კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მეგონა, სიკეთე გავაკეთე, მაგრამ...
მეხუთე კლასიდან სამნი ვმეგობრობთ: მე, თიკო და მანჩო. ორივეს ერთი ბიჭი შეუყვარდა (საბა) და ორივე ცალ-ცალკე ურეკავდა და ელაპარაკებოდა სკაიპით. მეგობრებმა არ იცოდნენ, რომ ერთსა და იმავე ბიჭს ურეკავდნენ. იმ ნაგლმა კი იცოდა, რომ თიკო და მანჩო დაქალები იყვნენ, მაგრამ, ვითომ აზრზე არ იყო და, ხან ერთს ხვდებოდა, ხან – მეორეს. მეგობრები რომც არ ყოფილიყვნენ, საბა მაინც უპატიოსნოდ იქცეოდა, რომ ორივეს ცალ-ცალკე უხსნიდა სიყვარულს და იმედს აძლევდა. ეს ამბავი რომ გავიგე, საშინლად გავბრაზდი და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ჩემი დაქალები სახლში დავიბარე და საბა ვამხილე. მე მეგონა, მადლობის მეტყოდნენ, მაგრამ, პირიქით მოხდა: ორივემ შურიანობაში დამადანაშაულა, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევაში დამდეს ბრალი და ორივე გამებუტა, საბა კი გაამართლეს – არ იცოდა, რომ ჩვენ დაქალები ვიყავითო (არადა, დანამდვილებით გავიგე, რომ იცოდა).
მე მათთვის სიკეთე მოვინდომე, არ მინდოდა, რომ სიცრუეში ეცხოვრათ, მათ კი მოღალატე და შურიანი გამომიყვანეს და საერთოდ აღარ მეკონტაქტებიან. ეს კიდევ არაფერი, საბას ორივემ ცალ-ცალკე უამბო, როგორ „დავწამე ცილი“ და ისე გააღიზიანეს ჩემ წინააღმდეგ, რომ დამირეკა (ცხადია, ჩემი ტელეფონის ნომერიც რომელიღაცამ მისცა), უკანასკნელი სიტყვებით მლანძღა და ბოლოს დამემუქრა: ერთი ადგილი დააყენე, თორემ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, თავ-ბედს გაწყევლინებო.
ეტყობა, მართლა არ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში, მაგრამ, ვერ მოვითმინე, რომ ვიღაც ნაძირალა ბიჭი ჩემს დაქალებს ასე აცუცურაკებდა, შედეგად კი ის მივიღე, რომ სამუდამოდ დავკარგე ბავშვობის მეგობრები, რასაც ძალიან განვიცდი; თუმცა, მიმაჩნია, რომ მართალი ვარ მათ წინაშე.
მაკა, 16 წლის.

შეყვარებული ძლივს მოვიშორე
მყავს შეყვარებული, რომელსაც უკვე ნახევარი წელია, ვხვდები. რომ ჰკითხო, ძალიან ვუყვარვარ, არადა, ისეთი უხეში და უტაქტოა ხოლმე, განსაკუთრებით, თუ თავისი მეგობრების გარემოცვაში ვართ, ლამის ხმამაღლა მატიროს. ისე, მისი ძმაკაცებიც საკმაოდ ვირულად ელაპარაკებიან ხოლმე თავიანთ შეყვარებულებს – ვითომ ეხუმრებიან და მერე თვითონვე იხოცებიან სიცილით. იმ გოგონებს კი არც სწყინთ და არც არაფერი, ეტყობა, მიჩვეულები არიან; უფრო მეტიც, თვითონაც იცინიან; არც მათ უზრდელ იუმორზე აქვთ რეაქცია და ხშირად თვითონაც ტოლს არ უდებენ უზრდელობაში, თუმცა, უზრდელობა რა სათქმელია, ისეთ უწმაწურობებს აფრქვევენ, ყურები ამეწვება ხოლმე სირცხვილისგან, ისინი კი ერთად ხარხარებენ და მეც დამცინიან, ცუდ სიტყვებს რომ არ ვამბობ. იმდენად მიუღებელია ჩემთვის ასეთი რაღაცეები, რომ, კარგა ხანია, ვფიქრობდი გოჩასთან დაშორებაზე, მაგრამ, რაღაცნაირად, მომენტი ვერ ჩამივარდა ხელში და ამიტომ სულ სამომავლოდ ვდებდი. ძალიან გვიან მივხვდი – ამ ნაბიჯს იმიტომ ვერ ვდგამდი, რომ, სინამდვილეში, მეშინოდა მისი. არც ის მინდოდა, ჩემი ძმისთვის მეთქვა – ძალიან ფსიხია და, შემეშინდა, შარში არ გაეხვიოს-მეთქი. ამიტომ, ვცდილობდი, ნელ-ნელა ჩამოვშორებოდი: ხან ტელეფონზე არ ვპასუხობდი, ხან ვეუბნებოდი, ავად ვარ და ვერ გამოვალ-მეთქი. ამ ორი კვირის წინ კი ისე მოხდა, რომ ჩემს კოლეჯთან შემხვდა შემთხვევით. ნასვამი იყო და გადამეკიდა, ჩემი ძმაკაცის დაბადების დღეზე უნდა წამოხვიდეო. რა არ მოვიმიზეზე, მაგრამ, გაგონებაც არ უნდოდა. მერე შუა ქუჩაში ყვირილი ატეხა. შემრცხვა, ვინმე ნაცნობმა არ დამინახოს-მეთქი და წავყევი. ისევ ის სამეგობრო იყო შეკრებილი – ოთხი ბიჭი თავიანთი შეყვარებულებით. გოჩამ იქაც დალია და მთლად გაითიშა. დანარჩენებიც მთვრალები იყვნენ და თავისებურად უზრდელურად დაიწყეს ვითომ ხუმრობა. მერე ყველა ერთად ჩვენი, გოგოების შაყირზე და გამასხარავებაზე გადავიდა. ბოლოს ერთმანეთში ვითომ ჩურჩული დაიწყეს და, გავიგონე, როგორ უთხრა გოჩამ თავის ერთ ძმაკაცს, შემდეგ შეხვედრაზე ნაშები ხომ არ გავცვალოთო და ისიც მაშინვე დაეთანხმა. ისე ჭკუიდან გადამიყვანა ამის გაგონებამ, შიშის გრძნობა დავკარგე, ორივეს მივახალე, ნაგვები და ნაძირლები ხართ და თქვენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი; მერე გოგოებსაც ვუთხარი, წავიდეთ, ამ არაკაცებთან რა საერთო გვაქვს-მეთქი, მაგრამ არ წამომყვნენ. მაშინ, ავდექი და მარტო წამოვედი. ბედზე, ტაქსიც მაშინვე გამოჩნდა და თხუთმეტ წუთში სახლში ვიყავი. კიდევ კარგი, მარტო დედაჩემი დამხვდა. ასეთი განერვიულებული და ნამტირალევი რომ დამინახა, გადამეკიდა, რა მოხდაო და მეც ყველაფერი ვუამბე. ეტყობა, ისეთი გაუბედურებული სახე მქონდა, არ გამიჯავრდა, საყვედურიც კი არ მითხრა; პირიქით, გულში ჩამიკრა და დამშვიდება დამიწყო. მე შევეხვეწე, რომ ჩემი ძმისთვის არ ეთქვა არაფერი. დედა შემპირდა: არავინ მჭირდება, იმ ნაძირალას მე თვითონ მოვუგრეხ კისერსო. მეორე დღეს დედაჩემმა თვითონ დაურეკა, შეხვდა და ისეთი დღე აყარა, ის იდიოტი აქეთ ეხვეწებოდა მუხლებზე დავარდნილი, ოღონდ თავი დამანებეთ და ჩემს სიცოცხლეში ახლოს აღარ გავეკარებიო. იმ დღის შემდეგ, ჯერჯერობით, მართლაც აღარ გამოჩენილა. მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ბედნიერება ყოფილა შიშისა და დაძაბულობის გარეშე ცხოვრება.
ნინო, 19 წლის.

