კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს თუ არა ცოლის ღალატის ლოგიკური ახსნა და ახლავს თუ არა მას სინანული

ქალის ღალატი ყოველთვის უფრო რეზონანსულია, რადგან საზოგადოება ჯერ ისევ მიმტევებლურად უყურებს მამაკაცის მიერ ჩადენილ იმავე საქციელს. ქალს მეტი დაფიქრება და მეტი წინდახედულება მოეთხოვება. თუმცა, პროცენტულად, ქალები მცირედით ჩამორჩებიან მამაკაცებს ღალატში, მაგრამ მათი ორგულობა ნაკლებად ხმაურდება. ახსნა და მიზეზი ყველაფერს აქვს და, შეიძლება, მოღალატე ცოლსაც მოუძებნო გამართლება. როგორ განაგრძობენ ისინი ღალატის შემდეგ ცხოვრებას და აქვს თუ არა ამ ყველაფერს რაღაც ლოგიკა?

თიკო (37 წლის): რომ გითხრათ, ღალატზე არასდროს მიფიქრია-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ, ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო – ქმარს როგორ ვუღალატებ, მე ხომ ის მიყვარს-მეთქი. ზოგადად, ვერც იმ ქალებს ვუგებდი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღალატზე, შეიძლება, სრულიად გაუცნობიერებლად, იმპულსურად წახვიდე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ეს რანაირად უნდა მოხდეს-მეთქი. მეგონა, რომ, როგორ ძალიანაც არ უნდა გავემწარებინე ქმარს, საკუთარ თავს ვერ ვუღალატებდი. მაგრამ, როცა მე თავად ვუღალატე ქმარს ალოგიკურად და იმპულსურად, მივხვდი, რომ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე.
– ლოგიკური ღალატიც არსებობს?
– ერთი შეხედვით, ცოტა გასაოცარი რაღაც ვთქვი, მაგრამ, ლოგიკას ყველაფერი ექვემდებარება. უბრალოდ, უნდა დაფიქრდე და გაიაზრო შენი ყოველი ნაბიჯი, თუმცა, ეს საკმაოდ რთულია. ფაქტია, რომ რაღაც მომენტში ვერაფერიც ვერ გავიაზრე. ეს არ იყო არც შურისძიება და არც გამწარებით გამოწვეული მყისიერი რეაქცია. ისე არ ყოფილა, რომ სახლიდან ქმრის საღალატოდ გავედი, თუმცა, მასზე გაბრაზებული, ნაწყენი და გაღიზიანებული ვიყავი. ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მე გადავწყვიტე, მეღალატა მისთვის. ახლაც არ ვიცი, რა დამემართა.
– სხვათა შორის, ყველა ქალი ზუსტად ამას ამბობს, რომ, არ იცის, იმ მომენტში რა დაემართა...
– მჯერა და მესმის მათი. ვიღაცეები აუცილებლად იქნებიან ჩემს მდგომარეობაში, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი ქალი შეგნებულად მიდის ღალატზე; ოღონდ, სხვადასხვა მიზეზით...
– ანუ, შეიძლება, რამდენი ქალიცაა, ღალატის იმდენი მიზეზი არსებობდეს?
– რატომაც არა? ადამიანები ხომ ძალიან განსხვავებულები და ინდივიდუალურები ვართ, ამიტომ,  მიზეზებიც ინდივიდუალური გვაქვს. აი, მე მიზეზი მართლა არ მქონდა. იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ღალატის ჩამდენი ვიყავი – პირველივე შეხვედრაზე დავუწექი მამაკაცს. მე, რომელიც გათხოვებამდე მამაკაცისთვის ნაკოცნი არ მქონია. ჩემი ქმარი იყო პირველი და ერთადერთი კაცი და დღესაც ასეა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ. ვცდილობ, ეს შემთხვევა უკვალოდ წავშალო მეხსიერებიდან და უკან აღარ მივიხედო, მაგრამ, ძალიან ძნელია. ჯერ მომხდარის შოკიდანაც ვერ გამოვსულვარ. ათი წელია, გათხოვილი ვარ და ამ ხნის განმავლობაში ფიქრითაც არ მიღალატია ქმრისთვის. სხვა კაცისკენ თვალი არასდროს გამქცევია... შემთხვევამაც თავისი გააკეთა... ჩემმა ქმარმა უცებ გამომიცხადა – გადავიღალე და ორი კვირით სადმე უნდა წავიდე, თორემ, გადავიწვები; თუ გინდა, შენც წამოდიო.
