კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რას აღიქვამს გამძაფრებულად საქართველოში დაბრუნებული ანი ამაშუკელი და რატომ არ არის ამჯერად მის გვერდით გიორგი შერმადინი

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი ამჯერად საბერძნეთშია და ეროვნულ ნაკრებს მალე შეუერთდება. მართალია, გიორგი აქ არ არის, მაგრამ მასზე ადრე ჩამოსვლა მისმა ოჯახმა მოახერხა. ჩვენი რესპონდენტი მისი მეუღლე, ანი ამაშუკელია, რომელიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით გვთანხმდება ინტერვიუზე. ანი ბავშვებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებს ნატახტარში ატარებს და საყვარელი მეუღლის მოლოდინშია.

– როგორ უმკლავდებით ზაფხულის ცხელ დღეებს?
– ჩამოვიყვანე თუ არა, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰავას გადაჩვეული შერმადინი ჯუნიორები თბილისში, ცოტა რთულად შეეჩვივნენ სიცხეს, მაგრამ რამდენიმე დღეში დაძლიეს ეს პრობლემა და თავს ძალიან კარგად გრძნობენ სამშობლოში. ამჟამად ვართ ნატახტარში, გეგმაში გვაქვს ბაკურიანში წასვლა, მერე კი – ზღვაზეც, თუ რა თქმა უნდა, დროში ჩავეტიეთ.
– რამდენი ხანია, რაც საბერძნეთიდან დაბრუნდით?
– ერთი თვე არ არის ჯერ.
– ჩამოხვედი, შერმადინ-ჯუნიორებთან ერთად, თუმცა გიორგი თქვენთან ერთად არ არის.
– გიორგი თავის საქმეებშია ჩაფლული, ჩვენ კი – ჩვენსაში. ასე რომ, ჯერჯერობით მის გარეშე გვიწევს მთელ ოჯახს ყოფნა.
– საქართველოს ნაკრებთან ერთად არის შეკრებაზე?
– არა, გიორგი ამჟამად ნაკრებთან ერთად არ არის, საბერძნეთშია წასული, სადაც პირად მწვრთნელთან ვარჯიშობს. ფეხზე ჰქონდა პატარა პრობლემა და რეაბილიტაციის პროცესშია. ამიტომ, ინდივიდუალურ ვარჯიშებს გადის პირად მწვრთნელთან. ალბათ, მალე შეუერთდება უკვე ნაკრებს. ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზაფხული წარმატებული იქნება და თავის მაქსიმუმს აუცილებლად გააკეთებენ.
– საქართველოში ზაფხულობით ჩამოდიხართ. როგორია ერთწლიანი განშორების შემდეგ, შინ დაბრუნება?
– მთელი წელი თბილისის ისეთი ნოსტალგია მაქვს, რომ, როცა ჩამოვდივარ, მერე უკვე გაორმაგებულად ვგრძნობ ყველაფერს – იქნება ეს დადებითი ემოცია მეგობრებისგან, ნათესავებისგან, ოჯახის წევრებისგან თუ ასე შემდეგ. უფრო მძაფრად აღვიქვამ იმ ემოციას, რასაც ჩვენდამი გამოსცემენ, ჩვენ მიმართ ავლენენ ახლობლები.
– ბავშვები როგორ ეგუებიან ამდენ გადაადგილებას?
– უკვე მიეჩვივნენ. ნუციკოს რომ ვეტყვი, სადმე მივდივართ-მეთქი, უკვე მეკითხება, თვითმფრინავით, დეე? სულ იმის შეგრძნება აქვს, რომ თუ სადმე მივდივართ, უნდა გავფრინდეთ. ნუციკოც და ნიკოლოზიც ძალიან ერთობიან და უკვე ყველა ქვეყანაში, სადაც გიორგისთან ერთად გვიხდება ცხოვრება, თავიანთი წრე აქვთ. ბოლო პერიოდში, საბერძნეთში რომ ვიყავით, უფრო კარგად შეეგუვნენ ბავშვებს, რადგან უკვე წამოიზარდნენ. ერთად დადიოდნენ სკვერში, ბაღში და ასე შემდეგ. ისე მიეჩვივნენ იქაურ ბავშვებს, უკვე იმაზე ვფიქრობ და ვნერვიულობ, ქართულ ბაღში რომ შევიყვან, აქაც ანალოგიურად თუ მოიქცევიან. ჰიპოაქტიური ბავშვია ორივე, თუმცა, ნიკოლოზი ბიჭია და უფრო ცელქია.
