კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩამარხეს 12 ყველაზე წარჩინებული სპარსელი ცოცხლად თავით მიწაში

ნაჩქარევად ნუ დავადანაშაულებთ ზოროასტრიზმის მიმდევრებს ადამიანის მსხვერპლად შეწირვის ადათში – ეს ტრადიცია სრულიად უცხოა მათი რელიგიისთვის. ბაბილონში სპარსელების ყოფნის დროს ის არსებობდა მხოლოდ როგორც ძველი რწმენის ნაშთი, რომელიც ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბდა ამქვეყნად წინასწარმეტყველ ზოროასტრის მოვლინებამდე და, მით უმეტეს, მესოპოტამიის მიწაზე სპარსელ ზოროასტრელთა მოსვლამდე. რაც შეეხება პირადად სპარსელებს, მათი რელიგია ასეთ მსხვერპლს არ ითხოვდა. მიუხედავად ამისა, სპარსელები რომ ადამიანის მსხვერპლშეწირვას მისდევდნენ, ეს არაერთხელ იხსენიება და ამის შესახებ თვით  ჰეროდოტე გვიყვება თავის სახელგანთქმულ „ისტორიებში,“ სადაც ის წერს, რომ ქსერქსეს ერთ-ერთი საომარი ლაშქრობის დროს, მისი ჯარები აღმოჩნდნენ ედონიის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ენაგოდისთან. აქ სპარსელებმა წინასწარ აშენებული ხიდით გადალახეს მდინარე და, როგორც ჩანს, მდინარის წარმატებით გადალახვის სამადლობლად, გადაწყვიტეს, მსხვერპლი შეეწირათ ღმერთებისთვის. როდესაც მათ გაიგეს, რომ „ენეაგოდი” თარგმანში „ცხრა გზას“ ნიშნავდა, „მათ ადგილობრივ მცხოვრებთა იმდენივე (ესე იგი, ცხრა) გოგო-ბიჭი შესწირეს ღმერთებს მსხვერპლად და თანაც ცოცხლად დამარხეს ისინი. მსხვერპლის ცოცხლად დამარხვა სპარსული წეს-ჩვეულებაა“. შემდეგ ჰეროდოტე წერს: „როგორც სხვადასხვა მონათხრობიდან გავიგე, ხანდაზმულ ასაკს მიღწეულმა ქსერქსეს ცოლმა ამესტრიდამ ბრძანა, როგორც ამბობენ, მიწისქვეშ მცხოვრები ღმერთის სამადლობლად, ცოცხლად დაემარხათ წარჩინებულ სპარსელთა 14 შვილი.

