კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, იმ შემთხვევაში, როცა სააღსრულებო ფურცელი გაცემულია გადაწყვეტილებაში მითითებული კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ, შეიძლება თუ არა, ეს გარემოება გახდეს  გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი გარემოება?
პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სააღსრულებო ფურცელი შეიძლება, გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია, ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა, უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
კითხვა:   დავკარგე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, გთხოვთ, მაცნობოთ, დარჩება თუ არა სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება აღუსრულებელი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში, ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია, გასცეს დუბლიკატი.
კითხვა:  ჩემს ბიზნესპარტნიორს აღებული აქვს ერთ-ერთი ობიექტით სარგებლობის ლიცენზია, რომელზედაც მპირდება საქმიანობის  განხორცილებას. გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს, ზოგადად, სარგებლობის ლიცენზია და რა უფლებები გააჩნია სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ  სარგებლობის ლიცენზია არის ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია, დაყოს სარგებლობის ლიცენზია, ანდა მთლიანად ან ნაწილი, გადასცეს სხვა პირს, მათ შორის მემკვიდრეობით.
კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს გენერალური ლიცენზია და რა უფლებები აქვს ამგვარი ლიცენზიის მფლობელს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გენერალური ლიცენზია გულისხმობს  უფლებას, როცა პირს შეუძლია, ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე, მსგავსი ტიპის საქმიანობები განახორციელოს და ვალდებული არ არის, ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია.

скачать dle 11.3