კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუზმეზე რძე და ბანანი მიირთვით

დილა საუკეთესო დროა ნივთიერებათა ცვლის ოპტიმიზაციისთვის. ამიტომ, აუცილებლად ისაუზმეთ დილით, რადგან, თქვენ მიერ მიღებულ საკვებზე ბევრადაა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად დახარჯავთ კალორიებს მთელი დღის განმავლობაში.
ღამით სასიცოცხლო პროცესები ნელდება, ამიტომ, აქტიური გამოფხიზლება დილითაა საჭირო. მაგიდას გამოღვიძებიდან არაუგვიანეს ერთი საათის შემდეგ მიუჯექით, მაშინაც კი, როცა მადა არ გაქვთ და საერთოდ არ გშიათ.
უმჯობესია, დილით ნახევარი ჭიქა შვრიის ფაფა, ნახევარი ჭიქა რძე და ერთი ცალი ბანანი მიირთვათ, ან, ერთი ცალი მოხარშული კვერცხი ჭამოთ და გრეიპფრუტი დააყოლოთ.
ახალგამოღვიძებულმა, აუცილებლად დაუთმეთ რამდენიმე წუთი ვარჯიშს: ოცჯერ მაინც ჩაბუქნეთ და გააკეთეთ აზიდვები – ასე თქვენს ორგანიზმს არა მარტო გამოაფხიზლებთ, არამედ, ნივთიერებათა ცვლის პროცესებსაც დაირეგულირებთ.

ახდენს თუ არა გავლენას მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაზე არასწორი კვება
უამრავი ოჯახი ინგრევა დღეს არასრულყოფილი ინტიმური კავშირის გამო. ამას ძირითადად ორი მიზეზი აქვს: ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური. სექსუალური პრობლემების გადასაჭრელად, მთავარია, მოიძებნოს მიზეზი და დაისვას სწორი დიაგნოზი.
სექსუალური პრობლემების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგალითად: ჰიპერტონია, სიმსუქნე, სხვადასხვა ინფექცია, ასაკი და ნიკოტინიც კი. პოტენციის დაქვეითება კაცს არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს, უკარგავს თვითრწმენას, იწვევს დეპრესიას და ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამძიმებს მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ მდგომარეობას. ასეთი პრობლემები უამრავ მამაკაცს აქვს. არადა, ძალიან ხშირად, ადვილად შეიძლება ამ გართულებების თავიდან აცილება და დაქვეითებული ერექციის სრული აღდგენა, თუკი ჯანმრთელობას ყურადღებას დროულად მიაქცევთ. ამისთვის საჭიროა იმ მიზეზების ცოდნა, რაც მამაკაცებში სქესობრივ დარღვევებს იწვევს.
განსაკუთრებით ბოლო წლებში, ერთ-ერთ ასეთ მიზეზად არასწორი კვება სახელდება. ამ დროს ირღვევა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნორმალური ცვლა, შედეგად, სისხლში შაქრის დონე იმატებს, რაც ხელს უშლის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის გამომუშავებას და ანელებს მათ ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას. თუ სისხლში შაქრის დონე დროულად დარეგულირდება, თავისუფლად შეიძლება ამ ფუნქციის აღდგენა, ხოლო, თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევთ, მომავალში, შეიძლება, უნაყოფობაც გამოიწვიოს.
კაცებისთვის, რომლებსაც ზედმეტი წონის გამო აქვთ სექსუალური დარღვევები, დამახასიათებელია ტესტოსტერონის ჰორმონის ნაკლებობა. სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა იწვევს სისხლის შესქელებას, სქელი და ბლანტი სისხლის მიმოქცევა კი უფრო ნელია, რის გამოც ფერხდება ქსოვილების უზრუნველყოფა ჟანგბადითა და მკვებავი ნივთიერებებით. სისხლძარღვები გაჯერებულია ზედმეტი შაქრით, სქელდება და ქსოვილისა თუ ორგანოებისთვის აუცილებელ ნივთიერებებს ცუდად ატარებს. სწორედ ეს უშლის ხელს ერექციას. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზმი კარგავს დიდ ენერგიას და კუნთები სუსტდება, რაც იწვევს ქრონიკულ დაღლილობას და, საბოლოოდ – დეპრესიას.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ზომების მიღება, უპირველესად კი – სისხლში შაქრის დონის შემოწმება. თუ შაქრის დონე აწეულია, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაარეგულიროთ და შემდეგაც ხშირ-ხშირად შეამოწმოთ. რაც უფრო დიდი ხნით იქნება სისხლში ჭარბი შაქარი, მით მალე დაიწყება პრობლემები სქესობრივ ცხოვრებაში.
სპეციალისტები მამაკაცებს არ ურჩევენ ტკბილეულის ჭარბად მიღებას. არასწორი კვება ზოგიერთის აღნაგობაზე არ აისახება, მაგრამ სისხლში ცვლილებები უმრავლესობას აღენიშნება. შაქარმა, შეიძლება, ცხოვრება სერიოზულად გაგირთულოთ და საყვარელ ადამიანთან პრობლემები შეგიქმნათ!

