კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქვემოტივირებულნი

„აბჯარი თუნდაც ხისაო“

ალბათ, იმიტომ, ყველაფერი სა-უცხო-ო უცხოურია ან იქნებ იმის გამო, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, გადაწყდა, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს უცხოელ პროკურორებს დაახმარენ. რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ კიდევ უფრო იზეიმოს.
ეს ფაქტი საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო, მკვეთრად უარყოფითად, ცხადია, საპარლამენტო უმცირესობამ, ანუ ყოფილმა მმართველებმა (თუმცა, როცა თავად ზემოთ იყვნენ, მაშინ ფასობდა, თუ ფასობდა ყოველივე უცხო-ური!). ასე, მაგალითად, ყოფილი სამართალდამცველი, ახლა კი უფლებადამცველი ბ-ნი ონიანი ზემოხსენებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა: „სამი პროკურორი კი არა, რუსეთის ესკადრილია რომ ჩამოიყვანოთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მაინც არ დაგაჭერინებთ.“
თუმცა მხოლოდ ამ მშრალი ლოზუნგით არ შემოფარგლულა და მსჯელობაც შემოგვთავაზა (მთლად პლატონის „სახელმწიფოს“ დარად თუ ვერა, სამაგიეროდ, „ნაციონალური“ ლოგიკით). კერძოდ, იგი (ბ-ნი ონიანი) ბრძანებს: „დღეს არ არის საუბარი იმაზე, ჰქონდა თუ არა შეცდომები ამ ადამიანს (იგულისხმება ბ-ნი სააკაშვილი), აქ საკითხი დგას, პუტინი შეძლებს თუ არა თავის ოცნების ასრულებას… ქართული სახელმწიფო აუცილებლად განაგრძობს განვითარებას და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს განვითარებული მსოფლიოს გვერდით, ხოლო პოლიტიკური დევნის გზით ხელისუფლება მიიღებს ჯოჯოხეთს და მათ ამ განაჩენს გამოუტანს ქართველი ხალხი.“
ვფიქრობ, ამ საქმეში ქართველი ხალხის იმედი ცოტა გადაჭარბებულია, თუმცა ენას ძვალი არ აქვს, ფანტაზიას კი – საზღვარი. 
ხოლო, თუ გასული კვირის ბ-ნი მერაბიშვილის ნატვრას გავიხსენებთ (თავისუფალი რომ ვიყო, იარაღს ავიღებდი ხელში და უკრაინას გავათავისუფლებდიო) და ბ-ნი ონიანისას დავამატებთ (რუსეთის ესკადრილიაც რომ ჩამოიყვანოთ, არ დავაჭერინებთო), კიდევ უფრო მტკიცდება ეჭვი, რომ 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებთან შესაბრძოლებლად აშკარად მოტივაცია არ ეყოთ!

скачать dle 11.3