ქმარს ყველაფერს ვაპატიებ
ხუთი წელია, გათხოვილი ვარ. სხვათა შორის, სანამ ცოლად გავყვებოდი, ჩემი ქმარი ორ წელიწადზე მეტხანს დამდევდა კუდში და იმდენი მოახერხა, რომ თავი შემაყვარა. გათხოვებიდან ოთხი წელი ძალიან ბედნიერები ვიყავით, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი ჩემი ქმარი შეიცვალა: მეც უხეშად მექცეოდა, ბავშვსაც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას; თან, ძალიან ხშირად ღამით სახლში აღარ მოდიოდა და, თუ მოვიდოდა – ძალიან გვიან, ნასვამი და შარიან ხასიათზე. მერე ერთმა ნაცნობმა მითხრა, ქმარი გღალატობსო. რატომღაც, მაშინვე დავიჯერე. თუმცა, რაღა „რატომღაც“, როცა ისედაც აშკარა იყო. ეს ამბავი ჩემს დაქალს გავანდე. იმან რაღაც ხერხებით გამოიკვლია და დაადგინა, რომ ჩემს ქმარს მართლა ჰყავდა საყვარელი, სხვათა შორის, ქმრიანი ქალი. ჩემი დაქალი ამას რომ მეუბნებოდა, თან ბოდიშს მიხდიდა და თან მარწმუნებდა, არ უნდა აპატიო და უნდა გაშორდეო, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ ვდგამ, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარს. გარდა ამისა, არ მინდა, ჩემი ერთადერთი შვილი უმამოდ გაიზარდოს. მე თვითონ დანგრეულ ოჯახში გავიზარდე და ახლაც მახსოვს ის სიმწარე, რაც მთელი ბავშვობის განმავლობაში განვიცდიდი. სულ მენატრებოდა მამა, რომლის სახე ბუნდოვნად მახსოვდა, რადგან, 4 წლის ვიყავი, რომ მიგვატოვა და იმის მერე მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემს სანახავად და მაშინაც ძალიან მალე წავიდა. მისი ზრუნვის ერთადერთი გამოხატულება ის იყო, რომ დედაჩემს ფულს უგზავნიდა ხანდახან. ისიც კარგად მახსოვს, დედა ყოველ დილით ნამტირალევი თვალებით რომ გამოდიოდა თავისი ოთახიდან, მერე მთელი დღე ცდილობდა, ჩემთვის არ ეგრძნობინებინა თავისი ტკივილი და ძალით იმხიარულებდა თავს. რომ წამოვიზარდე, იმ დროიდან დღემდე, სულ თან დამყვება დედაჩემის სიბრალულის შეგრძნება. სულ სევდიანი ვიყავი ამის გამო და, არასდროს დავდიოდი ჩემს თანატოლებთან ერთად მხოლოდ იმის გამო, რომ დედა მარტო არ დამეტოვებინა. ბავშვებიც შეეჩვივნენ ამას, არსად აღარ მეძახდნენ და ამიტომ მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა თითქმის მეგობრების გარეშე გავატარე. ეს ყველაფერი ძალიან მწარედ მახსოვს და არ მინდა, ჩემმა შვილმაც იგივე გადაიტანოს. ამას მირჩევნია, მე ვეწამო. ყველაფერს ვაპატიებ, ოღონდ არ მიგვატოვოს.
მაია, 27 წლის.

скачать dle 11.3