– და, თქვენ იეჭვიანეთ.
– არა, მაგრამ, გავბრაზდი. იმიტომ, რომ მე ვერაფრით ვერ წავიდოდი ჩემი სამსახურის გამო, არადა, ძალიან მინდოდა... ისე მინდოდა, რომ ლამის ვიტირე. გული მაგრად მეტკინა. ხომ შეეძლო, არ წასულიყო და ანგარიში გაეწია ჩემთვის?! არა, აიტეხა, ვეღარ გავუძლებ ასეთ რეჟიმს, ორი კვირა დასვენება ჰაერივით მჭირდება, მერე შენთან ერთად წამოვალო. მოკლედ, ცოტა ვიჩხუბეთ, მაგრამ, მერე შევრიგდით. ერთმანეთს ვუთხარით, „მიყვარხარ“ და ორი დღის შემდეგ მე თვითონ გავაცილე აეროპორტში. იქ კიდევ უფრო მეტად დამწყდა გული, მაგრად „დავიგრუზე“ და, უკან რომ მოვდიოდი, თვალები ცრემლით მქონდა სავსე. არ ვიცი, ამის ბრალი იყო თუ შემხვედრი მანქანის თავხედობის, საჭე ვერ დავიმორჩილე და ბორდიურს შევასკდი. მაღალი ბორდიურები რომ არის, ხომ იცით?! ვერ ვიტყვი, რომ მანქანა ძალიან დაზიანდა, მაგრამ, ეს იყო ბოლო წვეთი ჩემი მოთმინების ფიალაში. მთელ ხმაზე ავბღავლდი და საჭეს გამეტებით ვურტყამდი  მუშტებს... უცებ, მამაკაცის ხმა გავიგონე. ჩემი მანქანის კართან ძალიან სიმპათიური მამაკაცი იდგა და მიღიმოდა, თან მეუბნებოდა, არ ღირს თქვენს ცრემლებად ეს მანქანა, ახლავე მოგიგვარებთ ყველაფერს, ოღონდ დამშვიდდითო. მისმა ძალიან სასიამოვნო ტემბრმა დადებითად განმაწყო. ბრაზი მომერია ჩემს ქმარზე – ახლა ის უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით და არა სრულიად უცხო მამაკაცი და, უცებ აღმოვაჩინე, რომ ქმარი არასდროს მყოლია გვერდით.
– ანუ...
– ანუ ის, რომ, შეიძლება, ვუყვარდი, მაგრამ, ჩემზე მზრუნველობით ნამდვილად არ იწუხებდა თავს. ხომ არიან მამაკაცები, რომლებიც გამოხედვითაც კი ახვედრებენ ცოლს, რომ მათი ყველა პრობლემა აწუხებთ და წარმატება ახარებთ. ჩემს შეთხვევაში ეს არასდროს მომხდარა.
 თქვენ ფიქრობთ, რადგან იმ მამაკაცმა თქვენი დახმარების სურვილი გამოთქვა, ამიტომ არის განსაკუთრებულად მზრუნველი პიროვნება?
– არა, რა თქმა უნდა; ამის ილუზია ერთი წუთითაც არ მქონია. უბრალოდ, რაც ჩემი ქმრისგან თურმე ძალიან მინდოდა, იმ მომენტში აღმოვაჩინე, რომ არასდროს მქონია. ეტყობა, ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი ჩემი გონების დაბინდვის. მართლა ძალიან მომხედა და მიპატრონა. მანქანა იმავე საღამოს წაიყვანა ხელოსანთან და ორი დღის შემდეგ მომიყვანა გაკეთებული.
– სრულიად უცხო მამაკაცს გაატანეთ მანქანა?
