კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა შეიძლება, ექცეთ ჯანმრთელობისთვის დიდ საფრთხედ „ოფისის მუშაკებს“ და როგორ ავირიდოთ თავიდან პროფესიული დაავადებები

 ყველა პროფესიას ახლავს რისკ-ფაქტორები, რაც  ადამიანის ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის. ყოველწლიურად მსოფლიოში პროფესიული დაავადებების 160 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც, როგორც ამ მიმართულების სპეციალისტები აცხადებენ, პროფესიული დაავადებების აშკარა მატებაა.  რომელი პროფესიის ადამიანებს ემუქრებათ უფრო მეტად საფრთხე და როგორ შეიძლება, ავიცილოთ თავიდან პროფესიით განპირობებული  დაავადების რისკი, ამის შესახებ  შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ რუსუდან ჯავახაძეს გავესაუბრეთ.

რუსუდან ჯავახაძე:  ადამიანის ცხოვრების, უნარ-ჩვევების, თვისებების ჩამოყალიბებაზე, პროფესია, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. ესა თუ ის  პროფესია ადამიანს თვისობრივად აყალიბებს იმ სამუშაოს მიდრეკილებისადმი, რომელიც მან უნდა შეასრულოს. ეს კი იწვევს იმას, რომ ადამიანს ხშირად  უყალიბდება უნარ-ჩვევა, რაც მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული პროფესიისთვისაა დამახასიათებელი. გინახავთ ხომ, ხასიათის რა რადიკალური განსხვავებაა პრაქტიკოს ექიმსა და მეცნიერექიმს შორის. ფიცხი და ემოციური მეცნიერი  იშვიათი შემთხვევაა. თუმცა, ხასიათის  ასეთ ნიშან-თვისებებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიას ვერ დავაბრალებთ. ეს მაინც სხვა საუბრის თემაა.  აქტიური პროფესიის ადამიანებს ბევრად უფრო აქტიური ხასიათი აქვთ, ვიდრე იმ პროფესიის წარმომადგენლებს, რომელთაც რუტინული, ერთფეროვანი საქმის გაკეთება უწევთ. ჩემი დაკვირვებით, არის პროფესიები, რომლის წარმომადგენლებიც ძალიან გაწონასწორებულები არიან. არის პროფესიები, რომელთა წარმომადგენლებიც მათი საქმიანობის სფეციფიკიდან და ხასიათიდან გამომდინარე, უფრო აზარტულნი, ემოციურნი არიან. ცალკე თემაა ხელოვანი ადამიანების ხასიათობრივი ნიშან-თვისებები.
– პროფესია გავლენას ახდენს ადამიანის  ჯანმრთელობაზე. როგორია ქართული სტატისტიკა პროფესიულ დაავადებებთან დაკავშირებით? რომელი პროფესიების წარმომადგენლები შედიან რისკ-ჯგუფებში? 
– პროფესიულ დაავადებებს იწვევს გარკვეულ პროფესიათა მავნე ფაქტორების ზემოქმედება. ეს დარგი მედიცინის  აბსოლუტურად ცალკე მიმართულებაა.  მავნე ფაქტორებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ნებისმიერი  ორგანოს დაავადება. ანუ, დამახასიათებელია მულტიდაავადებები, რის გამოც, მათი  დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია. მსოფლიოში ყოველწლიურად ფიქსირდება პროფესიული დაავადებების  160 მილიონი ახალი შემთხვევა.  ჩვენთან 2000 წლიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული დაავადებების გამოვლენისა და დადგენის ინტენსივობის მატებას. თუ 1996-1999 წლებში სულ რეგისტრირებული იყო პროფესიული დაავადების 28 შემთხვევა, 2000 წლის მონაცემით, ეს მაჩვენებელი შეადგენდა – 11-ს, 2001 წელს იყო 20 შემთხვევა, 2002 წელს - 25, 2003 წელს – 40. ანუ, ბოლო ათწლეულში სახეზეა მაჩვენებლის მატება. ბოლო წლების განმავლობაში გამოვლენილი პროფესიული დაავადებების ყველაზე მეტი შემთხვევით ხასიათდებოდა სამთომადნო წარმოება (45 შემთხვევა), მეტალურგიული მრეწველობა (44 შემთხვევა), ავტოტრანსპორტის სფერო (15 შემთხვევა). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტების შეფასებით, არსებობს 150-ზე მეტი პროფესიული რისკი. აქედან, დაახლოებით 100, წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს 2 000 სხვადასხვა პროფესიის ადამიანისთვის. 