– როგორი ურთიერთობა აქვს და-ძმას?
– არის პერიოდი, როცა ძალიან დიდი სიყვარულის ბუშტი უსკდებათ და კოცნით ახრჩობენ ერთმანეთს, ზოგჯერ კი, ჭიდაობენ. ორივე შემთხვევაში მაქსიმალისტები არიან. ამიტომ ყურადღება უნდათ, მარტო ვერ ვტოვებ. ნიკოლოზს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ფარიც გვაქვს, ბურთიც და სხვა ყველაფერიც, მაგრამ მაინც ფეხბურთი უყვარს – უნდა ფეხი დაარტყას და გოლი გაიტანოს.
– წარმატებული კალათბურთელის შვილი, ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. გიორგის რეაქცია როგორია?
– არ აქცევს ყურადღებას, ჩვეულებრივად აღიქვამს. ალბათ, იმიტომ რომ, ნიკოლოზი ჯერ ძალიან პატარაა, წლინახევრისაა და ადრეა გამოხატული ინტერესი ჰქონდეს ამ სპორტის მიმართ. 
– ანი, ყველასთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, გიორგის მაქსიმალურად უწყობ ხელს, გვერდში უდგახარ, რომ თავის საქმეში არაფერმა შეუშალოს ხელი.
– ნამდვილად ასეა. ადრე, რომ იტყოდა ვინმე, ჩემი ინტერესები ოჯახს შევწირე და თავიდან ბოლომდე მათ ვეკუთვნიო, მეცინებოდა. მაგრამ, რეალურად თუ გინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყო მეუღლეს, მართლა შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო ამისთვის. ამ ეტაპზე მე პრიორიტეტად მიმაჩნია დედობა, მეუღლეობა, ოჯახის დიასახლისობა და ასე შემდეგ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ და მხოლოდ ოჯახით. ჩემი აზრით, ყველა ქალისთვის აუცილებელია სამსახური. როცა ადამიანი თვითრეალიზებას ვერ ახდენს, მერე თითქოს ურთიერთობებიც ხუნდება და ხშირად ოჯახში ამის გამო პრობლემები იწყება. ამიტომ, აუცილებელია, თვითგანვითარებაც და სამსახურიც.
– შენ ისეთი გოგო არ ხარ, წლების განმავლობაში მხოლოდ დიასახლისის სტატუსით რომ შემოიფარგლო. საკმაოდ აქტიური, პოტენციური და ჭკვიანი ხარ. ხომ არ გეგმავ სამსახურთან დაკავშირებით რამეს?
– ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ჯერ არ ვიცი. ეს იმიტომ, რომ ყველა საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და მხოლოდ ის, რომ მინდა სამსახური და უნდა ვიმუშაო, არ კმარა. ამისთვის აუცილებელია, კონკრეტული და საფუძვლიანი განათლების მიღება. პროფესიით ექიმი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ისევ და ისევ დროის მომენტია და ის, რომ ერთ ადგილზე სტაბილურად უნდა ცხოვრობდე. იმედი მაქვს, ყველაფერი წინ არის. ძალიან მინდოდა, გინეკოლოგიის განხრით სწავლის გაგრძელება, ამიტომ მომიწევდა რეზიდენტურაში ჩაბარება და რომ დავამთავრებდი, მივებარებოდი კერძო ექიმს. სხვათა შორის, ვიყავი კიდეც კერძო ექიმთან, დავით ტატიშვილის ცენტრში მქონდა პრაქტიკები, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონ დავითს. მაგრამ, მერე სხვანაირად აეწყო ჩემი ცხოვრება, გავთხოვდი, ბავშვები შემეძინა და ასე შემდეგ. ჩემთვის პრიორიტეტი მაინც ჯერ ოჯახია და მერე სხვა დანარჩენი.
