კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ადამიანის უიღბლობისა და უფულობის მთავარი მიზეზი და როგორ გავხდეთ მეტად წარმატებული და შეძლებული

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ, საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ, დღესვე დაადგინოთ თქვენი უიღბლობის მიზეზი. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი ქალბატონი მარინე ამბობს, ფული ძალიან ჭირვეული სუბსტანციაა, ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თქვენი შემოსავალი ნეგატიური ემოციებისგან, შეინახოთ ის სწორად და მოიზიდოთ თქვენს საფულეში. ასევე, აუცილებელია სახლის სწორად მოწყობა და იმ ნივთის თავიდან მოშორება, რომელსაც უარყოფითი აურა აქვს და, შესაბამისად, ჩვენზეც უარყოფითად მოქმედებს.

მარინე: ფული კოსმიური ენერგიების მატერიალური განსახიერებაა. არიან ადამიანები, რომლებსაც ის თავს არიდებს, ან, პირიქით, მათკენ მიილტვის. ამიტომაა საჭირო იმის ზუსტად ცოდნა, თუ როგორ მოვიზიდოთ ის და რა გავითვალისწინოთ მასთან მიმართებაში. ვიცი, ბევრი თავს არ ზოგავს მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, მაგრამ ჯიბეში ფული არ უჩერდება. ერთი სიტყვით, მათთვის ფულს ბარაქა არ აქვს. მე ყველას ვეუბნები, რომ უბარაქობის ძირითადი მიზეზი პიროვნების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. ამ არხს „ბარაქის არხი” ეწოდება და, თუ ადამიანი რეინკარნაციულად არ არის იმ პროფესიის მქონე, რითაც ბარაქა უნდა მოიზიდოს და შეინარჩუნოს, მის საფულეში ფული ნამდვილად არ გაჩერდება. ასე რომ, თუ გინდათ, მატერიალურად გამართული და წარმატებული იყოთ, პროფესია რეინკარნაციული კუთხით უნდა აირჩიოთ. ასევე, ასტრალური სხეული ცხოველებთან გვაკავშირებს, ეთერული სხეული კი – მცენარეებთან.
– გამიგია, რომ ბარაქის მოზიდვაში მცენარეები და ცხოველებიც გვეხმარებიან. 
– ბარაქის მოზიდვაში მცენარეები და ცხოველები მართლაც აქტიურ როლს თამაშობენ. ამიტომ, კარგია, თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მათ სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებთ და ხშირად მიეფერებით და მიეალერსებით. მაშინ ისინიც ანალოგიურად გიპასუხებენ და ასტრალურ მატერიალურ არხზე დადებითად იმოქმედებენ თავიანთი დადებითი აურით, რომელსაც თქვენკენ გამოტყორცნიან. მცენარეებიდან კი, ბარაქის მოზიდვის თვალსაზრისით, ყველაზე კარგია გვიმრა და კალანჰოე. გვიმრა ფინანსების არხს ხსნის ოჯახში, კალანჰოე კი მის მოსაზიდად ჯანმრთელობას გვიძლიერებს ადამიანებს. გარდა ამისა, თუ გსურთ, ბევრი ფული გქონდეთ, ატარეთ დიდი ზომის საფულე და მასში აუცილებლად ჩადეთ ფურცელზე თქვენი ხელით დაწერილი ის სურვილი, რომლის ახდენაც გინდათ. ასევე, კარგია „ბულავკაზე” წამოცმული გიშრის თვლის საფულით ტარება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ადრე ჩვენი წინაპრები, ახალდაბადებულ ჩვილს აუცილებლად უმაგრებდნენ სამოსზე „ბულავკაზე” წამოცმულ გიშერს, რადგან ითვლებოდა, რომ ეს თილისმა მას სამომავლოდ ყველა სურვილის ასრულებაში დაეხმარებოდა, სასურველ მეორე ნახევარს აპოვნინებდა და ავი თვალისგან დაიცავდა. აგრეთვე, გაეცით გაჭირვებულებზე თუნდაც მცირედი თანხა და ის მალევე გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. სახლში კი აუცილებლად დადგით გამჭვირვალე ბროლის პატარა ლარნაკი, ჩაასხით მასში წყალი და ჩაყარეთ ხურდა ფული, ოღონდ, აუცილებლად ვერცხლისფერი მონეტები – ის სახლში ფულის ენერგიას ადვილად მოიზიდავს და ოჯახის ბიუჯეტი მუდამ შევსებული გექნებათ. საკმაოდ მარტივი