– უფრო ხშირად, რა ტიპის დაავადებები ყალიბდება პროფესიის მავნე ფაქტორების ზემოქმედებით? 
– არსებობს პროფესიული დაავადებების ვეებერთელა სია, რომელიც გამოწვეულია  ფიზიკური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური  ფაქტორებით.  არსებობს  ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომელიც ეხმარება ამ დაავადებების მიმდინარეობას.  მსოფლიოში  და ასევე, საქართველოშიც ყველაზე ხშირია ვიბრაციული და ფიზიკური ფაქტორებით გამოწვეული დაავადებები:  სიყრუე, ხერხემლისა და კიდურების სხვადასხვა დაავადება, მფრინავებსა და სტიუარდესებში მასობრივია სმენის  ნევრიტი. ჩვენ ძალიან ბევრი მფრინავი გვყავდა ამ პროფესიული დაავადებით.  საქართველოში  პროფესიული დაავადებების რიგში მეორე ადგილზეა ინტოქსიკაციებით გამოწვეული დაავადებები, რაც ძირითადად მრეწველობასა და სოფლის მეურნეობის დარგებში დასაქმებულებს აწუხებთ. ამ ჩამონათვალში შედის საპარიკმახეროებსა და ვეტსამსახურებში დასაქმებული პროფესიონალებიც. ინტოქსიკაციით გამოწვეული დაავადებებიდან  გავრცელებულია: ფილტვის  დაავადებები, სიმსივნეები, ბრონქიტები, ბრონქული ასთმა და ა.შ. ვიბრაციული დაავადებები, ძირითადად, შეიძლება იმ ადამიანებს გაუჩნდეთ, ვისაც ფიზიკური შრომა უწევთ და დაწოლა მოდის კიდურებზე. შრომის სტაჟის მატებასთან ერთად, დაავადებები უფრო რთულ ფორმასაც იძენს. წლებთან ერთად, პროფესიული დაავადებები უფრო მრავალრიცხოვანი გახდა. თანამედროვე ეპოქის წარმოებებში, ქარხნებსა თუ ფაბრიკებში დაცვის მეტი მექანიზმია, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ შრომის პირობები ძალიან არის გაუმჯობესებული. პირები რომლებსაც მუშაობის დროს კონტაქტი აქვთ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან, ლაბორატორიებში ქიმიურ ნივთიერებებთან ან ანილინის საღებავებთან, შესაძლოა, დაავადდნენ ავთვისებიანი  სიმსივნით. ფარმაცევტულ წარმოებაში ჰორმონულ პრეპარატებთან მომუშავე ადამიანებისთვის დიდი ალბათობაა, რომ განუვითარდეთ კანის სხვადასხვა ფორმის სიმსივნე.   
– რა საფრთხე ემუქრება ინტელექტუალური შრომით დაკავებულ ადამიანებს?