– შენ და გიორგი ორი შვილის მშობლები ხართ. 3 წლის ნუციკო და წლინახევრის ნიკოლოზი გყავთ. ხომ არ გეგმავთ ოჯახში მატებას?
– ძალიან მოწადინებული ვარ და არ ვაპირებ ორ შვილზე გაჩერებას. ყველაფერი მაინც ღმერთის ნებაა. სურვილი ნამდვილად მაქვს – მართალია მე უფრო, ვიდრე გიორგის, მაგრამ კონსენსუსამდე მივალთ.
– რომელი გუნდის ღირსებას დაიცავს ახალი სეზონიდან?
– რომელი ქვეყნის ღირსებას დაიცავს ამჯერად გიორგი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ალბათ ახლო მომავალში, ღვთის წყალობით, ყველაფერი გაირკვევა. მართლა არ ვიცით, სად მოგვიწევს მომდევნო სეზონის გატარება.
– არჩევანი რომ იყოს, შენ სად მოისურვებდი ცხოვრებას?
– ჩემი გული და სული ათენია, ძალიან მიყვარს. ძველი საბერძნეთი, მათი კულტურა, რელიგია და საერთოდ ყველაფერი, ჩემთან ძალიან ახლოს არის. ფენომენური წარსულის მქონე ადამიანები არიან. მართალია, ჩემთვის ძალიან სათუთია და ძალიან მიყვარს ათენი, მაგრამ მთავარია, ყველანი ერთად და ჯანმრთელად ვიყოთ.
– ბოლო სეზონი სწორედ ათენში იყო არა გიორგი?
– ჯერ ესპანეთში ვიყავით და შუა სეზონზე მოხდა გიორგის ტრანსფერი ათენის „ოლიმპიაკოში”. საბერძნეთს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და პრაქტიკულად, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გიორგი გადაეყვანათ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, ალბათ, ჩვენი მხრიდან დიდი შეცდომა იყო შუა სეზონიდან გადასვლა. ეს ჩემი გასარჩევი არ არის, გიორგი უკეთ ისაუბრებს ამაზე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. როცა  ძალიან მაგარი სეზონი გაქვს, შუა სეზონიდან არ უნდა გადახვიდე, თუნდაც ძალიან მაღალი რანგის გუნდში. რომ გითხრა, მოულოდნელი იყო-მეთქი, არა, თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ათენში უნდა წავსულიყავით.
– საქართველოს ნაკრების თამაშები რომ დაიწყება, დაესწრები?
– ყველა თამაშს, რაც თბილისში იქნება, აუცილებლად დავესწრები. უბრალოდ, ზუსტად არ ვიცი, სად გაიმართება თითოეული თამაში. რაც თბილისში იქნება, რა თქმა უნდა, ყველას დავესწრები. სულ სხვანაირად ვარ დამუხტული, როცა ნაკრების თამაშს ვესწრები. ძალიან ვნერვიულობ და გულითა და სულით მინდა, რომ ნაკრებმა საქართველო ასახელოს, თავი გამოიჩინოს კარგი თამაშით. მარტო მე კი არა, უკვე ბავშვებთან ერთად ვუგულშემატკივრებ ნაკრებს. ნიკოლოზი „პანათინაიკოსის” თამაშებსაც კი ესწრებოდა. თან, ისეთი ცელქია, ქარივით დაქრის. ალბათ, ერთ წამში მოედნის ერთი ბოლოდან, მეორეში გადახტება. ისეთი სწრაფია, მის დაჭერას ვერ ვასწრებ.
– მოკლედ, შერმადინის სანომრე მაისურით უკვე სამნი უგულშემატკივრებთ ნაკრებს.
– გიორგის მაისური მე მაქვს. ახლა უკვე პატარებისთვისაც ვიზრუნებ და სამივე შევიმოსებით.

скачать dle 11.3