კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის შეიქმნა სოციალური ქსელები, რა ფასდაუდებელ სამსახურს უწევს სპეცსამსახურებს და როგორ იქცევა თქვენი კომპიუტერი სამიზნედ ინტერნეტში შესვლისთანავე

ცნობილია, რომ ვითომ კონფიდენციალობადაცულ სოციალურ ქსელებთან წვდომა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურები, ჰაკერების პარალელურად, იმდენ და იმ სახეობის ინფორმაციას იღებენ ჩვენ შესახებ, რაც და როცა გაუხარდებათ. სულ ახლახან „ფეისბუქის“ წარმომადგენლებმა ოფიციალურად გამოაქვეყნეს, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი მომხმარებლების შესახებ (2013 წლის იანვრიდან პერიოდში). აღმოჩნდა, რომ ამ კონკრეტულ სოციალურ ქსელს 38 000 მომხმარებელზე მიმართა 74 ქვეყნის შესაბამისმა ორგანომ, თუმცა ყველა მათგანი არ დაკმაყოფილებულა. ყველაზე მეტი მოთხოვნა აშშ-ს წარუდგენიათ, მაგრამ მათ არც გერმანია, საფრანგეთი და იტალია ჩამორჩენიან. რაც მთავარია, საქართველოს მხრიდან, თურმე, არც ერთი განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი. როგორ ვეხმარებით ჩვენ, მომხმარებლები, დაინტერესებულ სპეცსამსახურებს ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში და რამდენად დაუცველები ვართ ვირტუალურ სივრცეში, – თემას არასამთავრობო ორგანიზაცია სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელთან და თავმჯდომარესთან, ბესო ალადაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– ჩვენ ვიცით, რომ ვირტუალურ სივრცეში არასდროს არაფერი იშლება. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, სპეცსამსახურებს ვითომ არ აქვთ საშუალება, თავად შეიტყონ ნებისმიერი პრივატული ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ?
– რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ არის საფრთხე, რომ შეღწევა დაფიქსირდეს. ცნობილია, რომ ძალიან ბევრი საიტი, სოციალური ქსელები იქმნებოდა ზუსტად ინფორმაციის მიღებისთვის. ეს ეხება იმავე „ოდნოკლასნიკებსა“ და „ვ კონტაქტეს“. ადამიანები იყენებენ ამ საშუალებებს და დიდი ნაწილი არ აქცევს ყურადღებას, რომ თავად გასცემენ ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. როგორც წესი, უცხო ადამიანს არ გაუმხელთ თქვენი მეგობრების ვინაობას, მაგრამ ამ სოციალურ ქსელებში ეს ინფორმაცია თავისუფლად დევს. მახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე მინისტრი ტრაბახობდა, რომ „ოდნოკლასნიკებში“ უამრავი მეგობარი შეიძინა. მონაცემთა ასეთ ბაზას ნებისმიერი სპეცსამსახური ინატრდებდა –  ეს არის ნაკლები ხარჯით მაქსიმალური ინფორმაციის მიღების საშუალება. მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, თუ ეს მონაცემები გამოიყენება ტერორისტების წინააღმდეგ, ეს მისაღებია, მაგრამ სად გადის ზღვარი მოქალაქის პირად ცხოვრებაში ჩარევასა და ანტიტერორისტულ ღონისძიებებს შორის?! როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, ცდუნება ძალიან დიდია და მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი სული წასძლევთ ხოლმე და რა უნდა ვთქვათ მაშინ ჩვენს დიდ მეზობელზე, რომელსაც ეს სისტემა საკმაოდ კარგად აქვს აწყობილი?!
– ვთქვათ, ტექნიკურად „ოდნოკლასნიკებისა“ თუ „ვ კონტაქტეს“, ანუ რუსული სოციალური ქსელების კონტროლის საშუალება მხოლოდ რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ და ისინი იცავენ ამ ქსელს, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს არ ჰქონდეთ წვდომა ქსელის შიდა ინფორმაციასთან?
– აქ საუბარია ინფორმაციის დაცვასა და ხელმისაწვდომობაზე. დამტკიცებულია, რომ გარედან ნებისმიერი ვებ-გვერდის გატეხაა შესაძლებელი. ამდენად, სოციალური ქსელებისაც.
– ისინი თავად იყენებენ ჰაკერულ ნიჭს.
