კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

რატომ მიიჩნევს თავს დაჩაგრულად „ახალი ხმის” კონკურსანტი, ჰეტეროსექსუალი შოთა ადამაშვილი

ქუჩის მუსიკოსი შოთა ადამაშვილი  საქართველოში „ქანთრის” ერთადერთი შემსრულებელია. კოვბოის ქუდითა და „კაზაჩოკებით“ ვესტერნის ჟანრის ფილმის გმირს ჰგავს და ეს შემთხევითი სულაც  არ არის, რადგან, როგორც აღმოჩნდა,  ბოლნისელი ბიჭის შთაგონების წყარო სწორედ ვესტერნი იყო. „ახალი ხმის“ გამორჩეული კონკურსანტის ცხოვრებისეული სიახლეების, სამომავლო გეგმებისა და პირადი ურთიერთობების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

– სატელევიზიო პროექტმა „ახალი ხმა“  პოპულარობა მომიტანა.   ტელევიზიამ თავისი საქმე გაკეთა, მაგრამ, ქვეყანაში არსებული მოცემულეობა არ იძლევა შემდგომი განვითარების საშუალებას.  ქუჩის მუსიკით დავიწყე და  დღესაც ქუჩაში ვუკრავ. ჩვენთან მუსიკალური ბიზნესი,  ფაქტობრივად,  არ არსებობს. წელიწადში სულ რამდენიმე ფესტივალი იმართება და იქაც შეკრული ჯგუფებია, რომლებიც ერთსა და იმავე  ხალხს ატრიალებენ ყოველ წელს.    ხშირად მეუბნებიან, პროექტის მერე აქ რატომ დგახარო, თითქოს ჩემი ბრალია, სხვა გასაქანი რომ არ არსებობს.  კრაკოვში პოლონური „X ფაქტორის”  გამარჯვებული გავიცანი, რომელიც,  წარმატების  მიუხედავად, ქუჩაში დაკვრას განაგრძობდა, მაგრამ, არა იმიტომ, რომ სხვა  გამოსავალი არ ჰქონდა, უბრალოდ, დამოუკიდებელი მოღვაწეობა ანიჭებდა სიამოვნებას.
– საქართველოში მუსიკალური ინდუსტრიის კრიზისი სტიმულს გიკლავს?  
– სტიმულს ვერ მიკლავს, მაგრამ, მთრგუნავს. პროექტის დასრულებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და, არაფერი შეცვლილა.  ეს გზა მე ავირჩიე  და მიმაჩნია, რომ ქუჩაში დაკვრა სულაც არ არის დამამცირებელი, საკითხავი ისაა,  მეტის პერსპექტივა თუ  არსებობს. მუსიკა  რომ ჩემთვის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალება იყოს, შემზიზღდებოდა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ,  ინგლისური, გერმანული და პოლონური ენები ვიცი,  რუსულშიც არა მიშავს. სახელმწიფო სამსახურში მუშაობის  დაწყებაც შემეძლო,  მაგრამ,  ყველაზე მეტად რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ. ქუჩის მუსიკოსობით თვეში მაქსიმუმ 300- 400 ლარს ვშოულობ, ცოტას მშობლებიც მეხმარებიან და ეს მინიმუმია იმისთვის, რომ  საჭმელი და გზის ფული მქონდეს. რეალურად, შეუძლებელია, ამით ოჯახი შეინახო. მე მყავს მეგობარი, რომელიც დღეში ექვსი საათი უკრავს იმიტომ, რომ ოჯახი ჰყავს სარჩენი. მუსიკა მისთვის უკვე რუტინაა.  1 000 ლარი რომ მქონდეს ამ ეტაპზე, ეგეც მეყოფოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს. იშვიათად  შეიძლება გამოჩნდეს ბარში საღამო. როცა ქუჩაში ყოველდღე ათი-თხუთმეტი ლარისთვის გიწევს ბრძოლა, ეს  იმდენ დროს გართმევს, რომ აღარ გაქვს შემოქმედებითი განვითარების  საშუალება.  მუსიკოსებმაც სოლიდარობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. მე  ვამბობ, რომ ბარში 50 ლარად აღარ დავუკრავ, მაგრამ, ვიღაც წავა და 30 ლარად  დაუკრავს. მე ვიცი, რომ ჩემს პოპულარობაში უნდა გადამიხადონ, ამიტომ, მირჩევნია, 10 ლარი გავაკეთო მიწისქვეშა გადასასვლელში.  მედიაც ტრაფარეტულად გვიდგება. არ აინტერსებთ  კონკრეტული პიროვნება, დღევანდელი დღე და რას აკეთებს  ახლა. მათი  მიდგომა ძალიან არაინდივიდუალურია. ელვის პრესლის მანერებით რომ იმღეროს თანამედროვე მომღერალმა, მოსაბეზრებელი იქნება. ასეთივე დამოკიდებულებაა მედიის მხრიდან. ერთი წრის ირგვლივ ვტრიალებთ.
