კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სთხოვა გუარამ მამფალმა პატიება გრიგოლ ხანძთელს ჯავახეთის საეკლესიო კრებაზე

ქართული ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს, გრიგოლ ხანძთელს საძმოში  ჰყავდა არა ერთი მოწაფე. ზოგიერთ მათგანს აღეძვრებოდა ხოლმე სურვილი („საღმრთო შური“) თავადაც გამხდარიყო დიდი საქმეების ორგანიზატორი, მონასტრების მაშენებელი. იმ დროს, მონასტერი მხოლოდ სასულიერო მოღვაწეობის კერა არ იყო. მონასტრებში მიმდინარეობდა დიდი კულტურული საქმიანობაც.
მამა გრიგოლის მეგობრებმა და მოწაფეებმა – თევდორემ და ქრისტეფორემ გადაწყვიტეს, თვითონაც გამხდარიყვნენ მონასტრის დამაარსებლები. არ განუცხადეს თავისი განზრახვა მამა გრიგოლს, მოძღვრის კურთხევის გარეშე მიატოვეს საძმო და ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოდან გაემგზავრნენ სხვა ქართულ სამეფოში – აფხაზეთში. მათ თან რამდენიმე ძმაც წაჰყოლია.
ერთ დღეს გზად სამცხეში, ცნობილი ფეოდალის, დიდაზნაურ მირიანის მამულში გაჩერდნენ ღამის გასათევად, მინდორში. იმ დროის დიდი აზნაური შემდეგდროინდელი დიდი თავადის რანგი იყო.
აქ ისინი ნახეს მირიანის მსახურებმა  და აუწყეს თავის ბატონს. თვითონ მირიანი ეახლა მამებს და თავმდაბლად სთხოვა, სწვეოდნენ სასახლეში.  მეორე დილით გააცნო ბერებს ჯერ თავისი მეუღლე კრავაი, მორწმუნე ქალბატონი და მერე კი თავისი სამი პატარა ვაჟი წარუდგინა. როცა წმინდა მამებმა დალოცეს მირიანი, კრავაი და ბავშვები. დიდაზნაურმა მიმართა მეუღლეს:
– ახლა ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ და მივაბაროთ ქრისტეს მოწაფეებს ჩვენი ერთ-ერთი შვილი. რომელი ამოვარჩიოთ?
– ჩემო ბატონო, შენი შვილები არიან და რომელსაც ბრძანებ, უფლის გამორჩეული ის იქნებაო, – უპასუხა კეთილშობილმა კრავაიმ ქმარს.
მაშინ მირიანმა უმცროსი ვაჟი გამოარჩია მონაზვნად და უდაბნოს მამათა სულიერ შვილად. დაალოცინა წმინდა მამებს და თვითონ ჩააცვა მოწესის სამოსი. ბერებმა პატარა მორჩილს არსენი უწოდეს და მამამისს შეპირდნენ, მის ვაჟს მამა გრიგოლს დაუმოწაფებდნენ და მათთან იქნებოდა საძმოში. თვითონ კი გაემგზავრნენ აფხაზეთში.
აფხაზთა მეფე დემეტრე მეორემ დიდი სიხარულითა და პატივით  მიიღო მის სამეფოში გადასული ძმები.
საძმოდან მოწაფეების წასვლის ამბავი როგორც კი შეიტყო ნეტარმა გრიგოლ ხანძთელმა,  მათ საძებრად გაემგზავრა. ისინი მისი მოწაფეები იყვნენ, და ალბათ, მოძღვარი მიიჩნევდა, რომ ჯერ არ იყვნენ მზად დამოუკიდებელი მოღვაწეობისთვის. თან, მათ ხომ საძმოს განაწესიც დაარღვიეს. ეს კი ცუდი მაგალითი შეიძლება, ყოფილიყო სხვებისთვის.
გრიგოლ ხანძთელი და მისი ოთხი  მოწაფე მამა თევდორესა და  ქრისტეფორეს ძიება-ძიებაში კლარჯეთიდან ქართლში გადავიდნენ. მამა გრიგოლმა იქ ნახა ერთი ყრმა, ეფრემი, რომელიც ძალიან მოეწონა და დაიმოწაფა.
„უდაბნოს ვარსკვლავად“ წოდებულმა წმიდა გრიგოლმა უთხრა ეფრემს: დავბრუნდები და თან წაგიყვან ხანძთაშიო და თვითონ აფხაზეთში გადავიდა.
აფხაზეთში მამა გრიგოლმა იპოვა თავისი მოწაფეები და უკან წამოიყვანა. გზაში თევდორემ და ქრისტეფორემ მოძღვარს უამბეს მირიანის ძის, არსენის ამბავი. გრიგოლ კლარჯეთის მონასტრების არქიმანდრიტმა ძალიან გაიხარა და უთხრა: ღვთის მადლით, რჩეული იყოს საძმოს მოწესეთა შორის და დიდად დამსახურებული მოღვაწე გახდესო. მანვე უამბო თავის მოწაფეებს ყრმა ეფრემის შესახებ.