– რა თქმა უნდა, კიბერომებისთვის. მაგრამ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია იმდენად მასობრივია, რომ საჭიროა იქიდან მიზნობრივი ინფორმაციის მიღება, ყველაზე მოკლე გზა კი პროვაიდერი და თვითონ ამ ქსელის შემქმნელია. რამდენადაც ვიცი, წინაპირობა ასეთი იყო, ქსელები დაშვებული იქნებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ ისინი ითანამშრომლებდნენ კრიმინალისა და ტერორიზმის წინააღმდეგ იმ ქვეყნის ბრძოლაში.
– ანუ, მაგალითად, „გუგლი“ დაშვებულია აშშ-სა თუ გერმანიაში იმ პირობით, რომ აშშ-ისა და გერმანიის სპეცსამსახურებს მიაწვდის ინფორმაციას?
– დიახ, მიაწვდიან ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოებს სათანადო დასაბუთების შემთხვევაში. კომპეტენტურ ორგანოებში იგულისხმება, ძირითადად, საგამოძიებო ორგანოები, მათ კი დასაბუთება არ გაუჭირდებათ: კრიმინალი, ანტიტერორისტული ღონისძიებები, ქვეყნის უსაფრთხოება.
– არადა, იგივე „გუგლიც“ კერძო სტრუქტურაა, ესე იგი, დასაბუთების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს კერძო სტრუქტურა?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ის კერძო სტრუქტურაც ხომ კანონებს ექვემდებარება?!
– მესმის, მაგრამ სად კერძო სტრუქტურა და სად, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლო.
– სხვათა შორის, მსოფლიოში ინტერნეტქსელის გაკონტროლებას წინ უძღოდა საბანკო ქსელის გაკონტროლების მოთხოვნა. იცით, რომ ყველაზე ტრადიციულად და საიმედოდ მიიჩნეოდა შვეიცარიის ბანკები, რომლებსაც კლიენტებთან ჰქონდათ კონფანონიმურობის ვალდებულება, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ერაყის მოვლენების, ტერორისტული აქტების გახშირების გამო, აშშ-ის ადმინისტრაციამ მიაღწია იმას, რომ შვეიცარიის კერძო საბანკო სისტემამ გარკვეული თანხის ზემოთ გადარიცხვებისა და ანაბრების შესახებ ინფორმაცია გახსნა. მაშინ ამდენად არ იყო განვითარებული ინტერნეტსივრცე და ამიტომ ბანკების კონტროლით დაიწყეს. მიზანი იყო ფინანსური ნაკადების გაკონტროლება. შემდეგ უკვე, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა და 2000 წლიდან, თავდაპირველად, „გუგლი“, შემდეგ სხვა საძიებო სისტემები და სოციალური ქსელები, ისინი მაშინვე ჩაჯდა სპეცსამსახურების ოპერატიული მუშაობის პროგრამაში. ამიტომ არის, რომ დღეს კარგი პროგრამისტი ისევე ფასობს, როგორც ადრე ბირთვულ ფიზიკაში მომუშავე სპეციალისტი ფასობდა. უამრავი პროგრამაა შექმნილი, რომლებიც ღია სივრციდან იღებენ სპეცსამსახურებისთვის საჭირო მონაცემებს. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინათ რუსეთის სპეცსამსახურებმა ღია ტენდერი გამოაცხადა ლინგვისტური გამფილტრავი პროგრამის შექმნაზე. მინიშნება იყო ჩრდილოკავკასიურ ენებზე. ამ ენების სპეციალისტები საჭიროა ინტერნეტსივრცეში ამ ენებზე არსებული ინფორმაციის შესაგროვებლად და ამ ზღვა არასაჭირო ინფორმაციიდან საჭირო ინფორმაციის ამოსარჩევად.
– ლინგვისტური ფილტრი საჭიროა ინტერნეტმიმოწერიდან თუ აქტივობიდან ტექსტების ამოსაგდებად კონკრეტული სიტყვიდან გამომდინარე?