საინტერესოა, რომ სპარსეთის სხვა მეფემ – კამბიზმა, ისევ ჰეროდოტეს რწმუნებით, „ბრძანა, სრულიად უმიზეზოდ დაეჭირათ 12 ყველაზე წარჩინებული სპარსელი და ცოცხლად, თავით (თავქვე) ჩაემარხათ მიწაში“. თუმცა, შეიძლება, ეს იყო არა რიტუალური მკვლელობა, არამედ, ჩვეულებრივი სიკვდილით დასჯა, რომლის მიზეზებიც ჰეროდოტესთვის უცნობი დარჩა. რაც შეეხება ქსერქსეს, მისი არმია მრავალენოვანი იყო და, არ შეიძლება, გამოირიცხოს, რომ ედონიის ოლქში ადამიანთა მსხვერპლშეწირვა ჩატარებული იყო არა სპარსელების, არამედ დაქირავებული ჯარისკაცების ან სხვა სარწმუნოების ქვეშევრდომთა ინიციატივითა და სახელით. ზოროასტრიზმი გაბატონებული იყო აქემენიდთა დინასტიის მმარველობისას, მაგრამ, არა როგორც ერთადერთი კულტი სპარსეთის სამეფოსი. სახელმწიფო რელიგიად ის მოგვიანებით იქცა, სასანიდების დროს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ქსერქსეს ცოლს შეეძლო, უცხოტომელთა ღმერთებისთვის ეცა თაყვანი.
ჰეროდოტე ადამიანის მსხვერპლშეწირვის კიდევ ერთ შემთხვევას ასახელებს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 480 წელს მოხდა სპარსელთა არმიის მხრიდან, საბერძნეთ-სპარსეთის მეორე ომის დროს. ისტორიკოსი წერს: „ამასობაში ქსერქსეს ფლოტი ქალაქ ფერმიდან გამოვიდა და ათმა ყველაზე სწრაფმავალმა ხომალდმა პირდაპირ სკიფისკენ გაცურა. აქ ელინთა სამი მზვერავი ხომალდი იდგა: ტრეზენის, ეგინისა და ატიკის. თვალი მოჰკრეს რა შორიდან ბარბაროსთა ხომალდებს, ელინები გაქცევას შეეცადნენ. ბარბაროსები, პრაქსინის მეთაურობით, ტრეზენის ხომალდს დაედევნენ და მაშინვე ხელში ჩაიგდეს ის. შემდეგ მათ ხომალდის ცხვირთან ყველაზე ლამაზი მხედარი მიიყვანეს და განგმირეს (მათ ბედნიერების მომასწავებლად ჩათვალეს, რომ მათი ხელში ჩაგდებული პირველი ელინი ასეთი ლამაზი მამაკაცი იყო)“. თუმცა, შესაძლოა, ეს ბარბაროსები იყვნენ არა სპარსელები, არამედ ფინიკიელები, რომლებითაც ხდებოდა ძირითადად სპარსეთის მეფეთა ფლოტის დაკომპლექტება.
ლიდიაში მეფესა და მთელ მის ჯარს ადგილობრივი პირის – პიფიას სტუმართმოყვარეობით მოუწიათ სარგებლობა, რომელმაც, მასპინძლობის შემდეგ სპარსელებს შესთავაზა, საომარ ლაშქრობას დაგიფინანსებო. ქსერქსემ ფულის საჩუქრად მიღებაზე უარი განაცხადა. „იყავი ყოველთვის ასეთი, როგორიც ახლა ხარ და შენ არასოდეს მოგიწევს სინანული, არც ახლა და არც შემდგომში“, – უთხრა მეფემ თავის ახალ მეგობარს. მიმნდობმა პიფიამ სპარსელი მბრძანებლის სიტყვები წმინდა წყლის სიმართლედ მიიჩნია, რაც სულ მალე ინანა. ამის შესახებ დაწვრილებით გვიყვება ჰეროდოტე:
„გზაში ქსერქსესთან პიფია მივიდა და უთხრა: „მბრძანებელო! მე მსურდა, შენთვის მეთხოვა ის, რაც შენ შეგიძლია, ადვილად შეასრულო და, ჩემთვისაც შენი თანხმობა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება“. ქსერქსე შეჰპირდა, რომ ყველა თხოვნას შეუსრულებდა და უბრძანა ეთქვა, რაც უნდოდა. მეფის თანხმობით გახარებულმა პიფიამ უთხრა: „მბრძანებელო! მე ხუთი ვაჟი მყავს. ყოველ მათგანს წილად ხვდა, თან გხლებოდნენ ელადაზე გასალაშქრებლად. ოი, მეფეო, შეიცოდე ჩემი ხანდაზმულობა და გაათავისუფლე ჩემი ერთი, უფროსი შვილი ლაშქრობიდან, რათა მან მეურვეობა გამიწიოს მე და ჩემი ქონებაც მართოს. დანარჩენი ოთხი კი წაიყვანე ლაშქრობაში და გისურვებ შენ ბედნიერად დაბრუნებასა და შენი ჩანაფიქრების შესრულებას!“ ხოლო ქსერქსემ, ასეთი თხოვნით უაღრესად განრისხებულმა, უპასუხა: „არამზადავ! შენ გადაწყვიტე, შემახსენო შენი შვილის შესახებ მაშინ, როცა ელადაზე გასალაშქრებლად მიმყავს ჩემი საკუთარი შვილები, ძმები, ნათესავები და მეგობრები?! განა შენ მონა არა ხარ ჩემი, რომელიც ვალდებულია, მთელი თავისი სახლეულით მახლდეს თან?! ახლა კი იცოდე, რომ ადამიანის სული მის ყურებში ბინადრობს: თუ სულს რაიმე კეთილსასურველი ესმის, ის მთელ სხეულს სიხარულით ავსებს, ხოლო თუ საწინააღმდეგოს გაიგებს, სული მრისხანებით ხურდება. შენ მე მართლაც კეთილი საქმე გამიკეთე და მზადყოფნა გამოთქვი, იგივე გაგეკეთებინა, მაგრამ, შენ არ გმართებს ტრაბახი, რომ მეფეს აღემატე სიკეთით. ხოლო ახლა, როცა  შენი თავხედობა გამოაჩინე, შენ მაინც არ დაისჯები საკადრისი სასჯელით. შენ და შენს ოთხ შვილს შენი სტუმართმოყვარეობა გადაგარჩენთ, მაგრამ, ერთი, რომელთაგანაც შენ ყველაზე მეტი ერთგულება გაკავშირებს – სიკვდილით დაისჯება“. ასეთი პასუხის შემდეგ, ქსერქსემ მაშინვე უბრძანა ჯალათებს, მოეძებნათ პიფიას უფროსი ვაჟი, გაეჩეხათ იგი შუაზე, ერთი ნახევარი გზის მარჯვენა მხარეს დაეგდოთ, ხოლო მეორე – მარცხენა მხარეს, სადაც ჯარს უნდა გაევლო. ჯალათებმა შეასრულეს მეფის ბრძანება და ჯარმა ორად გაყოფილი სხეულის ნაწილებს შორის გაიარა“.
უნდა ითქვას, რომ ორად გაყოფილი სხეულის ნაწილებს შორის გავლა არ იყო უბრალოდ ჯარის დაშინების აქტი. ზოგიერთ ძველ ხალხებში ამ წეს-ჩვეულებას საკრალური ხასიათი ჰქონდა. ეს აღწერილია, მაგალითად, ძველი აღთქმის „დაბადების” წიგნში, ოღონდ, იქ ცხოველთა სხეულები იყო გამოყენებული. იმ დღეს, როცა უფალმა აღთქმა დადო აბრაამთან, მან „უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი“ (დაბ. 15,9). აბრაამმა „აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს“ (დაბ. 15,10). „მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა... ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრაამს...“ (დაბ. 15,17-18).

скачать dle 11.3