ყველა ერთად, სიხარულით გაემგზავდა ჯერ ეფრემის, მერე კი არსენის წამოსაყვანად.
აღსაზრდელად „უდაბნოს ვარსკვლავმა” ეფრემი და არსენი თევდორესა და ქრისტეფორეს ჩააბარა.
ხანძთელ ბერებს ძალიან გაუხარდათ ძმების დაბრუნება. თუმცა, ზოგიერთს არ მოეწონა პატარა მორჩილების მოყვანა მონასტერში და ეს უთხრეს „უდაბნოს ვარსკვლავს.” მოძღვარმა დაარწმუნა ისინი თავისი გადაწყვეტილების სიმართლეში და მართლაც, მომავალმა ყველას აჩვენა, რომ არსენი და ეფრემი გამორჩეული წმიდანები გახდნენ.
თევდორემ და ქრისტეფორემ ღირსეულად აღზარდეს თავისი მოწაფეები.
გავიდა წლები.
უფროსი ეფრემი აწყურის მღვდელმთავრად გამოარჩიეს. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.
შემდგომ კი, არსენი მცხეთაში, ქრისტეს კვართის სამკვიდრებელში კათალიკოსად აირჩიეს.
ეპისკოპოსთა ნაწილი განაწყენდა არსენის მამაზე, მირიანზე – ჩვენს უკითხავად სამცხის ეპისკოპოსებს დაადგენინა თავისი ძე კათალიკოსადო.
კათალიკოს არსენის თანააღზრდილი ეპისკოპოსი ეფრემიც, ამ მღვდელმთავართა მსგავსად, არსენის არჩევას უკანონოდ და მძლავრობად მიიჩნევდა.
მათ მხარეს იყო გუარამ მამფალი, აშოტ კურაპალატის ძე, რომელიც მირიანისადმი გულძვირად გახლდათ.
მისი ბრძანებით, შეკრიბეს ეპისკოპოსები და მეუდაბნოე მამები ჯავახეთში.  ყველა მოელოდა მამა გრიგოლისა და კლარჯეთელი მამების მოსვლას. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა:
– მოვა ვარსკვლავი უდაბნოთა და იგი იტყვის გადამწყვეტ სიტყვასო.
ამ საუბარში რომ იყვნენ, დაინახეს სახედარზე მჯდომი გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მათკენ მოემართებოდა. მისი უბრალო ბერული ტანსაცმელი გაბრწყინებულ სამოსად ეჩვენათ, ხოლო ბერის თავსაბურავი კუნკული კი – უძვირფასესი თვლებით მოჭედილ გვირგვინად.
ყველა ღვთის დიდებითა და სიხარულით მიეგება ღვაწლმოსილ არქინამდრიტს.
მალე მოვიდა ეფრემ მაწყვერელი – პირველად თავის მოძღვარს, მამა გრიგოლს მიესალმა, მერე სხვებს.
„უდაბნოს ვარსკვლავმა” განზე გაიხმო თავისი მოწაფე და უთხრა:
– გაფიცებ, წმინდა მღვდელმთავრობის მადლს, ნუ დაუპირისპირდები შენს სულიერ ძმას, არსენს.
– ვერ გადავუდგები ჩემი ძმების, ეპისკოპოსების მართალ საქმეს. ამიერიდან არ ვარ არსენის ცხვარი და არც ისაა ჩემი მწყემსიო. – უპასუხა ეპისკოპოსმა ეფრემმა.
მაშინ მოძღვარმა მწყრალად უთხრა:
– თუ ამას გააკეთებ, მეც უარმყოფ, აღარ ვარ შენი მოძღვარიო!
სულიერი მამის ამგვარმა სიტყვებმა აატირა დიდი ეფრემი:
– მკაცრია შენი სიტყვები, მახვილზე მეტად მჭრელი! იყოს ნება შენი და არა ჩემი, წმიდაო ღმრთისაო! – დაემორჩილა აღზრდილი აღმზრდელს.
„უდაბნოს ვარსკვლავმა” უთხრა ნეტარ ეფრემს:
– არსენის კათალიკოსობა ღვთის ნებაა. ის ღირსია ამისა, თუმცა მამამისმა მირიანმა იჩქარა, ცუდად განაგო საქმე და დააშავა. კარგია, რომ მიჯერებ, რადგან სიბრაზის დროს, ღვთისთვის მოსაწონი სიმართლე არ დგინდება. არსენის ბრალი ჩემზე იყოსო.