– დიახ. ამას გარდა, მოხდა ვიწრო სპეციალიზაცია. მაგალითად, თუ სამხედრო ტერმინოლოგია აინტერესებთ, ფილტრი უკვე სხვა არის და ის აგდებს ყველა იმ მიმოწერას „სკაიპით“, ელფოსტით თუ სოციალური ქსელებით, რომლებშიც ეს კონკრეტული სამხედრო შეიარაღებაა ნახსენები. ასე რომ, მიდის ამაზე მუშაობა და თანდათან იხვეწება ტექნოლოგიები. ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა კერძო სტრუქტურებია „გუგლი“ თუ „ფეისბუქი“, „ოდნოკლასნიკები“ თუ „ვ კონტაქტე“, გარკვეულ სფეროებში მათ უნდა ითანამშრომლონ სპეცსამსახურებთან. ვიმეორებ, აქ ყველაზე რთულია ზღვრის გავლება დემოკრატიასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის.
– თქვით, რომ, თუ სპეცსამსახურები გატეხავენ ამა თუ იმ მომხმარებლის პროფილს, შეღწევა დაფიქსირდებაო, მაგრამ ვინ დაამტკიცებს, რომ, მაინცდამაინც, სპეცსამსახურებმა გატეხეს?
– ესეც არის, რა თქმა უნდა. მაგალითად, ყველაზე ცნობილი ჰაკერული ორგანიზაციაა „ანონიმუსი“ და უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, როგორ ჩანს, „ანონმიუსში“ უკრაინელები იყვნენ ან სხვა მიზეზებით, მათ შუაგული რუსეთის, ომსკის მცხოვრებლები გააფრთხილეს შემდეგნაირად. ომსკელები აპირებდნენ სეპარატისტების დასახმარებლად წასვლას და „ანონიმუსმა“ 7 000 ომსკელის პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამით გააგებინეს, რომ შეგვიძლია, შევაღწიოთ თქვენს მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომი გავხადოთო, ხოლო ამის შემდეგ, ვინ როგორ გამოიყენებს ამას, უკვე არავინ იცის. იცით, რომ დღეს ყველაფერი ონლაინ ხორციელდება და პირადი საბანკო ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, ადამიანი შესაძლოა, ისე გაღატაკდეს, ვერც კი გაიგოს, მაგრამ ეს მაინც პარტიზანული ბრძოლაა. ამას სპეცსამსახურები ერიდებიან და მეტი სოლიდურობისთვის ურჩევნიათ, თვითონ ინტერნეტსტრუქტურებთან ჰქონდეთ ოფიციალური ინფორმაცია.
– ვთქვათ, ვარ საფრანგეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი, მხოლოდ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებზე შემიძლია, მივიღო ინფორმაცია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციისგან?
– თქვენ მხოლოდ თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გაგება შეგიძლიათ. ტერიტორიული პრინციპი მოქმედებს. თუმცა შემდეგ უკვე შეიძლება, ინტერპოლიც ჩაერიოს.
– ინტერპოლსაც შეუძლია, გამოითხოვოს ინფორმაცია ინტერნეტმომხმარებლების შესახებ?
– უფლება აქვს, მაგრამ ინტერპოლის ოპერატიული შესაძლებლობები ჩამორჩება ცალკეული ქვეყნის სპეცსამსახურების შესაძლებლობებს. ინტერპოლი მაინც ფორმალური ორგანიზაციაა, სადაც ყველა ერთმანეთს უღიმის, მაგრამ საიდუმლოებას არ უმხელს.
– ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან განაცხადი არ ყოფილა, ანუ ორი ვარიანტია: ან ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები არ დაინტერესებულან ჩვენი პირადი მონაცემებით, ან „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის გარეშეც ახერხებენ ამ ინფორმაციის მიღებას.
– სხვა ვარიანტი, ალბათ, არ არსებობს. ან შესაძლოა, ხელი არ მიუწვდებათ მუშაობის ამ სფეროზე. არაერთხელ მითქვამს, რომ პროფესიონალიზმი საქართველოს მუდმივი პრობლემა იყო და იქნება, კადრების ხშირი ცვლა იწვევს იმას, რომ პროფესიონალიზმი არ ფასდება.
– ხანდახან ეჭვიც მიჩნდება, რომ პროფესიონალი კადრები უბრალოდ არ სჭირდებათ.
