კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოდიოდა სტუმრებთან თაკო აბაშიძის ძაღლი პირში ჩადებული საცვლებით და რის გამო წავიდა მისგან საყვარელი ზაზუნა

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ცხოველებზე ისეთი სიყვარულითა და სითბოთი საუბრობს, როგორც მსახიობი თაკო აბაშიძე. მის სახლში კი ნამდვილი ეგზოტიკაა, სადაც ძაღლი, კატა, თევზები და ჩიტები თავიანთი პატრონის გვერდით თავს დაცულად გრძნობენ. როგორც თაკო ამბობს, მის სახლში ცხოველები ყოველთვის იყვნენ და, ისინი, ბევრი ადამიანისგან განსხვავებით, მეტი ერთგულებითაც გამოირჩევიან. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე აგრესიული ძაღლიც კი გრძნობს თაკოს კეთილგანწყობილ აურას მის მიმართ, ცდილობს, ფეხებთან დაუწვეს და ასე გამოხატოს ერთგულება და სითბო.

თაკო აბაშიძე: ცხოველები ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობიდან სულ იყვნენ ჩემს სახლში ძაღლი, ჩიტები, თევზები, ზაზუნები, კატები, ასე რომ, ჩემს სახლში ფლორისა და ფაუნის ნამდვილი კულტია. არ დამავიწყდება, 6 წლის რომ ვიყავი, ჩვენს ეზოს ერთი გაბერილი, ლამაზი ფისო შემოეკედლა. ორსულად იყო, შეგვეცოდა და ვერ გავაგდეთ გარეთ უპატრონოდ. სულ მალე ჩვენს სახლში დაიბადა კუსუნა, მისი შვილი, რომელიც ჩვენთან მთელი ცხრამეტი წელი ცხოვრობდა. მისი სიკვდილი კი ისე განვიცადე, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. კარგა ხანს გონზე არ ვიყავი. წარმოიდგინეთ, ამდენი წელი ერთად ვცხოვრობდით, ოჯახის წევრი იყო და მისი სიკვდილი რა საშინელი ტრავმა და ტკივილი იქნებოდა ჩემთვის. ასევე, ჩემს ძაღლს კიბო დაემართა, ოპერაციებიც დასჭირდა, გავუკეთეთ და რამდენიმე წლით გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე. ჩემს ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ძაღლი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ეს ძაღლი ჩემს მეჯვარესა და მის დედას ჰყავდათ, ქუცუნა ერქვა. ბაღში იპოვა სოფომ, დამტვრეული იყო. წაიყვანა სახლში, მოუარა და გადაარჩინა. რომ ვუყურებდი, ნამდვილი ადამიანური თვისებები ჰქონდა ქუცუნას. უჭკვიანესი თვალებით გიყურებდა და მზერით გელაპარაკებოდა. ფანჯარასთან ჯდებოდა, იყურებოდა სივრცეში და ფიქრობდა. არ დამიჯერებთ, მაგრამ, ნამდვილად ფიქრობდა. ერთ დღეს, სპორტის სასახლესთან ძაღლი მოეწონა და იმას აკითხავდა. კეკელიძიდან მიწისქვეშა გადასასვლელებით მარტო მიდიოდა მის შესახვედრად. იმ ძაღლის სიკვდილი ისე განვიცადე, როგორც საკუთარის. ჩემი აზრით, თუ ადამიანს არ შეუძლია, ოჯახის წევრად ჩათვალოს ცხოველი, რომელიც მის გვერდით, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, მაშინ, ჯობია, საერთოდ არ ჰყავდეს. ცხოველი დეკორაცია არ არის, ის ცოცხალი არსებაა და, ხშირად ადამიანზე ერთგული. ასე რომ, ნუ გეშინიათ ცხოველების, ადამიანების გეშინოდეთ!