წესია, მაგრამ, უძველესი და გამოცდილი მეთოდია მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად. თუმცა, ბევრი არ მეთანხმება და ჯიუტად ამბობს, ამ ყველაფრის გათვალისწინება იგივეა, რომ ცრურწმენებს ავყვეთ და ფეხი-ფეხზე გადადებულები დაველოდოთ, როდის გავმდიდრდებითო. მე ამას ნამდვილად არ ვამბობ, როგორც იტყვიან, გამგები გამიგებს. მესმის, ისეთი დროა, რეალობის დაჯერება გვიჭირს და ილუზიებში ცხოვრება გვირჩევნია, მარტო ოცნებით კი არაფერი გამოდის. თუ იშრომებთ და თან იმასაც გაითვალისწინებთ, რაზეც გესაუბრეთ, მერწმუნეთ, ყველაფერი რიგზე გექნებათ. ზოგს ერთ დღეში უნდა გამდიდრება, მაგრამ, ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. ჩემი ახლობლები ადრე სულ მეუბნებოდნენ: რა ეზოთერიკა, რის პარაფსიქოლოგია, კაცმა შენი ბედი შენვე უნდა მართო, იწვალო, იშრომო, რომ ლუკმაპური ჭამოო. მაგრამ, როცა გაუჭირდათ და მიხვდნენ, რომ ბედის მართვა და ლუკმაპურის შოვნა არც ისე ადვილია, ამასაც შნო უნდა და ცოტა სწორედ იმ ეზოთერიკულ-პარაფსიქოლოგიური რჩევების გათვალისწინებაც, მერეღა მომაკითხეს და  დარწმუნდნენ, რომ მე მათ ცუდს არ ვურჩევ. მტერი ხომ არ ვარ?!
– ამბობენ, ოთახში კედელზე დაკიდებულ სურათებს უდიდესი მაგიური ძალა გააჩნია და ის ადამიანის ბედზე, შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე დიდ გავლენას ახდენსო. ეს თუ არის სიმართლე?
– რასაკვირველია, სიმართლეა. იმ სურათებს, რომლებიც უარყოფითი ენერგიით გაჯერებულ ბინაში ეკიდა, ძალიან საშიში აურა აქვს. თუ ისინი მემკვიდრეობით გერგოთ ან ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინეთ და დაკიდეთ თქვენს საცხოვრებელ ბინაში, იცოდეთ, რომ მათგან წამოსული ნეგატიური იმპულსი თქვენს ცხოვრებას საშიშროებას შეუქმნის როგორც ბედის, ისე ჯანმრთელობისა და შემოსავლების მხრივაც. ასევეა ავეჯიც. მახსოვს, ჩემს მეგობარს ბებიამ მემკვიდრეობით დაუტოვა ანტიკვარული კომოდი. მანაც ჩამოიტანა ის რაიონიდან და სახლში დაიდგა. ერთი თვეც არ გასულა, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი დასუსტდა, დაეწყო პრობლემები მეუღლესთან, ვალებში გადავარდა. ერთი სიტყვით, ცხოვრება გაუუარესდა. ჩემთან რომ მოვიდა და შემომჩივლა, მაშინვე ვუთხარი: ის კომოდი მოაშორე-მეთქი. გაეცინა – ის რა შუაშია, უბრალოდ, ეტყობა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდიც უნდა დამდგარიყოო. ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, მე ხომ ვიცი, ბებიაშენის სახლში რა აურაც ტრიალებდა. უმძიმესი ცხოვრება განვლო იმ საცოდავმა და, ის აურა ამ ავეჯმა შეიწოვა, შეინახა და ახალ ადგილას გადმოტანილმა თან წამოიღო-მეთქი. სხვა მაგალითებიც მოვუყვანე და იმდენი ველაპარაკე, დავითანხმე, ის კომოდი ისევ უკან წაეღო. გეფიცებით, დღესაც მადლობებს მიხდის. ასევე, ეცადეთ, თქვენს ბინაში მაგიდა და წიგნების თაროები მუდამ მოწესრიგებული გქონდეთ. არ ვარგა, როცა მაგიდაზე ბევრი ნივთი დევს, წიგნის თაროზე კი „აურზაურია”. ერთია, რომ სახლში მაგიდისა და წიგნის თაროს მიხედვით მიხვდებით, თუ როგორი მოწესრიგებულია დიასახლისი და, მეორეა, როცა ამით სახლში დადებითი ენერგიის მოზიდვა და ფინანსური კვანძის გახსნა ხდება. ზოგადად კი ბინაში ნებისმიერ საგანს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორგანიზმის თითოეულ ნაწილს – ჯანმრთელობისთვის. ამას თუ გაითავისებთ, თუ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევებს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ ბინაში, ამით საკუთარ კეთილდღეობას შეუწყობთ ხელს.

скачать dle 11.3