სახის თითოეული ნაწილი გარკვეულ ორგანოს უკავშირდება და მის მდგომარეობაზე გვაძლევს
ინფორმაციას


სახის ქვედა ნაწილში გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია; ასევე, შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ასეთი დარღვევები ამ ორგანოების დაძაბვაზე მეტყველებს. ხოლო, თუ გამონაყარი შუბლზე, ცხვირზე ან ზედა ტუჩზე ჩნდება ხშირად, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. ასე რომ, თუ ნაწლავის პრობლემებს დროზე მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.
თვალების ქვემოთ, უპეების შესიება საშარდე ბუშტის ანთებას მოასწავებს. თვალების ქვეშ შავი რგოლები – ღვიძლის პრობლემის ბრალია, ხოლო მოლურჯო შეფერილობის რგოლები – თირკმელების დაავადების ნიშანი.
სხეულზე გამონაყარიც გარკვეული ინფორმაციის შემცველია: ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი იმაზე მიანიშნებს, რომ ლიმფური ქსოვილები წესრიგში არ არის; გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში კი ღვიძლის ფუნქციის დარღვევებზე მეტყველებს.
ღამით ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ ეს ტოქსინები ხდება გამონაყარისა და სახის ფერის ცვლილების მიზეზი. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას. ასევე, გირჩევთ, ყოველდღიურად დალიოთ მინერალური წყალი.

ისპანახი კარგია ანემიის, ჰიპერტონიისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ
ისპანახი ბევრ მნიშვნელოვან, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. კერძოდ: ცილას, კაროტინს, B1, D, E, H და K ვიტამინებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, რკინასა და იოდს. ასეთი შემადგენლობის გამო, ის დიეტურ საკვებად გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა: სისხლის პათოლოგია და ტუბერკულოზი. რკინის შემცველობის გამო, ისპანახი კარგია ანემიის დროს, საპონინების მოქმედებით ძლიერდება პერისტალტიკა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეცია კარგად მოქმედებს ყაბზობისა და მეტეორიზმის დროს. გარდა ამისა, ის რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.
ისპანახს აქვს ანტირაქიტული ზემოქმედება. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება პარადონტოზის საწინააღმდეგოდაც.
ისპანახი არ შეიძლება მათთვის, ვინც დაავადებულია ნიკრისის ქარით, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიით.

გაიწმინდეთ ორგანიზმი წიდებისა და ტოქსინებისგან
თუ ორგანიზმს პერიოდულად არ წმენდთ ტოქსინებისა და წიდებისგან, ამით საფრთხეს უქმნით ჯანმრთელობას.
დაგროვილი ტოქსინებისა და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდის ბევრი ხალხური საშუალება არსებობს:
* ყოველ საღამოს, ძილის წინ, ერთი თვის განმავლობაში, 1 სადილის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს დაასხით ერთი ჭიქა კეფირი ან მაწონი და მიირთვით.
* დაიცავით შემდეგი სახის დიეტა ერთი კვირის განმავლობაში. მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული, უცხიმო, ბოსტნეულის მსუბუქი სუპები, ხილი, წვენები, ბალახების ჩაი, გაზგასული მინერალური წყლები.
* კვირაში ორჯერ ორგანიზმს მოუწყვეთ განტვირთვის დღე და მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები. სასურველია, ამ დროს უპირატესობა გოგრის წვენს მიანიჭოთ.
* აფთიაქში შეიძინეთ მინდვრის შვიტა და ორი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ჩაის სახით მიირთვით.
* ყოველ დილით დალიეთ ცივი წყალი, რომელშიც 2 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს, 1 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარსა და 1 კოვზ თაფლს გაურევთ.