– ნუ მეკითხებით ამას, იმიტომ, რომ, კითხვაზე – რატომ მოვიქეცი ასე, – პასუხი არ მაქვს. მართლა არ ვიცი, ყველაფერს გეფიცებით. ვფიქრობ, ჩემი ფსიქოემოციური მდგომარეობის ლოგიკური შედეგი იყო ის, რაც მოხდა... მანქანა რომ მომიყვანა, მითხრა, ერთად ხომ არ გვევახშმაო. მაშინვე დავთანხმდი და რესტორანში გავყევი. ისევ არ მაქვს პასუხი კითხვაზე – რატომ გავყევი. აშკარად, მინდოდა და იმიტომ... იცით, როგორ მიყურებდა მთელი საღამო?! – კაცი უზომოდ მოხიბლული რომაა ქალით და დარეტიანებულია მისი პიროვნებით.
– თუ – გარეგნობით? ან, იქნებ, საერთოდაც, თამაშობდა?!
– არ ვიცი და ახლა უკვე აღარ მაინტერესებს. მოსახდენი მოხდა და, რაღა აზრი აქვს, ვიცოდე, რა ზრახვები ჰქონდა სინამდვილეში? ნეტავი ვინმემ ამიხსნას, რა გარდატეხა, რა ცვლილება მოხდა ჩემში, რომ ასე გადავირიე. საერთოდ არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, მართლა იმპულსურად ვმოქმედებდი... სპონტანურად. ზუსტად ვიცი, იმან რაც იფიქრა – რომ მე მზად ვიყავი ყველაფერზე, შეხვედრის პირველივე წუთებიდან. არა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ჩემს ქმარზე კი ვარ გაბრაზებული, მაგრამ, მასაც არ ვადანაშაულებ.
– მისი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ მარტო დაგტოვათ...
– ვაიმე, არ ვიცი. შეიძლება, არის, შეიძლება – არა. აბა, როგორ ვთქვა? ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს ამას. თუმცა, ფაქტია, რომ არ დავეტოვებინე, არაფერიც არ მოხდებოდა. დიახ, არ უნდა დატოვო მარტო არც კაცი და არც ქალი. შემთხვევის შანსი ასეთ დროს ყოველთვის ჩნდება და რისკის ფაქტორიც მაღალია. ჩვენი ცხოვრება ხომ, დიდწილად, შემთხვევებზეა დამოკიდებული. ვიცი, რომ თქვენი მკითხველების უმრავლესობა მკაცრად განმსჯის. პირველი მე გავაკეთებდი ამას, სხვაზე რომ გამეგო იგივე. სულ ვამტკიცებდი, ის რა ადამიანია, ვისაც საკუთარი თავის, საკუთარი ემოციების კონტროლი არ შეუძლია, აბა, სხვა რითი განვსხვავდებით ცხოველებისგან-მეთქი, მაგრამ, ძალიან რთულად ყოფილა საქმე... რატომ მოხდა ასე, არ ვიცი; უბრალოდ, მოხდა და მორჩა! ღალატი კი მართლა საშინელებაა. ჩემს ქმარს ვერასოდეს გამოვუტყდები ამაში, გამორიცხულია. ვხვდები, რომ ეს კიდევ უარესი საქციელია, მაგრამ, თქვენც ხომ ზუსტად იცით, რომ ვერ გამიგებს. ამიტომ, რისკზე ვერ წავალ.
– დიდხანს ხვდებოდით ერთმანეთს? ისევ ხომ არ ხართ მასთან?
– სულ ორჯერ გვქონდა სიახლოვე... კიდევ რამდენიმეჯერ შევხვდით და, უცებ, ქმარმა დამირეკა – ეტყობა, რაღაც უგრძნო გულმა, იმიტომ, რომ მანამდე მხოლოდ მესიჯებს მწერდა ხოლმე: „კარგად ვარ“, „არა მიშავს“, „შენ ხომ კარგად ხარ“... სულ ეს იყო და, უცებ, დამირეკა სად ხარ, რას აკეთებ, არ მოგენატრეო?! – ამან გამომაფხიზლა, ცივ წყალს რომ გადაგასხამენ, ისე... რა უნდა მეპასუხა? მისი ხმა კი ისეთი ახლობელი და ძალიან ნაცნობი იყო... ეგრევე მივატოვე „ის“ და წამოვედი. აღარც დაურეკავს.
– ნანობთ?
– არა. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობ, მაგრამ, რთულია. შეიძლება, ეს სინანულიც არის...

скачать dle 11.3