– ამბობ, ცხოველები ყოველთვის გვყავდა სახლშიო. წარმომიდგენია, რამხელა სიხარულთან იქნებოდა დაკავშირებული ახალი წევრის დაბადება. სახელებს შენ არქმევდი თუ მთელი ოჯახი იყო ამაში ჩართული?
– ახალი ცხოველის დაბადება ნამდვილი დღესასწაულია ჩვენთვის, ხოლო სახელებს მე და დედა ერთად ვურჩევთ ხოლმე. ერთ ამბავს მოგიყვებით: მოკლედ, ჩემს ძაღლს, ჩიკოს, რომელიც თხუთმეტი წელი ცხოვრობდა ჩემთან ერთად, ისე უნდოდა დედა გამხდარიყო, რომ ცრუ ორსულობა დაემართა, ანუ, ფსიქოლოგიური ორსულობა – მუცელი გაებერა, თუმცა, მხოლოდ წყალი ჰქონდა. მის მაგივრად მე ვნერვიულობდი, მაგრამ, მე ხომ ვერ გავუჩენდი შვილს?!  (იცინის) სამწუხაროდ, ასეთი რამეებიც ხდება. ამჯერად კი ჩვენს ოჯახში პიკო, ტასო, პუპა და კიდევ ბევრი ცხოველი და ფრინველი ცხოვრობს. ტასიკო ჰქვია დედაჩემის საყვარელ ფისოს, თეთრია, ფუმფულა და ულამაზესი. შეიძლება, მთელი დღე ხმა არ ამოიღოს, ბურთივით დაგორავს და, შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს. სახლში რემონტს ვაკეთებ და დროებით ჩემი ძაღლი და კატები დედასთან არიან, ჩემთან კი თუთიყუში, თევზები და მთის ჩიტები დავტოვე. სტუმრები რომ მოდიან, თვალში რომ აკლიათ ჩემი ცხოველები და მეკითხებიან, სად არიან შენი ძაღლი და კატაო, ვეუბნები: ზაფხულია, ბატონო და, დასასვენებლად გავამგზავრე-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, დედას იადონებიც ჰყავს და, ისე გალობენ, თავი სამოთხეში მგონია, მათ რომ ვუსმენ. სამწუხაროდ, ზაზუნა აღარ მყავს – გამეპარა და ვეღარ ვიპოვე. ვხუმრობ ხოლმე, ნეტა რა ვაწყენინე, სახლიდან რომ წავიდა და აღარ დაბრუნდა-მეთქი (იცინის). ახლა ძალიან მინდა, ჩემს შვილს ვუყიდო პატარა ძაღლი – ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ცხოველი დაუცველი არსებაა, რომელიც უნდა გიყვარდეს, გაზარდო და მოუარო. რასაკვირველია, სანამ პატარები არიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ, ბავშვივით აფუჭებენ კიდეც და ცუდადაც იქცევიან, მაგრამ, ამის გამო ხომ არ უნდა ურტყა და მოკლა ცემით?! არ დამავიწყდება, ერთი ძაღლი გვყავდა, ჭკვიანი კი იყო, მაგრამ, ცელქი და, რომ დააშავებდა რამეს და დედა უყვირებდა, სამაგიეროს სხვისი თანდასწრებით უხდიდა.
– ეს როგორ?
– როგორ და, წყენას გულში იდებდა და სტუმარი რომ მოვიდოდა, გაიქცეოდა, თათებით გააღებდა უჯრას, იქიდან საცვლებს პირით ამოიღებდა და სტუმართან ისე გამოდიოდა (იცინის). თუ ტელეფონი რეკავდა და არ გვესმოდა, გამოიქცეოდა და ყეფით გვაგებინებდა, ტელეფონი რეკავს და აიღე ყურმილიო. აი, ასეთი ჭკვიანი და თან ცელქი იყო.
– სიმართლე გითხრა, ჩემი აზრით, სადაც პატარა ბავშვია, იქ ცხოველის ყოფნა ცოტა საშიშია, არ მეთანხმები?
