კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაემხო თავზე ცა და დედამიწა ანი სირაძეს და ვინ მიატოვა ყველაზე რთულ პერიოდში

მეოთხე წელია, მომღერალ ანი სირაძის გარშემო არ ცხრება ვნებათაღელვა და ძალიან ცოტამ თუ იცის, რეალურად, რა ტრაგედიების სერია გადაიტანა მან 16 წლის ასაკში. იშვიათია ადამიანი, რომელიც ამ ასაკში ამხელა ტკივილს და ცხოვრების გამოწვევას გაუძლებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ოთხწლიანმა რთულმა პერიოდმა მორალურად გაამყარა და თვალი აუხილა ჭეშმარიტი მეგობრობის ჯადოსნურ ურთიერთობებზე.

– როცა რედაქტორმა დაგვავალა, ახალი რუბრიკებისთვის გაგვეკეთებინა რესპონდენტთა სია, ვინც ამა თუ იმ რუბრიკას შეესაბამებოდა, ჩემდა უნებურად, შენ ამომიტივტივდი თავში. როგორც წესი, ყველა ჟურნალისტს აქვს საკუთარი სია და ეს სია, ძირითადად, პირად ურთიერთობებზეა დამყარებული. მიუხედავად იმისა, რომ შენს შემოქმედებას და ბიოგრაფიას კარგად ვიცნობ, თვით მეც კი, გამომეპარა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც დიდი ხნის წინ უნდა დავფიქრებულიყავი. ამას ჰქვია, არაპროფესიონალიზმი და სამწუხაროდ, დღეს მედია ჩემნაირი არაპროფესიონალებით არის სავსე – ხშირად არაფრისმომცემ საკითხებზე ვამახვილებთ ყურადღებას და მნიშვნელოვანს გვერდს ვუვლით. მინდა, ჩემი შეცდომა გამოვასწორო და დღეს ვისაუბროთ იმაზე, რა ტრაგედია და ტკივილი გადაიტანა 16 წლის გოგონამ.
– ვფიქრობდი, ადრე თუ გვიან ამ საკითხს ვინმე შეეხებოდა და მხოლოდ კარადაში შეძრომით არ შემოიფარგლებოდნენ. რეალურად, არავინ იცის, რა ტკივილი გადავიტანე და არც არავის ვუსურვებ, ამის გამოცდას, მათ შორის, არც მათ, ვინც ყველაზე მეტად მატკინა. ყველას გვაქვს ცხოვრებაში „შავი პალასა“, რომელიც ადრე თუ გვიან მთავრდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ეს აღარასოდეს დამთავრდა. ძალიან დიდხანს გაგრძელდა და კიდევ დღემდე ტოვებს თავის კვალს.
– მაია ასათიანისეული კითხვა უნდა დაგისვა: როგორ დაიწყო პრობლემებთან შენი შეჯახება?
– 2010 წელი უღრუბლოდ და ულამაზესად დაიწყო. იქამდე „იურმალის“ პირველი საბავშვო კონკურსის ფინალისტი გავხდი, საქართველოს შიდა შესარჩევ კონკურსში. ამასობაში, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატობაც მოვიპოვე. ომის დაძაბული ურთიერთობის გამო, იურმალაში წასვლაზე უარი ვთქვი და გადავიღე კლიპი  – „არ გვინდა ვანია“, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა. მქონდა ბევრი კონცერტი, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ჩავედი ამ სიმღერით. ყველა მეგობარი ჩემ გვერდით იყო. ვიღებდი უამრავ სასიყვარულო წერილს და საჩუქრებს უცნობი თაყვანისმცემლებისგან. ერთი სიტყვით, უბედნიერესი ვიყავი და ამასობაში 2 კვირით ბათუმის „შერატონში“ წავედი დედასთან და მომღერალ დათო ძიძიგურთან ერთად, სადაც ქალბატონ მარინა ბერიძეს შევხვდი. მან დამიყოლია, „ჯეოსტარში“ მიმეღო მონაწილეობა. დედას არ უნდოდა, ჩემი ასაკის გამო, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დავთანხმდით.
