კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ჩამოსაპარლამენტარებლები

„შენი ხელფასი ჩემსას სჯობია“

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ჩვენმა დეპუტატებმა დაადგინეს, რომ ხელფასების გაზრდას იმსახურებენ, რადგან, მათი მტკიცებით, პარლამენტის წევრის ხელფასი ადეკვატური არ არის. არ არისო, ვინაიდან, ბევრ უწყებაში დეპარტამენტის უფროსებს უფრო მაღალი ხელფასები ჰქონიათ, ვიდრე არათუ თვით პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, უბრალო მოკვდავ დეპუტატებსაც კი. ამიტომაც აცხადებენ, რომ საკითხი დასარეგულირებელია!
რაკი აღმოჩნდა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ჩვენი რჩეულებისთვის ხელფასის ზრდა გათვალისწინებული არ ყოფილა – , კოლეგები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა დაამშვიდა: თბილისში პარლამენტის შენობის სარემონტო სამუშაოები სრულდება და, შესაძლოა, დარჩეს თანხა, რაც, შეგვიძლია, ჩვენი ხელფასების ზრდას მოვახმაროთო.
ზედაც, დაამატა, რომ პარლამენტარის ხელფასი, სულ რაღაც, 2 000 ლარია, დაქვითვის შემდეგ კი 1 600 რჩებაო. ხოლო, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია, რის გამოც უზარმაზარი პასუხიმგებლობა გვაწევს სუსტ მხრებზე, უპატივცემულობაა ასეთი დაბალი ხელფასებიო. ბუნებრივია, ბ-ნ ონოფრიშვილს აზრი ზუსტად ამ სიტყვებით არ გამოუთქვამს, თუმცა მისი ნააზრევის არსი ზუსტად ასეთი გახლდათ.
მაგრამ, იმ მარტივი მიზეზით, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან გამჭვირვალობის ხარისხი გაიზარდა (ყოფილები, მართალია, მაღალ-მაღალ ხელფასებს იღებდნენ, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებდნენ), მალევე გაირკვა, რომ, თუმცა ხალხის რჩეულის ყოველთვიური სარგო 2 000 ლარია, დეპუტატები ამას გარდა კანონით გათვალისწინებულ დანამატებსაც იღებენ, რის წყალობითაც რიგითი რჩეულის ყოველთვიური შემოსავალი 3 790 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის –  4 635 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარის კი, სულაც, 5 905.
მეორე მხრივ, რთულია, არ დაეთანხმო საპარლამენტო უმრავლესობას, სადაც ის ამბობს, რომ დეპუტატის ხელფასი ჩამორჩება აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასებსა და დანამატპრემიებს, მაგრამ, რადგან პენსიონერთა ყოველთვიური შემოსავალი, საერთოდაც, 150 ლარია და სახელმწიფოს მართლაც არ აქვს პენსიის გაზრდის შესაძლებლობა, იქნებ უპრიანი ყოფილიყო, პარლამენტარების ხელფასის სამინისტრო ხელფასამდე გაზრდის ნაცვლად, სამინისტრო ხელფასები ჩამოექვეითებინათ საპარალმენტოების 2 000 ლარამდე?!
P. S. სხვათა შორის, უმრავლესობის ინიციატივა უმცირესოელმა ქ-ნმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააქილიკა და თავის მხრივ, ამხილა ბ-ნი ონოფრიშვილი – ხელფასი 4 000 ლარზე მეტი ჩამერიცხაო. შესაბამისად, თუკი ქ-ნი ჩიორა აგრერიგად შეუშფოთებია სინდისის ხმას მრავალნულიანი ხელფასის გამო, მას ამ ხმის დასამშვიდებლად ნულებზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეუძლია. –

скачать dle 11.3