კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აზიანებს თუ არა ძრავას ღვედის გაწყვეტა მთლიანად ძრავას

კბილანური ღვედი ის ნაწილია ავტომობილში, რომლის გამოცვლასაც მძღოლები ყოველთვის აგვიანებენ და თან  ყველაზე მეტად შიშობენ, რომ მისმა მწყობრიდან გამოსვლამ, შეიძლება, ძრავაც კი დააზიანოს. რა სიხშირით სჭირდება ძრავას ღვედს გამოცვლა, ამაზე პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე ისაუბრებს: ავტომობილისთვის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი დეტალია ძრავა, რომლის მოძრაობაში მოყვანაც მრავალი სხვადასხვა ნაწილის მუშაობაზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ასეთია კბილანურ გადაცემათა ღვედი. კბილანური ღვედები იდეალურად გამოიყენება. ძირითადად, საუკეთესო კბილანურ ღვედებს ამზადებს ფირმა „ბოში“ და საშუალოდ, კარგია „დაიკო“. მათი წარმოების კბილანური ღვედები გამოირჩევა  გამძლეობითა და მდგრადობით, სხვადასხვა დატვირთვისა და მაღალი სიჩქარით ბრუნვის დროს. კბილანური ღვედის ხარისხსა და მუშაობაზეა დამოკიდებული გამანაწილებელი ლილვის ბრუნვა, დროულად შემშვებ-გამომშვები სარქველების გახსნა-დახურვა, საწვავის ნაზავის შეფრქვევა და მისი გამოტუმბვა წვის კამერიდან, რომელიც უზრუნველყოფს ძრავას სწორ და კარგ მუშაობას. ავტომობილის ბევრმა მფლობელმა არ იცის, თუ რა სისტემით მუშაობს მისი ავტომობილის ძრავა: კბილანა – ღვედით, ჯაჭვით თუ კბილანური გადაცემით და რა უპირატესობა აქვს თითოეულ მათგანს.
– როგორ მუშაობს კბილანა ღვედი?
– ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, მუხლანა ლილვი პირდაპირი გადაცემით უკავშირდება გამანაწილებელ ლილვს და მოჰყავს ის ბრუნვაში. მაგრამ, აქ უკვე ძრავა თავისუფლდება იმ დეტალებისგან, რომლის მოვალეობაც მისი შეზეთვა და ხმაურის დახშობაა. ასევე, რომ არ მოხდეს მისი ჰერმეტულად დახურვა, შემზეთი სითხის გაჟონვა და მრავალი სხვა. თუ განვიხილავთ თითოეულ მათგანს, ვნახავთ, რამდენად ეფექტურია კბილანა ღვედის მოქმედება. კბილანური გადაცემისა და „ცეპით გადაცემის” შემთხვევებში, საჭიროა, მოხდეს კბილანების შეზეთვა და დამატებით, გარკვეული სამუშაოების შესრულება ხმაურის შესამცირებლად, ასევე, ისიც, რომ არ მოხდეს შესაზეთი მასის ზეთის გაჟონვა. ძველი მოდელის ძრავებში კი, აუცილებელია, ნაპერწკლის მიმწოდებელი მექანიზმის დარეგულირება. მისი მეშვეობით, შესაძლებელია, გამანაწილებელი ლილვის დახმარებით გახსნილ სარქველში შესული საწვავის ნაზავისთვის ზუსტად, თავის დროზე ნაპერწკლის მიწოდება და მისი აფეთქება. კბილანური ღვედით გადაცემის დროს კი, სულ სხვაგვარად ხდება. კარგი ხარისხის ღვედი მდგრადია და ფორმას ადვილად არ კარგავს, არ სჭირდება შეზეთვა და რაიმე, ხმაურის ჩამხშობი, დამატებითი დეტალები. ის იდეალურად მუშაობს მაღალ ბრუნვაზე, ასევე გამძლეა ტემპერატურის ცვლილებებისას. აქვს კარგი ელასტიკურობის უნარი, რომელიც ხელს უწყობს მის ხანგრძლივ მუშაობას.
– რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღვედმა კარგად იმუშაოს?
– ზოგადად, ღვედი აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყოველ განვლილ 50 000-ს  კილომეტრზე. როდესაც მას იძენთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებლად არა ხელზე, არამედ ლიცენზირებულ მაღაზიაში იყიდოთ, რომ თან ახლდეს საგარანტიო ფურცელი. 52 000-მდე კი იმუშავებს, მაგრამ შემდეგ, უკვე აუცილებლად უნდა გამოიცვალოს. რატომ? ამ დროს მას შესაძლოა, კბილებს შორის ღრმულები გაუჩნდეს. შეიძლება ის არ გაწყდეს, მაგრამ ეს ღრმულები გამოიწვევს კბილის ამოკბეჩას. ბრუნვის დროს კი ეს ადგილი გამანაწილებელ ლილვთან მიდის და შეიძლება, ლილვზე გადახტეს, აღარ დაატრიალოს. ამ დროს მანქანა ჩაქრება.
– ღვედის გაწყვეტა იმწამსვე აჩერებს მანქანას?
– რა თქმა უნდა. თუ არ გაჩერდა და რაღაც პერიოდი ასეთი ღვედით იარა ავტომობილმა, ეს გამოიწვევს სარქველის ღეროს გაღუნვას. ამან კი, თავისთავად, შესაძლოა, ცილინდრიც დააზიანოს. ანუ, ეს იმ შემთხვევაში, თუ მომენტალურად არ მოხდება მისი გამორთვა.
– რამდენადაც ვიცი, შესაძლოა, ერთი მოდელის ღვედი სხვა მოდელის ძრავას მოერგოს.
– კი ასეა, რადგან მთავარი არა მოდელი, არამედ ის არის, თუ რა ფირმის ძრავა აქვს. ყველა ღვედს თავისი აღმნიშვნელი ნომერი და ზომა აქვს. მაგალითად, „შკოდას” ზოგიერთ მოდელში „ფოლკსვაგენის” ძრავაა და მისი ღვედი სჭირდება.

скачать dle 11.3