–  ვინც ინტელექტუალურ და საპასუხისმგებლო სამსახურშია, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მათში ხშირია ნევროზული დაავადებები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება. ეს საფრთხე ემუქრებათ ბანკირებს, ეკონომისტებს, ადვოკატებს, იურისტებს. იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვისაც ბევრი საუბარი უწევთ, მაგალითად, პედაგოგებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებს, სატელეფონო სადგურებში მომუშავე ადამიანებს, დიდი ალბათობით, შეიძლება, გაუჩნდეთ ფარინგიტი, ლარინგიტი, ფონოასთენია, ხმის ჩახლეჩა.  ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით სამეცნიერო კვლევაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების პროფესიულ დაავადებებთან. ექიმს, მით უფრო ქირურგს,  თავისი პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება, განუვითარდეს  ვენების გაგანიერება; სტრესის გამო, სხვადასხვა ტიპის ნევროზები. ნევროზი ძალიან აქტუალურია მრავალი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის წარმომადგენელისთვის, ვისაც უწევს აქტიურ სტრესში ცხოვრება. მათ მიეკუთვნებიან პოლიტიკური ლიდერები, სახელმწიფო მოხელეები. პროფესიულ დაავადებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მავნე ფაქტორის მოქმედების ხანგრძლივობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული „ოფისების დაავადებები”. ამას წინათ წავიკითხე ამერიკელი მეცნიერების კვლევა: „ოფისის ჰაერი კლავს.”. ჩვენ ხომ, სანამ ამერიკელები არ იტყვიან რამეს, ისე გვიჭირს დაჯერება. ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები ამ საფრთხეებზე დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით. ამერიკული კვლევის მიხედვით, სისხლში აღმოჩენდა ქლოროპოლიმერის  მაღალი დოზა. მე არ ვიცი, კეთდება თუ არა ამ ტიპის კვლევა ჩვენთან, თუმცა ეს ძალიან კარგი მესიჯია ჩვენი საზოგადოებისთვის, ვისაც მუდმივად უწევს ყოფნა ოფისში, გაუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას. ის ადამიანები კი, ვისი კომპეტენციაცაა ეს მაქსიმალურად უნდა ზრუნავდნენ ოფისში სამუშაო პირობების შექმნაზე. „ოფისის მუშაკი” არ არის პროფესია, მაგრამ  ოფისებში მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკ-ფაქტორები, ძალიან დიდია. ეს შეიძლება იყოს, მავნე, ქიმიური ნივთიერებები, რომელთა ოფისის ჰაერში მოხვედრის წყარო, შეიძლება იყოს გარედან შემოღწეული ჰაერი. ასევე, ოფისში გამოყენებული  მოსაპირკეთებელი მასალა, ავეჯი, საწმენდი ქიმიური საშუალებები, კომპიუტერი, პრინტერი, ასლგადამღები ტექნიკა,  მტვერი, ბიოლოგიური დამაბინძურებლები (ბაქტერიები, სოკოები). ჰაერის იონიზაცია, არახელსაყრელი მიკროკლიმატი, ტენიანობა, საოფისე ტექნიკის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, განათება, ხმაური, შრომის ინტენსივობა და დაძაბულობა – იძულებითი მჯდომარე სამუშაო პოზა, ჰიპოდინამია, მონიტორის წინ მხედველობის მრავალსაათიანი დაძაბვა, კლავიატურაზე მუშაობისას ხელების სტატიკურ-დინამიკური დაძაბვა და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორები.  
 – რა არის გამოსავალი? როგორ ვებრძოლოთ პროფესიულ დაავადებებს?
 – ერთადერთი გამოსავალია ის, რომ, როდესაც პროფესიულ არჩევანს ვაკეთებთ და ცხოვრებას ვუკავშირებთ პროფესიულ საქმიანობას, გაცნობიერებული გვქონდეს რისკ-ფაქტორები, რაც ამ პროფესიას ახლავს. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, სუფთა ჰაერზე ყოფნა. ამიტომაცაა, რომ სოფლად პროფესიული დაავადებები უფრო ნაკლებია, ვიდრე – ქალაქში. გლეხი, რომელიც სოფელში მიწაზე ფიზიკურად მუშაობს, ნაკლებად დაავადდება ვიბრაციული და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით, ქალაქში ფიზიკურად მომუშავე კი, დიდი რისკის წინაშე დგას. ამიტომაცაა, რომ სოფლად სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია, ქალაქში კი ბევრად მეტია პროფესიით განპირობებული დაავადებები.

скачать dle 11.3