კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს ერთმანეთი დედმამიშვილებმა და ვის ეძებენ საქართველოდან რუსეთში

50 წლის ქეთევან არსენის ასული ოქრუაშვილი ეძებს დაახლოებით 58-60 წლის ტარიელ არსენის ძე ოქრუაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, ტარიელ არსენის ძე ოქრუაშვილს. ის ამჟამად დაახლოებით 58-60 წლის უნდა იყოს. ჩემი ძმა 26 წლის წინ წავიდა რუსეთში სამუშაოდ. მას შემდეგ, რაც ძმასთან კავშირი არ მქონია, უკვე დიდი დროა გასული. ვიცი, რომ ის მუშაობდა გამცილებლად მატარებელზე „მოსკოვი-ადლერი“ – შეიძლება, ეს ინფორმაცია მის პოვნაში დაგეხმაროთ. მე და ჩემი ძმა ფიზიკურად ძალიან ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ, სამწუხაროდ ძმის ფოტო არ მაქვს, რადგან ქუთაისში, ძველ სახლში დავტოვე, მე კი ამჟამად ბოლნისში ვცხოვრობ.
– როგორ დაკარგეთ დედმამიშვილებმა ერთმანეთი და რატომ არ გახსოვთ ძმის ზუსტი ასაკი?
– ჩემი ძმა, ტარიელი, 26-27 წლის წინ წავიდა რუსეთში სამუშაოდ. მშობლები ადრე დავკარგეთ. მოხდა ისე, რომ ძმის ზუსტი ასაკი არ მახსოვს, მაგრამ, ვიცი, რომ დაბადებულია 21 სექტემბერს, ქალაქ ქუთაისში. ახლა ტარიელი დაახლოებით 58-60 წლის უნდა იყოს. მას შემდეგ, რაც რუსეთში წავიდა, მასთან კავშირი თითქმის არ მქონია. ყველანაირად ვცდილობდი მის მოძებნას, ინტერნეტშიც ვეძებდი, მაგრამ, ვერ ვიპოვე. სანამ რუსეთში წავიდოდა, აქ ოჯახი არ ჰქონია. ამჟამად კი, შეიძლება, უკვე დაოჯახებულიც არის და შვილებიც ჰყავს. მას შემდეგ, რაც თქვენი რუბრიკის შესახებ გავიგე, ძმის პოვნის იმედი გამიჩნდა და მაშინვე დაგიკავშირდით.
– 26 წელი დიდი დროა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ტარიელი ერთხელაც არ დაგკავშირებიათ?
– როდესაც ჩემი ძმა რუსეთში წავიდა, იმ პერიოდში მე ჯერ კიდევ ქუთაისში ვცხოვრობდი, ახლა კი, რახანია, ბოლნისში ვცხოვრობ და მან ჩემი ახალი მისამართი არ იცის. მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ქუთაისში ვცხოვრობდი ტარიელი არც ერთხელ არ დამკავშირებია. როგორც უკვე გითხარით, ის რუსეთში მატარებლის გამცილებლად მუშაობდა „მოსკოვი-ადლერის“ ხაზზე. არ ვიცი, სად შეიძლება იყოს, რადგან, მისი მისამართი ან სხვა რაიმე კოორდინატი ჩემთვის უცნობია. ვფიქრობ, ის მთელს რუსეთში უნდა ვეძებო, რაც ჩემთვის შეუძლებელია. საერთოდაც, რთულია, მოძებნო ადამიანი, თუ მისი ბოლო საცხოვრებელი მისამართი არ იცი, სადაც ის ცხოვრობდა.
– მაინც, რას ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ძმასთან კავშირი დაკარგეთ?
– ჩვენ შორის კავშირის დაკარგვის პირველი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან; თან, ისეთი პერიოდი იყო, გვიჭირდა და დაკავშირებასაც ვერ ვახერხებდით ერთმანეთთან... ამასობაში კი წლებიც გავიდა. როგორც გითხარით, მეც შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი და ჩემმა ძმამ ამის შესახებ არაფერი იცის. ძალიან რთულია, როცა დედმამიშვილი შორს გყავს და წლების განმავლობაში არაფერი იცი მის შესახებ.
– როგორ ფიქრობთ, ის თუ გეძებთ?
– დარწმუნებული ვარ, რომ მეძებს, ანუ, უნდა ჩემთან დაკავშირება და იმის მიზეზიც აქვს, რომ ამას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, ჩამოსვლა რომ შეეძლოს, ჩამოვიდოდა საქართველოში და ვიპოვიდით ერთმანეთს. იმის იმედიღა მრჩება, რომ ის ჯანმრთელად და კარგადაა, ცუდზე ფიქრიც არ მინდა. იქნებ ცდილობს კიდეც ჩემთან დაკავშირებას და ვერ მიკავშირდება.
– ძმის პოვნის შემთხვევაში რას აპირებთ?
– მინდა, ვნახო ჩემი ძმა, იქნებ მან შეძლოს და ჩამოვიდეს საქართველოში. ამდენი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს და, ვეცდები, შევხვდეთ. იმედია, ის კვლავ რუსეთშია და სხვაგან არ არის წასული. მესმის, რომ რუსეთი ძალიან დიდია და მთელ რუსეთში მოძებნო ადამიანი, რომლის შესახებაც არც მისი ძველი მისამართი, ტელეფონის  ნომერი და არც სხვა ინფორმაცია არ გაგაჩნია, რთულია, მაგრამ მე მისი პოვნის მჯერა.


თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3