– მედიის წარმომადგენლები იმ საკითხებით ინტერესდებიან, რისი  მოთხოვნაცაა  საზოგადოების მხრიდან.  „ქანთრი” საქართველოში პოპულარული არ არის, შესაბამისად, არც კომერციული. სხვა ჟანრის შესრულებაზე არ გიფიქრია?
– „ქანთრი” იმიტომ შემიყვარდა, რომ  უფორო მეტი თავისუფლება იგრძნობა ტექსტებშიც და მუსიკაშიც. არ გამომდის ქართული სიმღერა, მაგრამ, „ქანთრს” რომ  დავიწყებ, თავისით ამოდის ხმა.  არ ვარ ამ ჟანრში  ნოვატორი და არც უნიკალური ხმის ტემბრი მაქვს, უბრალოდ, ამას საქართველოში მარტო მე ვმღერი. სამწუხაროდ, ვერ ვიზრდები კონკურენციისა  და ბენდის გარეშე,  ამიტომ,  რქებით ვიბრძვი, რომ  გზა  გავიკვლიო  ამერიკისკენ.  მე „ჩემი ამერიკა” მაქვს – კენტუკის შტატი ჩემთვის რაღაც ბრენდებთან კი არა, „ქანთრი” მუსიკასთან ასოცირდება. დაახლოებით 20 წლიდან ვცდილობ, მოვძებნო გზები წასასვლელად. არც ერთხელ არ შემიტანია ვიზაზე აპლიკაცია  იმიტომ, რომ უფულო ტიპი ვარ და, ვიცი, უარს ჩამირტყამენ. საინტერესო ის უფროა, რომ ოკეანის გადაღმა  შემიყვარდა „ქანთრი”. ამერიკაში ეს  ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა.  ჯეკი ჩანი როგორც იტყოდა, მთავარი საუკეთესოობა კი არა, უნიკალურობაა. „ქანთრიმდე” რომ მივედი, ეს კანონზომიერია,  ისევე,  როგორც  ის,  რომ „ახალ ხმაში“  მივიღე მონაწილეობა, რასაც  ზოგჯერ  ვნანობ კიდეც.
– რატომ?
– გარკვეულწილად  იმიტომ, რომ  დრო დავკარგე  და ბევრი  სიბინძურე  ვნახე,  მაგრამ, უარყოფითმა გამაძლიერა. მე პატარა ბავშვი არ ვარ, რომელიც, თუ გავარდა, ითრგუნება.  ყველაზე თავისუფალი „ბრმა ქასთინგის” დროს ვიყავი, მერე, ვიღაცეების  მხრიდან იმხელა ზიზღი რომ ვიგრძენი, ძალიან დამთრგუნველი და დამამცირებელი იყო. თამამად შემიძლია, განვაცხადო: საკუთარი  რეპერტუარის არჩევანში მეტი თავისუფლება რომ  მქონოდა შოუს ხელმძღვანელებისგან, ჩემს ძლიერ მხარეებს  უკეთესად  გამოვავლენდი, მაგრამ, ეს არ არის ამოსავალი წერტილი. მთავარია, რა ხდება მერე.  რა თქმა უნდა, უცხოეთშიც მიდიან კრეატიული ტიპები იქაურ პროექტებში, მაგრამ,  მერე სხვა გასაქანი ეძლევათ.  მედალს ორი მხარე აქვს. მე მოსაგებად მაინც არ შევსულვარ პროექტში.
– ცოტა გაუგებარია, რატომ  არ უნდა იყოს მუსიკალური პროექტის მონაწილის მიზანი   მოგება.
– გამოცდილების მიღება მინდოდა, რაც იმას  გულისხმობს, რომ უნდა შეხვიდე შოუში და შენზე მაგარი ტიპებისგან ისწავლო რაღაცეები.  ჩემს შემთხვევაში ასეთი იყო დათო – უდიდესი „ბეგრაუნდის“ მქონე ადამიანი. ჩვენ დღესაც ვმეგობრობთ და  მისი თითოეული რჩევა მუსიკალურ თუ ცხოვრებისეულ ასპექტში, ძალიან  მადგება ხოლმე. ზოგადად, კონკურსის ჭია არ უნდა გახდე. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მაინც პირველი წელია და   ბევრი ნაკლი აქვს  „x ფაქტორს,” ბევრი ინდივიდუალისტი გააცნო ხალხს და ეს კარგია.
– შოთა, მარტო ხმის   ტემბრით კი არა,   ჩაცმის სტილითაც  გამორჩეული ადამიანი ხარ. მახსოვს, ამბობდი, ჩემს იმიჯზე საზოგადოებას  არაერთგვაროვანი რეაქცია  აქვსო. ამ მხრივ შეიცვალა რამე?
