კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (166)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

ანეგდოტები

ორი მეთევზე სანაპიროზე ბოთლს იპოვის. გახსნეს და იქიდან ჯინი ამოიმართა:
– აბა, მითხარით სურვილი...
– მინდა, რომ ზღვა ლუდად იქცეს... – თქვა ერთმა.
იქცა ოქროსფერ ლუდად ზღვა...
ეცა მეორე მეთევზე საყელოში.
– რა ქენი, ლუდს რა მივაყოლოთ... ნავი?
***
– ნოდარ, როგორაა საქმე...
– როგორ უნდა იყოს. პენსიას ჯერ არ მაძლევენ, ქალები კი უკვე აღარ მაძლევენ...
***
– სამსახურში წავიდე თუ დავიძინო... დავიძინო თუ სამსახურში წავიდე... ეჰ, წავალ სამსახურში და დავიძინებ...
***
პატარა ბიჭუნა მშობლების გაყრის პროცესს ესწრება. მოსამართლე მზრუნველი ტონით ეკითხება:
– ვისთან გირჩევნია ცხოვრება, დედიკოსთან თუ მამიკოსთან?
– გააჩნია, ვის დარჩება კომპიუტერი.
***
– სანდრო, თვლა იცი?
– კი... ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ვალეტი, დამა, კაროლი...
***
– მამა, აბა, რას იტყვი, უკვე ვიცი მანქანის ტარება?
– შეამჩნიე ტროტუარზე მოკლეკაბიანი გოგო?
– არა.
– ესე იგი, არ იცი...
***
– გოგას გაუმარჯოს! როგორ ხარ, რას შვრები... რაც სკოლა დავამთავრეთ, აღარ მინახავხარ...
– აბა, როგორ გარბის დრო... შენ რას აკეთებ?
– რა ვიცი, დავდივარ მანქანით აქეთ-იქით, მძღოლი, „მიგალკა“, სირენა...
– შენ რა, დეპუტატი ხარ?
– არა, სანიტრად ვმუშაობ „სასწრაფოზე“.
***
– გოგონი, რას აკეთებ ამ საღამოს?
– ხვალ დამირეკე და მოგიყვები...
***
ბაბუა „ფეისბუქზე” დარეგისტრირდა...
– ვნახოთ, შეიძლება ყველა არ მომკვდარა...
***
– ეჰ, კაცებს რა უჭირთ, ქალში რისი შეფასებაც უნდათ, თვალნათლივ ხედავენ... ჩვენ კი მუდამ სიურპრიზს ველოდებით...
***
ჩემი ახლობლების ამბებს „ფეისბუქით” უფრო სწრაფად ვიგებ, ვიდრე მობილურით...
***
შორი რეისების მძღოლი პენსიაზე გავიდა. საიუბილეოდ ძმაკაცებმა ძველი „კამაზის“ გალამაზებული კაბინა აჩუქეს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ესტუმრნენ მეგობრები. ქმარი კმაყოფილია, ცოლი ბრწყინავს.
– მადლობა საჩუქრისთვის, ასეთი კმაყოფილება და სიამოვნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მიმიღია, როგორც ამ კაბინაში... ოღონდ ესაა ცუდი, რომ ბოლოს ყოველთვის კაბინის კარს აღებს და მეუბნება... „დავაი, ჩქარა მოშორდი აქედან...“
***
ორი ქირურგი შეხვდა ერთმანეთს ლიფტში.
– წუხელ სიზმარი ვნახე, – ამბობს ერთი, – ოპერაციას ვაკეთებ, ირგვლივ ასისტენტები მახვევია, ყველა მედიცინის დოქტორია, პროფესორი, შენ შუბლიდან ოფლს მწმენდ...
– მე კი ვნახე, რომ ვითომ მოვკვდი და სამოთხეში არ მიშვებენ: შენ ქირურგი ხარ, ადამიანებს ჭრიდი, ტკივილს აყენებდი...
უცბად შენ დაგინახე და ვეუბნები:
– ის რომ შეუშვით, ისიც ხომ ქირურგია?
– არა, ქირურგი შენ ხარ ის მხოლოდ იბრალებს...
***
მოდის შავკანიანი მხარზე ჭრელი თუთიყუშით.
– ვა... ეს სად იყო? – ეკითხება ტიპი.
– აფრიკაში... იქ უამრავია, – უპასუხა თუთიყუშმა.

скачать dle 11.3