– ამას კიდევ შეიძლება ბევრი ძალიან ცუდი მოტივი მოვუძებნოთ: შეგნებულად ან შეუგნებლად, პირადი შიშის გამო, ამბიციების გამო და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პროფესიონალები არიან და არ იყენებენ. წინა ხელისუფლების დროს ვნახეთ, რომ გვყოლია პროფესიონალი ახალგაზრდებიც და ზრდასრულებიც, მაგრამ მათ შესაძლებლობებს იყენებდნენ არა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ პოლიტიკური, პარტიული, პიროვნული და სხვა ვიწრო ინტერესებისთვის. მართლაც კრიმინალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. განადგურდა 22 000 ფარული ჩანაწერი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რამდენი ჩანაწერი იყო. და, სამწუხაროა, რომ ის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანაში ხელმისაწვდომია. სასამართლოები აქვეყნებენ, რამდენჯერ მიმართეს შესაბამისმა სამსახურებმა და რამდენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ეს გვაჩვენებდა, როგორ აქტიურობენ ოპერატიული სამსახურები, რაც დაგვეხმარებოდა მათი პოლიტიკის განსაზღვრაში. სამწუხაროდ, დღეს მათი საქმიანობა ჩაკეტილია.
– ხანდახან მგონია, რომ უბრალოდ საღათას ძილით ჩაეძინათ. მაგალითად, არის ასეთი პერსონა იური ღვინჯილია, რომელიც ინეტრნეტსივრცეში აქტიურ სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა: აქვს ინტერნეტრადიო, რომელიც, რატომღაც, თურქეთიდან მაუწყებლობს. ამტკიცებს, რომ მეგრელები სხვა ხალხია, „დამპყრობელი“ ქორთუების მიერ „დაჩაგრული“ და, თუ აქამდე სამეგრელოს ავტონომიას მოითხოვდა, ახლა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ითხოვს. ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებენ ჩვენი სპეცსამსახურები და პოლიციაც, რატომ არ აკავებენ ამ კანონდამრღვევს?
– ყველაზე კარგი ვარიანტია და პირადად მე, ასე გავაკეთებდი, როდესაც სპეცსამსახურები თავად ქმნიან ასეთ პიროვნებას, რომ მან, როგორც თაფლმა ფუტკარი, მიიზიდოს ის ხალხი, ვინც ამ იდეას თანაუგრძნობს. მაგრამ ეს უმაღლესი პილოტაჟია და ჩვენს სპეცსამსახურებს არ ემუქრება. თუმცა ეს პირდაპირ სეპარატიზმის გაღვივებაა, რაც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. მაგრამ იქაც ზღვარია გასავლები ადამიანის პირად შეხედულებებსა და სეპარატიზმისკენ მოწოდებას შორის.
– ესე იგი, ნებისმიერს შეუძლია იმავე სოციალური ქსელიდან ჩვენს პერსონალურ კომპიუტერში შემოსვლა?
– ნებისმიერის კომპიუტერში შეღწევაა შესაძლებელი, ჩაირთვება თუ არა და ინტერნეტში შევა, ის უკვე ხვდება ამ საერთო ობობას ქსელში და როგორც ობობაა სადღაც ჩასაფრებული და რომელიღაც ძაფს მიჰყვება, ასევეა ჭკვიანი ჰაკერიც. უკვე მის მომზადებაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს და რა აქვს მიზნად. კიბერომები სახელმწიფო დონეზეა აყვანილი და ეს არ არის მხოლოდ გართობა. ეს იწვევს ქვეყნის პარალიზებას, იმიტომ რომ, დღეს ყველაფერი ელექტრონულ მმართველობაზეა გადაყვანილი.
– თავი დავანებოთ სახელმწიფო ინტერესებს, წარმოვიდგინოთ, რომ ერთ დღეს გასაჯაროვდა პირადი მიმოწერა და ადამიანებმა შეიტყვეს სიმართლე, რას ფიქრობენ მასზე რეალურად სხვა ადამიანები, მათ შორის, ახლობლებიც. ეს ხომ იქნება ატომურ აფეთქებაზე უარესი?
– შესაძლოა, ამ ინფორმაციასაც ინახავენ ბაზაში და შანტაჟისთვის გამოიყენონ საჭირო დროს. ამიტომ პირად ინფორმაციას უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება. გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება მათ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, ასევე, მათი ოჯახის წევრებსაც. დღეს ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარება ისე არ არის დარეგულირებული, რომ ამას არ მივაქციოთ ყურადღება, მეტი სიფრთხილე გვმართებს.

скачать dle 11.3