კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ვინ ჩაუშალა ქართველ მსახიობებს რუსი ლამაზმანების კონკურსი იალტაში

პირველი გამოსვლა უკრაინაში მქონდა. იღებდნენ მხატვრულ ფილმს „მეფეები და კომბოსტო“. სხვათა შორის, ფილმში დაკავებულები იყვნენ ბატონი ბორის წიფურია და შოთა გაბელაია – სულ ათი ქართველი ვიყავით.

გადაღებები ძირითადად იალტაში მიმდინარეობდა, ფეოდოსიაში და, ძალიან მხიარულ ვითარებაში – ზღვა... პლაჟი... რომანტიკა... უამრავი ხალხი იყრიდა თავს გადაღებაზე და – გოგოები... რომ იტყვიან,  გოგოების ცვენა იყო. ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით და გოგოებს გულგრილად როგორ შევხედავდით. ოღონდ, ერთი კი იყო, როდესაც ამდენი გადასარევი გოგო დადიოდა ჩვენ გარშემო, არჩევა ჭირდა; როგორც გულუხვ სუფრაზეა – არ იცი, რომელი ერთი ჭამო, ასეთ დღეში ვართ.

გამოსავალს, როგორც ყოველთვის, ბორის წიფურიამ მიაგნო და ერთ მშვენიერ დილას გამანდო:

– სოსო, რა გვეშველება ახლა ჩვენ ამდენ ლამაზ ქალებში, თუ იცი შენ?

– წასულია ჩვენი საქმე, – ვუპასუხე სერიოზულად.

– არა, კაცო, ამდენ ქალში ერთი ვერ ამოვარჩიე ჩემთვის სერიოზულად. საქმეა ეს, თუ გიყვარდე? ხო, ხო, ხო, ხო, ესენი მომცა, სოსო თბილისში, მუშტაიდის ბაღში, რას მოვიმადლიერებდი ჩვენს ბიჭებს?! – ოხრავს ბორია.

– აბა, აბა... – ვეთანხმები.

– მოდი, რა ვქნათ, თუ იცი? – მოულოდნელად გამოცოცხლდა, – გამოვაცხადოთ კონკურსი, თითქოს კინოფილმისათვის ვარჩევთ გოგონებს – გადასაღებად, გასაგებია?!

ავიყოლიეთ შოთა გაბელაია, რომელსაც კინოოპერატორობა დავაბრალეთ. გამოვართვით კამერა ნამდვილ ოპერატორს (რა თქმა უნდა – ცარიელი) და გავედით პლაჟზე. მოიკალათა ბორიამ სავარძელში და დაიწყო „სინჯები“.

დადგა რიგი და რა რიგი... (ხომ იცით, რუსებს როგორ უყვართ პოპულარობა).

– აბა, თქვენ მობრძანდით, – აირჩია ერთ-ერთი ბორიამ. გოგონამ უხერხულად გაიარა სამი მეტრი, ფეხი გადაუბრუნდა და კინაღამ კისერი მოიტეხა.

– რას იტყვი შენ? – რუსულად მეკითხება „რეჟისორი” ბორია.

– რა უჭირს, – ავწიე წარბები.

– გახდილი აჯობებს, მე მგონი... მდაა (ჩაფიქრდა)... კი, ნამდვილად აჯობებს გახდილი.

– რაზდევაიტეს! – უბრძანა გაბელაიამ, რითაც გოგონა ძალიან დააბნია:

– „პრიამო ზდეს?“ – გაუკვირდა, მაგრამ, მტრის ჯინაზე მაინც გაიხადა. 

წავიდა „ხელით სინჯვის“ მეორე ეტაპი.

– ხორცი უნდა იყოს მკვრივი და ჯანსაღი, – გვმოძღვრავს რეჟისორი (ვითომ რესტორანში აბარებდა სამწვადედ).

ასე ხელის სმა-სინჯვაში შემოგვადნა სამი-ოთხი საათი. ზოგი ავირჩიეთ და მეორე დღისთვის დავიბარეთ მორიგი ეტაპისთვის, დანარჩენები კი წალასლასდნენ დაღონებულები (ნე ვეზიოტ!).

მეორე დღეს „არჩეულები“ სასტუმროში გამოცხადდნენ შეთანხმებისამებრ – მესამე ეტაპისთვის. ახალი ეტაპი კი სასიყვარულო სცენა გახლდათ – ეტიუდის ფორმით, რომლის შინაარსი ლოგინიდან ერთი მეტრის მოშორებით მგრძნობიარე კოცნა გახლდათ. და, დაიწყო...

საშინელ მდგომარეობაში ვართ ამდენი რიგრიგობით კოცნებისგან. ჩვენი ცოდვით ქვა იწვის. რა ჯანდაბად გვინდოდა ეს ოხერი „კონკურსი“, ბორიაა მოსაკლავი ცოცხლად! მოკლედ, „გადაწვა“ არ აგვცდებოდია, რომ არა ერთი კურიოზული მომენტი, რომელმაც დაასრულა კიდეც ჩვენი საცოდავი „ოპერაცია“.

– ტანია პროტოპოპოვა (გვარ-სახელებსაც ვიწერდით, აბა, ისე სადაა, ძმაო!)! – გამოიძახა წიფურიამ ერთ-ერთი კონკურსანტი.

ცოტა ხანს არავინ გამოგვხმაურებია.

მეორედ რომ წაიკითხა გვარი „დიდმა რეჟისორმა“, მოულოდნელად, კარგა 70 წელს მიტანებული, მთლად „გაკრასკულ-გაპოხილი“ (ჩვენებურ ფუფალას წააგავდა) ქალი გამოცუნცულდა.

ჩვენ უხერხულად ავახამხამეთ წამწამები – ასეთი ვინმე ნამდვილად არ „გაგვისინჯავს.”

– მე ტანიას ბებია ვარ, ტანია ძალიან ავად გახდა და ვერ მოვა, ამიტომ, მე ვაკოცებ სოსოს ტუჩებში, რა მნიშვნელობა აქვს მაგისთვის? თავის დროზე მე ჩემს შვილიშვილზე ახალგაზრდა ვიყავი და კოცნაც ტანიაზე კარგი ვიცი, თუ არ გჯერათ, ა, ბატონო, აგერ მე და აგერ სოსო...

მაშინ კი ვიკადრეთ და აგვიტყდა ხარხარი, თუმცა, ერთი-ორი გოგო მართლაც ავიყვანეთ მასობრივი სცენებისთვის.

მსახიობ სოსო ხაინდრავას ნაამბობის

მიხედვით 

 

скачать dle 11.3