შეატყობინეს გუარამ  მამფალს გრიგოლ ხანძთელისა და ეფრემ მაწყვერელის მოსვლა. ის სიხარულით მიესალმა და მდაბლად მოიკითხა. მალე კრებაც დაიწყო. კრებას მიმართა ჯავახეთის, სამცხის, თრიალეთის, ტაშირის, აბოცის, არტაანის ხელმწიფემ, ტფილისის ამირას შემპყრობმა ბაგრატიონმა. მან შეახსენა კრებას, რომ სჯულის კანონის მიხედვით, არ შეიძლება, მძლავრობით ეპისკოპოსისა და კათალიკოსის დასმა და შემდეგ გააკრიტიკა ამის მოქმედნი.
ყველა მამა გრიგოლს და მეუფე ეფრემს უყურებდა.
რომ დაასრულა სიტყვა მამფალმა, ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ეპისკოპოსებმა მეუფე ეფრემს მიმართეს, რაიმე თქვი, როგორ მოვიქცეთო.
მეუფე ეფრემმა განაცხადა: სადაც მამა გრიგოლი იყოს, იქ მე ვერ ვიკადრებ სიტყვის თქმასო.
მაშინ ხელმწიფემ სთხოვა არქიმანდრიტს, პირველად მას მიემართა კრებისთვის, როგორც უხუცესსა და ღვთისთვის სათნო ადამიანს. 
ზეცის კაცმა და ქვეყნის ანგელოზმა მიმართა მამფალს:
– ჯერ მღვდელმთავრებს უნდა ეთქვათ სიტყვა, მაგრამ რადგან გნებავს ვიტყვი, ისმინეთ ჩემი, მოხუცებული გლახაკის სიტყვები – არსენი ღვთის ნებით არის კათალიკოსი. მასზე ძვირის მთქმელები კი, რომლებიც არ შეინანებენ, შერცხვებიან ამ საწუთროსა და იმ ქვეყანაზეც.
არ მოეწონა ეს სიტყვები ბრძენ და ღვთისმსახურ ხელმწიფეს, რომელსაც, მირიანისადმი სიბრაზის გამო, არ უნდოდა თავისი აზრის შეცვლა.
გურამ მამფალს მამა გრიგოლმა აუხსნა, რომ არ უნდა განრისხებულიყო და შეახსენა – საეკლესიო კრებების დროს, მეფეები მხოლოდ ისმენდნენ სასულიერო პირების განმარტებებს და არ ერეოდნენ საქმის გადაწყვეტაში, რადგან ეს სულიერი მამების საქმე იყო და არა ერისკაცების. შეიძლება, მათი მსჯელობა სამართლიანი იყოს, მაგრამ ეს სჯულისა და მღდელთმოძღვართა შეურაცხყოფააო.
მაშინ მამფალმა მიმართა ეპისკოპოსებს, თქვენი განსაგებელია ეს საქმე და თქვენ განსაჯეთო.
ეპისკოპოსებმა აუხსნეს ხელმწიფეს, რომ სასწაულით გადაწყდა ყოველივე, როცა მოვიდა „უდაბნოს ვარსკვლავი” და უამბეს ბაგრატიონს რა ჩვენებაც იხილეს, როცა დაინახეს სახედარზე მჯდომი გაბრწყინებული გრიგოლ ხანძთელი.
თავზარი დაეცა გუარამ მამფალს და პატიება სთხოვა წმიდა არქიმანდრიტს.
– ქრისტემ შეგინდოს ყოველნი ბრალნი! – დალოცა ხელმწიფე ბერმა.
ასე დასრულდა ჯავახეთის კრება. ეს მოხდა დაახლოებით 860 წელს.
გუარამ მამფალმა ყველა სტუმრად მიიწვია. როცა პურობისას ღვინით გამხიარულდა ხელმწიფე, ეპისკოპოსებმა უთხრეს:
– აუცილებელი იყო არსენის მხლება. ამიერიდან ის იქნება ქართლის კათალიკოსი და სულიერი მოძღვარი. ახლა კი, ყველანაირი ეჭვი მოიხსნა, რათა ქრისტეს სარწმუნოებას ისევ მშვიდობით ვემსახუროთო.
– ამინ! – უპასუხა სახელგანთქმულმა ბაგრატიონმა.
არსენ დიდს ახარეს, ღვთის შემდგომ შენმა მოძღვარმა, მამა გრიგოლმა დაამტკიცა შენი კათალიკოსობაო. ისიც მადლობდა ღმერთს და თავის წმიდა მოძღვარს.
ეპისკოპოსი ეფრემი კვლავ სიყვარულით განეწყო კათალოკოს არსენისადმი.
გავიდა დრო.
მეომარი ხელმწიფე გუარამ მამფალი ბერად აღიკვეცა.
ეფრემ მაწყვერელს და არსენ პირველ საფარელს ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვით ქართველი ერის წინაშე. მათ კიდევ უფრო განამტკიცეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართველი ხალხი რწმენაში. ორივე წმიდანად შერაცხა ქართულმა ეკლესიამ.
არსენ საფარელი 27 წელი იყო ქართლის კათალიკოსად, ხოლო ეფრემ მაწყვერელი – 40 წელს მღვდელმთავრად.

скачать dle 11.3