოში. კლუბებში გამოვდიოდი და ვფიქრობ, კონცერტებმა ძალიან კარგად ჩაიარა. ყოველთვის მხოლოდ ჩემ დაწერილ სიმღერებს ვასრულებ – რაც ძალიან მოსწონთ ამერიკაში. ქავერები არ უნდათ, უფრო მეტად, ორიგინალურს ანიჭებენ უპირატესობას. 

– სად იყო კლიპის პრეზენტაცია?

– კლიპის პრეზენტაცია ამერიკაში იყო, „სონიკის“ სტუდიაში. უბრალოდ, მე იმ დროს იქ აღარ ვიყავი. ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა პრეზენტაცია და ჩვენც ვუყურეთ, კარგად ჩაირა.  „იუთუბის“ საკუთარ გვერდზე განათავსეს და საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა. შვედეთში რომ დავბრუნდი, სამხრეთ შვედეთის ტოპ-ჟურნალებმა და გაზეთებმა დაწერეს ინფორმაციები ჩემი კლიპის, კონცერტების, ლოს-ანჯელესში ყოფნის შესახებ. შემდეგ მიწვეული ვიყავი რადიოში, სადაც ინტერვიუც მქონდა და ჩემი სიმღერებიც შევასრულე. 

– როდის გქონდა შვედეთში პირველი კონცერტი?

– 15 წლის ვიყავი, შვედეთში პირველი კონცერტი რომ ჩავატარე, საკუთარი სიმღერები ვიმღერე, მაგრამ იმ დროს ძალიან გამოუცდელი ვიყავი. მალმო შვედეთში მესამე დიდი ქალაქია და იქ ხშირად მაქვს კონცერტები, ფესტივალებზე გამოვდივარ, რომლებიც მთელი შვედეთის მასშტაბით ტარდება. ერთი წლის წინ სკონეს მასშტაბით მალმოში ჩატარდა კონკურსი, სადაც ხალხის სიმპათიად დამასახელეს. ასევე, ხშირად მაქვს სოლოკონცერტები სხვადასხვა ქალაქებში. ჟურნალ-გაზეთებში თითქმის ყოველ კვირას ჩემს შესახებ წერენ ინფორმაციას. ანუ, კვირაში ერთხელ სულ არის ჩემი შემოქმედების შესახებ ნიუსები. 

– როგორც მივხვდი, სულ ცდილობ, ქართული ელემენტები შეიტანო შენს მუსიკაში. 

– დიახ. შვედი ავტორ-შემსრულებლებისგან განვსხვავდები და ამას ყველა ამჩნევს. ამიტომაც, მათთვის ჩემი მუსიკა უფრო ეგზოტიკურია. მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს ქართული ელემეტები განაპირობებს. ერთი მეგრული სიმღერაც გავაკეთე: „დიდოუ ნანას“ ჩემეული ვერსიაა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ვერსიაა. რადგან მეგრული არ ვიცი, მამა დამეხმარა. მშობლები ყოველთვის მგულშემატკივრობენ, გვერდში მიდგანან. გულწრფელად მოსწონთ ჩემი შემოქმედება. მინდა, მეგრული სიმღერა საქართველოშიც მოვასმენინო და შვედეთშიც.

– როდის ჩამოხვედი საქართველოში?

– 2005 წელს ჩამოვედი პირველად. ჩემთვის ეს ქვეყანა ცოტა აბსტრაქტული იყო: ვიცოდი ყველაფერი მის შესახებ, მაგრამ არ მქონდა ნანახი. პირველად ერთი კვირა ვიყავი და ეს ძალიან ცოტა იყო. ახლა გავიგე, რას ნიშნავს საქართველო და ქართველობა. აქამდე ნახევარი ვიყავი და ახლა თითქოს ორი ფაზელი შეუერთდა ერთმანეთს. ძალიან მიყვარს საქართველო. მიხარია, რომ ცოტა ხნის წინ გამოვედი „არტ-გენზე“. ასევე, შევხვდი მერაბ სანოძეს და ვგეგმავთ, ერთად განვახორციელოთ პროექტი, ჩავწერო მის სტუდიაში რამდენიმე სიმღერა. ძალიან მინდა, ქართველმა მსმენელმა გაიცნოს ჩემი შემოქმედება. ერთი ქართული სიმღერა უკვე მაქვს ჩაწერილი „სისხლიანი ხელები“, რომელიც აგვისტოს ომის თემაზეა: ჯერ გავაკეთე ინგლისური ვერსია და შემდეგ ქართული. საკმაოდ რთული თემაა ჩემთვის, 2008 წელს, ომის დროს საქართველოში ვიყავი და როცა შვედეთში დავბრუნდი, იქ დავწერე ამ სიმღერის ინგლისური ვერსია. შემდეგ უკვე ქართული, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო კარგი გამოვიდა, თუმცა მძიმე მოსასმენია. 

– ხომ არ აპირებ ცოლად გაჰყვე ქართველ ბიჭს? 

– ახლა უფრო ქართველი მინდა. ამჟამად თავისუფალი ვარ და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. 

скачать dle 11.3