– კი, ვარკეთილში სახეზე არ დავევასე „სასტავს“ და ფიზიკურად გამისწორდნენ.  იმ პერიოდში გიტარაც გამიტეხეს.  ეს უკვე საერთო მენტალური პრობლემაა: ზოგი სიტყვიერად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ზოგიც – ფიზიკური აგრესიით. თითქოს შეიცვალა მიდგომა, მაგრამ, ძირითადად მაინც როგორც მათხოვრის მიმართ, ისეთი დამოკიდებულება აქვთ ქუჩის მუსიკოსისა და მათგან განსხვავებული ადამიანების მიმართ. ზოგი მიიჩნევს, რომ ქუჩის მოსიკოსობა ხელობაა და არა ხელოვნება. „ქართული დაუკარის“ თემა კიდევ აქტუალურია და, იცი,  რატომ?  როცა საზოგადოება კონკრეტული კომპოზიციის  მუსიკალურ მხარეს ვერ იგებს, მერე ითხოვს, მისთვის გასაგებ ენაზე იმღერო. ამის გამო ხშირად ყოფილა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ცუდი ტიპები ყველგან არიან, მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ, „პადზემკის“ მეტი სივრცე არ არსებობს, სადაც დაკვრა შეგვიძლია. ადრე  მთაწმინდის პარკში ავდიოდი ხოლმე და პარკინგის ზოლის იქითაც კი არ მიშვებდნენ – არ დაუკრაო. ჩვენთან მიუწვდომელია კონკრეტული ლიცენზიის აღება, რომ ქუჩაში დაკვრის უფლება მოვიპოვოთ. კრაკოვში ცენტრალურ მოედანზე უკრავდნენ მუსიკოსები და მითხრეს, რომ მერიიდან აიღეს ნებართვა. იქ ამის გარკვეული რეგულირების მექანიზმები არსებობს. ჩვენ გავდივართ ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ადამიანების  დონეზე და არც კი აღგვიქვამენ მშრომელებად.  მე ვიცნობ ქუჩის მუსიკოსს, რომელიც   უმცირესობის წარმომადგენელია და უპრობლემოდ უკრავს საბურთალოსა და ვაგზლის მეტროში, რაც ჩემთვის აკრძალულია.  მე რომ არ ვარ უმცირესობა, ამის გამო უნდა დავიჩაგრო?! სქესობრივი უმცირესობების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,  მაგრამ, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების   შემდეგ მაინც   არ უნდა ხდებოდეს ჩვენი დიფერენციაცია. დისკრიმინირებულები ჰეტეროსექსუალები გამოვდივართ.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს მეგობარი გოგო, მაგრამ, რადგან ჩემი სამომავლო გეგმები არ უკავშირდება ამ ქვეყანას, ამის გამო ძალიან მიჭირს, ურთიერთობა უფრო მეტად  გავასერიოზულო – ვიცი, რომ, შეიძლება დაშორება მოგვიწიოს.  როცა ახალგაზრდა მუსიკოსი მოგზაურობაზე ოცნებობ, რთულია ოჯახის შექმნაზეც იფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ვარ და საქართველოში ეს უკვე დასაოჯახებელ ასაკად ითვლება, მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არ არის აუცილებელი, ცოლი და შვილები გყავდეს. კი, ძალიან მაგარი რამეა, მე ოთხშვილიანი ოჯახიდან ვარ, მაგრამ, ამ ეტაპზე, რამდენიმე წელი მაინც, ცოლ-შვილზე არ ვფიქრობ.
– სად გაიცანით ერთმანეთი?
– ინტერნეტსივრცეში, ჩვენი საერთო მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარე.  როგორ განვითარდება მოვლენები ჯერ არ ვიცი. თუ ადამიანი გიყვარს და მას სრულ თავისუფლებას მისცემ,  ეს უკვე დიდი  ბედნიერებაა.  როცა არაფერს ელოდები და მაინც გასცემ, ესეც დიდი ნიჭია, სიყვარული – ვალდებულებებისა და მოვალეობების გარეშე. ანუ, ბუნებრივად რომ აკეთებ ამას: გვერდში რომ უდგახარ, ყურადღებას რომ გამოხატავ და გულიდან მოდის ეს ყველაფერი და არა ვალდებულების გამო, ესაა სიყვარული.  თუ შენ ისე უდგები ამას როგორც პასუხისმგებლობას, ეს უკვე რუტინაა. სანამ არ დარწმუნდები, რომ, შეგიძლია მასთან დიდხანს იყო, არ უნდა დაუკავშირო შენი ცხოვრება. მე, მაგალითად, საყვარელ ადამიანთან ერთად ბევრ მოგზაურობას ვისურვებდი – მგონია, რომ ასე უფრო „მუღამიანია“ ცხოვრება.

скачать dle 11.3