– შემდეგ რა შეიცვალა?
– არ ვიცი. ამაზე დღემდე ვფიქრობ და ბევრი ვერსია მაქვს. მათ შორის, ვცდილობ, გავამართლო მისი უკომპრომისო საყვედურები, რომელმაც, პრაქტიკულად, რაღაც მომენტში, დამაკომპლექსა. ეს, ერთი მხრივ, ჩემი ასაკისა და გამოუცდელობის გამოც მოხდა, რასაც მოჰყვა სიცხე და ყელის პრობლემა. ამას დაემატა ის, რომ მომიხდა რამდენიმე რეპეტიციის გაცდენა. ასევე, რეპერტუარი, რომელიც მე მქონდა, არ იყო ჩემი. კიდევ იყო რიგი მიზეზები კულისებში, რის გამოც, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ ვაჩვენე. თუმცა, იყო რამდენიმე ტური, სადაც კარგი გამოსვლა მქონდა.
– კიდევ სხვა ფაქტორებიც იყო, რომელმაც შენზე ზეგავლენა მოახდინა?
– სოციალური ქსელი: „იუთუბი“ და „ფეისბუქი“, სადაც დაიწყეს ჩემი კრიტიკა – უფრო ლანძღვა, ვიდრე კრიტიკა. მარინას ყოველი სიტყვა პირდაპირპროპორციულად აისახებოდა ხალხის აგრესიულ კომენტარებზე, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. 16 წლის გოგოსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა „ლაიქებს“ და ადამიანების კომენტარებს, რომელთა დაუფიქრებელმა გამონათქვამებმაც მიმიყვანა მძიმე შედეგამდე. ამასობაში რამდენიმე მეგობარი ვეღარ დავინახე დარბაზში (გულშემატკივართა რიგებში). და მიზეზები ის იყო, რომ ვიღაცას ღამის 10 საათზე ისტორიის გაკვეთილი დაუნიშნა მასწავლებელმა, ვიღაცას ქალაქგარეთ კონცერტი დაუნიშნეს, ვიღაცას ფეხი გადაუბრუნდა და პრაქტიკულად, შემომეცალა მეგობრები, რომელთა გამხნევება ყველაზე მეტად მჭირდებოდა დარბაზიდან. საბოლოო ჯამში, ყველა ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდა იმ თვალსაზრისით, რომ ერთ-ერთმა ყველაზე კეთილისმსურველმა, საუკეთესო მეგობარმა გადაწყვიტა, თავის სახლში მოეწყო თანადგომის საღამოები და ემსჯელათ, როგორ დამხმარებოდნენ. სინამდვილეში კი, ეს საღამოები ჩემ წინააღმდეგ, დანარჩენი მეგობრების ჩამოსაშორებლად იყო გამიჯნული. ამას დაემატა ბაბუას გარდაცვალება, კიდევ ერთმა ჩემი ოჯახის წევრმაც მიგვატოვა. ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე ჩვენთან ცხოვრობდა, ჩათვალა, რომ მისთვის ზედმეტი თავის ტკივილი ვიყავი, გაიხურა კარი და წავიდა.
– სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, ამბობდი, ათას სისულელეს მაბრალებდნენო და რას გულისხმობდი?
– მაშინ იმდენად ცუდად ვიყავი, რომ სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა და ფაქტობრივად, ჩემთან ცხოვრობდნენ. წამდაუწუმ მიმდიოდა გული და ვიღაც მიიჩნევდა, რომ მე ამას ვიგონებდი. იმასაც ამბობდნენ, რომ საერთოდაც შეკრული ვიყავი – გადაცემას პიარს ვუკეთებდი. რა ვიცი, მართლა ათას სისულელეს ამბობდნენ. უბრალოდ, ვერ ვხვდები, ტყუილი გულის წასვლა და სასწრაფოს გამოძახება რატომ უნდა დამჭირვებოდა – ეს ხომ მარაზმია?! ყველაზე საოცრება ის არის, რატომ ატყდა ასეთი ამბავი? დავუშვათ, მართლაც ვიღაცას რაღაც არ მოეწონა – შეიძლება, ამის გამო ადამიანი ასე გაიმეტო და ხელაღებით, დაუფიქრებელი სიტყვებით ასეთი ტკივილი მიაყენო?