ასაკის მატებასთან ერთად, ჭამეთ ბევრი ხაჭო, მაწონი, მარცვლეული და სეზონური ხილი
ასაკთან ერთად მკვეთრად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკიც. პროფილაქტიკისთვის ხალხურ მედიცინაში აპრობირებული მეთოდები დაგეხმარებათ.
მოხარშეთ 8 ცალი კვერცხი და გაფცქვენით. ნაჭუჭს მოაშორეთ აპკი, ნაჭუჭი კარგად გააშრეთ და დაფქვით. დააწვეთეთ ლიმონი და მიიღეთ დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.
ჩვენი საკვები რაციონი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და ბალასტური ნივთიერებებისგან შედგება, არადა, ხანდაზმულობის დროს აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ოპტიმალური ბალანსის დაცვა.
 ასაკის მატებასთან ერთად, ფერხდება ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების ათვისება, მათ სიჭარბეს კი შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის განვითარება მოჰყვეს. ამიტომ, შეამცირეთ თქვენს რაციონში ცომეულის, ბრინჯისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ, ისინი ჩაანაცვლოთ ჩირით, ნაკლებად ცხიმიანი ყველით და ასე შემდეგ.
რძის პროდუქტებიდან აუცილებელია მაწონი და ხაჭო. ისინი ხელს უშლის ნაწლავებში ლპობის გამომწვევი მიკრობების წარმოქმნას, არეგულირებს წვრილი ნაწლავის მუშაობას, ებრძვის კოლიტს, ანუ შეკრულობას და ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ცხიმები კი, ეცადეთ, შეამციროთ. ჭამეთ რაც შეიძლება ნაკლები ქოლესტერინის შემცველი პროდუქტი, მაგალითად, ღვიძლი, ენა, კვერცხის გული. ხშირად გამოიყენეთ მცენარეული ცხიმი და მოერიდეთ ცხოველური ცხიმების მოხმარებას.
ასევე, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა მინერალურ მარილებზე, კერძოდ, რკინაზე, მაგნიუმზე, კალციუმსა და სელენზე. ამ ელემენტებს კი დიდი რაოდენობით შეიცავს ქლიავი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და გარგარის ჩირი.
იმისთვის, რომ ორგანიზმი საკმარისი ვიტამინებით მოამარაგოთ, ხშირად მიირთვით ბოსტნეული, კერძოდ, ნიორი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი, წიწაკა; ასევე, ხილი – ჟოლო, ცირცელი და ასე შემდეგ, რადგან მათში ბევრია ბეტა-კაროტინი, B, C და E ვიტამინები.
ბალასტური ნივთიერებებით კი მდიდარია ქატო და მარცვლეული. ეს პროდუქტები მკვეთრად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ჰიპერტონიისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.

ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტია
ბოლოკში ბევრი უჯრედისია, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. იმ სალათებს კი, რომელშიც ბევრი კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლებია, ორგანიზმი იოლად ითვისებს.
თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, ბოლოკის წვენი უნდა მიიღოთ სტაფილოს წვენთან ერთად. შეგიძლიათ, მას მწიკვი მარილიც დაუმატოთ. ნაზავი დალიეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ. ეს წვენი კარგია სისხლნაკლებობის დროსაც.
ბოლოკი კარგი ანტიდეპრესანტიცაა. ამიტომ, თუ გუნება-განწყობა გაგიუარესდათ, გირჩევთ, ჭამოთ ბოლოკისა და მწვანილის ზეთმოსხმული სალათა.

скачать dle 11.3