კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაწუხებს ჰაერის უკმარისობა. ხველა არ მაქვს, არც გაციებული ვარ. მაინტერესებს, რა დაავადების სიმპტომია ეს?
პასუხი:  ჰაერის უკმარისობის მიზეზი, შესაძლებელია, იყოს სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება; გარდა ამისა, ეს ჩივილი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვეგეტონევროზული აგზნებადობის მატებითაც. მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც გასინჯვისა და გამოკვლევების საფუძველზე დაადგენს დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის დანიშნულებას ან გადაგამისამართებთ სპეციალისტთან.
კითხვა: 3 წლის გოგონა მყავს. უმი კარტოფილი უყვარს, ვაშლივით ჭამს. რას ნიშნავს ეს, რამის ნაკლებობაზე ხომ არ მიუთითებს?
პასუხი:  მართალია, უმი კარტოფილი კალიუმის წყაროა და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას; გარდა ამისა, ორგანიზმს ეხმარება შლაკების გამოტანაში, მაგრამ, ბავშვებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მისი გადამუშავება ძნელია, დიდი რაოდენობით მისი მიღება სასურველი არ არის; არის თუ არა ორგანიზმში რაიმე მიკროელემენტის დეფიციტი, ამისათვის უნდა მიმართოთ პედიატრს, შესაძლოა, დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზისა და კალიუმის განსაზღვრა.
კითხვა:  ჩემი ქმარი გაკაწრა ძაღლმა და გაიკეთა 3 აცრა, ბოლო – 4 ივლისს. რამე გავლენას ხომ არ მოახდენს ჩემს დაორსულებაზე? თუ თავის შეკავებაა საჭირო?
პასუხი:  ნუ ღელავთ, აცრა ორსულობის დადგომაზე ზეგავლენას არ მოახდენს.
კითხვა: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიდან რომლებზე კეთდება აცრა?
პასუხი:  კონტაქტამდე ვაქცინაცია წარმოადგენს ზოგიერთი სგგდ–ების (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს. ვაქცინაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ რეკომენდებულია ყველა არაინფიცირებული, არავაქცინირებული პირისათვის, რომლებმაც სგგდ-ებზე გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას.
ადამიანის პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო კვადრივალენტური ვაქცინა (HPV ტიპი 6, 11, 16, 18) რეკომენდებულია ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენლისათვის, 9-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში. კვლევები სხვა სგგდ-ის ვაქცინაციის შესახებ ამჟამად მიმდინარეობს.
კითხვა: ადამიანიდან ადამიანზე თუ  გადადის ცოფი და როგორ?
პასუხი:  ცოფით ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება იშვიათია. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით მეორე ადამიანის დაზიანებული საფარველის ინფიცირების შედეგად, დასაშვებია ადამიანიდან ადამიანზე ჰიდროფობიის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობა.

скачать dle 11.3