კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს ორსულობის დროს, თუ ძაღლი ფილტვების ანთებით გახდა ავად, რამდენად უქმნის ეს პრობლებას მის ლეკვებს?
პასუხი: პრობლემას ნამდვილად უქმნის. ფილტვების ანთებისას შეიძლება, მან საერთოდ ვეღარ იმშობიაროს, მუცელში მყოფი ლეკვები ორგანიზმმა გაიწოვოს და ეს გამოსაჯამრთელებლად გამოიყენოს. შეიძლება, სუსტი ლეკვები დაბადოს, რომელთა გაზრდა ძნელი იქნება. ასევე, შესაძლებელია, ფილტვების ანთების შემთხვევაში, მშობიარე ძაღლმა მკვდარი ლეკვები დაბადოს. ორსულობის დროს ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება, განვითარდეს, იმისდა მიხედვით, თუ რა სირთულის ფილტვების ანთება აქვს და რა პერიოდში მოხდა ჩარევა. ფილტვების ანთებისგან ძაღლის გამოჯანმრთელება ექიმის ჩარევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. როგორც წესი, ეს სიკვდილით მთავრდება. ამიტომ, პატრონი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს.
კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად გარეთ ყოფნისას, წყალს გუბიდან სვამს. საზიანოა თუ ძაღლის ორგანიზმი იტანს ამას?
პასუხი: ლეკვის შეძენისთანავე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძაღლს საჭმელი და სასმელი წყალი გამოსაჩენ ადგილას დაუდგათ. წყალი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა ცვალოთ. ძაღლს აუცილებლად, ლეკვობიდანვე უნდა აუკრძალოთ წლის გუბურებიდან და წყალსაცავებიდან დალევა. ეს ყველაფერი, უპირველესად, იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ დაბინძურებულმა წყალმა, ისევე როგორც საკვებმა, თქვენი ძაღლის ჯანმრთელობის მდგონარეობა შესაძლოა, კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანოს.
კითხვა: რას უნდა მოვარიდოთ ძაღლი ზაფხულში?
პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ზაფხული წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და როგორც პატრონებს, ასევე მათ ოთხფეხა მეგობრებს აწუხებთ სიცხე. ამ პერიოდისათვის ჩვენი ცხოველები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ სიცხეს და მზის პირდაპირ სხივებს. ძაღლებში თერმორეგულაცია განსხვავებულად არის მოწყობილი. ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლის ორგანიზმში წარმოებული ჭარბი სითბოს გაცემა ხდება ამონასუნთქ ჰაერთან ერთად. ამიტომ, სიცხის ატანა განსაკუთრებით უჭირს გრძელ ბეწვიან ცხოველებს. მზის პირდაპირი სხივების მოქმედებით შეიძლება, განვითარდეს მზის დარტყმა. ამიტომ ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ცხოველები სიცხეს. ზაფხულში ხშირია შემთხვევები, მინდორში სეირნობისას თქვენი ძაღლი ქვეწარმავალს გადააწყდეს. შხამიანი გველის ნაკბენი კი საფრთხეს უქმნის ცხოველის სიცოცხლეს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ამ პერიოდში ძაღლის ისეთ ადგილებში  სეირნობას მოერიდებით, სადაც შხამიანი გველებია გავრცელებული. თუ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი მსგავსი შემთხვევა, მაშინ ცხოველი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში.

скачать dle 11.3