კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ლაროშფუკო: ადამიანები, ივიწყებენ რა სიკეთესაც და წყენასაც, ამასთან, მიდრეკილნი არიან, ეჯავრებოდეთ თავიანთი კეთილისმყოფელნი და აპატიონ თავიანთ მაწყინარებს. აუცილებლობა, უმადლოდე სიკეთის გამო და შური იძიო ბოროტებაზე, მათ მონობად მიაჩნიათ, რომელსაც ისინი არ ემორჩილებიან.
ლაო-ძი: დასაბამში დაბრუნებას სიმშვიდე ჰქვია; სიმშვიდეს – არსში დაბრუნება ჰქვია, ხოლო, არსში დაბრუნებას  – მარადისობა.
პასკალი: ადამიანები ძალზე განიცდიან, როცა იძულებულნი არიან მხოლოდ თავისთვის იცხოვრონ და მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნონ.
შოპენჰაუერი: ადამიანი გაურბის, იტანს ან უყვარს მარტოობა, იმის მიხედვით, თუ რამდენად ფასეულია მისთვის პირადი „მე“.
ფრომი: იმას, ვისაც თუნდაც ერთი ადამიანი უყვარს, მთელი სამყარო უყვარს.
პუბლიუსი: ვისაც თავისი მოქმედების არ რცხვენია, ის ორმაგად დამნაშავეა.
ჩერჩილი: მიწის მონოპოლია არა მხოლოდ მონოპოლიაა, ის მონოპოლიებს შორის უდიდესი მონოპოლიაა; ის სამარადისო მონოპოლიაა და მშობელია ყველა სხვა მონოპოლიისა.
ემერსონი: როცა თვალები ერთს ლაპარაკობენ, ხოლო ენა – სხვას, გამოცდილი ადამიანი პირველს უფრო ენდობა.
კანტი: მშვენიერება – ეს რაღაც ისეთია, რაც აუცილებლად გემოვნებას მიეკუთვნება.
ციცერონი: მტრები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, მეგობრები – არასოდეს.
შილერი: ხმის უმრავლესობა სამართლიანობის საზომად ვერ ჩაითვლება.
ლემი: ქონება სასარგებლოა, რადგან ის დროს უწევს ეკონომიას.
საადი: ადამიანი სიტყვით დგას ცხოველზე მაღლა, მაგრამ, თუ სიტყვას არასწორად გამოიყენებს, ის უფრო მდაბალია.
ლაბრუიერი: დიდებული ჩვენ გვაკვირვებს, არარაობა განგვიზიდავს, ჩვევა კი ეგუება ერთსაც და მეორესაც.
მაკალეი: ეშმაკ ადამიანებს სძულთ ცოდნა; უბრალო ხალხს უკვირთ ის, ბრძენნი კი სარგებლობენ მისით.
კასტელარი: კაცობრიობის ისტორია არის განუწყვეტელი ბრძოლა იდეებსა და ინტერესთა შორის; წუთით იმარჯვებენ ინტერესები, დიდი ხნით კი – იდეები.
ანტისთენე: დრო არის ჩვენი აზრი და საზომი და არა არსი.
ოვიდიუსი: დროის ძალაუფლება კანონია და პატივისცემის ღირსია.
ბომარშე: ქალებს ძალიან მოსწონთ, როცა მათ სასტიკებს უწოდებენ.
უაილდი: ქალი – ესაა ქმედება, აღმატებული გონებაზე, მამაკაცი კი – გონება, აღმატებული მორალზე.

скачать dle 11.3