კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

„მოსკოვი“ VS „მისტრალი“

ხელების მოსაფშვნეტი

ევროკავშირი ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულა, დაუწესოს თუ არა რფ-ს რეალური სანქციები. უფრო მეტიც, კვლავაც ძალაშია საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის განა ერთი, ორი „მისტრალის“ მიყიდვის საკითხიც. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბრძანა, რომ საფრანგეთი დათქმულ ვადებში მიართმევს რუსეთს დაპირებულ სადესატნო ხომალდებს (ერთ-ერთი უკვე ოქტომბერში იქნება მზად გადასაცემად).
ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ, რომ უნივერსალური სადესანტო ტიპის ხომალდის, „მისტრალის“ სიგრძე 210 მეტრია, ნაოსნობის სიშორე კი – 20 000 მილი, ეკიპაჟის რიცხოვნობა – 170, ბორტზე 50 ადამიანის მიღება შეუძლია, ავიაჯგუფი მოიცავს 16 ვერტმფრენს, რომელთაგან 6 ერთდროულად განთავსდება ხომალდზე. ხომალდის სატვირთო ნაწილში ეტევა 40 ტანკი ან 70 ავტომანქანა (400 რუსი მეზღვაური უკვე გადის შესაბამის მომზადებას).
რაკი რფ-მ თანხა უკვე გადაიხადა, შეთანხმება კი 2011 წელს გაფორმდა, საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სანქციების მიღების შემთხვევაშიც კი შეზღუდვები შეეხება ამის შემდეგ გაფორმებულ კონტრაქტებს. ამდენად, ამ გარიგებას ვერაფერი შეაჩერებსო. შესაბამისად, ორი „მისტრალიც“ ჩაეხუტება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი „მოსკოვიც“ გვეყოფა წირვის გამოსაყვანად, პირადად მე, მთლად ხელების ფშვნეტითაც არა, მაგრამ მოთმინებით დაველოდები, როდის აჩვენებს საკუთარ ტყავზე ევროკავშირს  ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი „მისტრალის“ ძალას.

скачать dle 11.3