– ამ მოკლე პერიოდში მამაც გარდაგეცვალა და ასევე, ბებიის – ქალბატონ ეთერ ჭელიძის დაც გარდაიცვალა, ხომ?
– ჯერ ბებია გარდაიცვალა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი იყო. სამწუხაროდ, მე ვერ მოვესწარი ბებიას (ეთერ ჭელიძე), ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა. მაგრამ, მთელი ჩემი სიყვარული ამ ბებიის მიმართ მქონდა და ისე მეხმარებოდა, როგორც ეთერ ჭელიძე დამეხმარებოდა. ამის შემდეგ კი, მამაც გარდამეცვალა და ახლა თავად წარმოიდგინეთ, რამდენი გადავიტანე ამ მოკლე ხანში. ცა და დედამიწა ერთად დამემხო თავზე.
– თუმცა, ამ ყველაფრის შემდეგ, მაინც წამოდექი ფეხზე, კლიპიც გადაიღე და კონცერტებზეც დადიხარ.
– ამას ბიძაჩემს უნდა ვუმადლოდე. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საწოლში არ დავრჩენილიყავი. წამიყვანა ავსტრიაში, სადაც რეაბილიტაცია გავიარე და ყველა პირობა შემიქმნა, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი. ასე რომ, ბიძაჩემს, თემურ აფხაიძეს და მის მეუღლეს მინდა, გადავუხადო დიდი მადლობა და კიდევ ბექა ხალათაშვილს, მეგობარს, რომელიც მძიმე პერიოდში გვერდში დამიდგა და არ მომცა მოდუნების საშუალება. კახეთში კონცერტს კონცერტზე მიკეთებდა, რომელსაც ვერასდროს დავუვიწყებ. დღეს სულ სხვა სამეგობრო წრე მყავს – იმ დროისთვის სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს გახალისებას.
– ანი, რა დაგანახვა ან რა გასწავლა ამ რთულმა პერიოდმა?
– დამანახვა, რა არის ნამდვილი მეგობრობა, უფრო სწორად, ვინ იყვნენ მეგობრები და ვინ ეგრეთ წოდებული „პონტავშიკები“, რომლებიც მეგობრობის ნიღაბს ამოფარებულები კარგ სიტუაციებში ხვდებოდნენ. მერე კი, უბრალოდ, დაეზარათ თანადგომის გაწევა და მშვიდ გარემოში ყავის დალევა ამჯობინეს. თან, უკვე მოდაში იყო ანი სირაძის გალანძღვა. მაგარ „ტიპად“ ითვლებოდი, თუ ანი სირაძეს გალანძღავდი. მოგვიანებით კი, როცა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჩემი კლიპი გავიდა, იმ „კაი ტიპებმა“ ისევ მოისურვეს ჩემთან დაკონტაქტება, ისევ ულამაზესი, უსაყვარლესი და უნიჭიერესი გავხდი. ანრი ჯოხაძეს მინდა, მადლობა გადავუხადო, მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ რთული პერიოდის შემდეგ, ძალიან ლამაზი და თბილი კლიპი გადამიღო.
– რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, ნათქვამია და გამოდის, რომ ტკივილმა გაგაძლიერა?
– ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო, კარგი იქნებობდა, მით უმეტეს, 16 წლის ასაკში – ბავშვობისა და თინეიჯერობის გზაგასაყარზე. ამ დროს ხარ ყველაზე ბედნიერი, როცა ყველგან და ყველაფერში კარგს, პოზიტივს ხედავ, მე კი, უცებ თავზე დამემხო ყველაფერი. არ მაპატიეს, რომ ეთერ ჭელიძის შვილიშვილი ვარ, რომლითაც დღემდე ვამაყობ და მომავალშიც ვიამაყებ. პრაქტიკულად, თინეიჯერობის წლები მთლიანად დავკარგე, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ძლიერი ადამიანი ვარ და ყველა სირთულეს გავუმკლავდები.

скачать dle 11.3