– დამიჯერეთ, ჩემი სახლის ცხოველები ბევრ ადამიანზე მეტად იცავენ პირად ჰიგიენას (იცინის) და ბევრზე სუფთებიც არიან  ჯიშითაც და სულიერადაც. თუ სახლში გყავს ცხოველი, მის ჰიგიენაზეც უნდა იზრუნო, სწორად აღზარდო და ასწავლო სწორი ქცევა. დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, ბევრი იტყვის, რაებს ამბობს ეს თაკო, ცხოველებზე ისე საუბრობს, როგორც ნამდვილ ადამიანებზეო, მაგრამ, ნამდვილად ასეა და, ვინც მათ მიმართ ზიზღს ამჟღავნებს ან აგრესიას გამოხატავს, ვფიქრობ, იმათ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და „უჭირთ” ადამიანურ თვისებებში.
– ხშირად გამიგია, ცხოველები პატრონებს ემსგავებიან ხასიათით და თვისებებითო. შენ როგორ ფიქრობ, იმსგავსებ მათ?
– ცნობილია, რომ, ზოგადად, ადამიანები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთმანეთს ემსგავსებიან როგორც თვისებებით, ასევე ქცევითაც. ცხოველების შემთხვევაშიც ასეა, რადგან გარემო და გარშემო მყოფები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მათ ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ცხოველი აგრესიულ გარემოში იზრდება, სადაც მას ხშირად უბიძგებენ აგრესიისკენ, ისიც აგრესიული ხდება. იმაში კი, რომ ცხოველი პატრონს ემსგავსება, გეთანხმებით – არის ამაში სიმართლის რაღაც მარცვალი. თუმცა, თუ გაინტერესებთ, მგვანან თუ არა ჩემი ძაღლი ან თუთიყუში, კარგად თუ დაგვაკვირდებით, ჯანმრთელი თვალი ადვილად დაინახავს მსგავსებას (იცინის).
– ასეთი სიყვარულით რომ საუბრობ ცხოველებზე, დავიჯერო, ძაღლს არასდროს უკბენია შენთვის ან კატას არ გაუკრავს ბრჭყალი?
– დამიჯერეთ, მართლა არასდროს უკბენია ჩემთვის ძაღლს და არც კატას დავუპორჭყნივარ. ყველაზე ბრაზიანი ძაღლებიც კი ფეხებთან მიწვებიან და მელაქუცებიან (იცინის).
– ეტყობა, კარგი აურა გაქვს და, თან, ისინი გრძნობენ, რომ ძალიან გიყვარს, არა?
– ალბათ (იცინის). სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევა, ძალიან აგრესიულმა ძაღლმა, რომელიც ეზოში არავის უშვებდა და თან საკმაოდ დიდი იყო და ბომბორა, ეზოში უპრობლემოდ შემიშვა. იმის მაგივრად, რომ დაეყეფა, გამოიქცა ჩემკენ კუდის ქიცინით, დამიწყო ყნოსვა და კარგი მეგობარივით და ნაცნობივით გამატარა. გადაირია სახლის პატრონი, მითხრა, ასეთი რამ არ მომხდარა, ყველას უყეფს და, შენ როგორ მოეწონე, ვერ ვხვდები; ეტყობა, აურა გაქვს კარგი და იგრძნო, რომ ძალიან გიყვარს ცხოველები, თორემ, ეზოში რომ მის დაუკითხავად შემოსულიყავი და არ მოსწონებოდი, დაგგლეჯდა და შეგჭამდაო. მართლა არანაირი ძაღლის არ მეშინია, პირიქით, ვგიჟდები მათზე და, ალბათ, ამ სიყვარულს გრძნობენ. არასდროს გავრბივარ, როცა ცხოველს დავინახავ, რაც არ უნდა ავი იყოს და, შესაბამისად, არც ისინი გამოხატავენ აგრესიას.

скачать dle 11.3