კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

სოლომონ პირველი, მეფე იმერეთისა, მინდვრად ბრძანებულა სასეირნოდ. თვალი შეასწრო თურმე ერთს გლეხკაცს, რომელიც სტიროდა და ჰყვიროდა ხმამაღლა. მეფეს გაუკვირდა და მივიდა მასთან ამბის შესატყობრად.

– რა დაგემართა, რომ ეგრე ჰყვირიო? – ჰკითხა მეფემ.

– ცხენი ბალახზედ მყვანდა გაშვებული და მე ჩამეძინა. ძილში ცხენი მომპარეს, შენი ჭირიმე, და იმას ვიცემ თავშიო.

– თუ ცხენი საპატრონებელი გყვანდა, რაღა გაძინებდაო? – უბრძანა მეფემ.

– მე მეგონა, თქვენ გეღვიძათ მეფეო, თორემ მე რა დამაძინებდაო.

***

სომეხმა ა...-მ უთხრა აკაკის:

– ქართველებს ერთადერთი კაცი გყავთ ჭკვიანი – ილია ჭავჭავაძე და ისიც იმიტომ, რომ დედა ჰყავდა სომხის ქალი.

– შენ რომ დედაც სომეხი გყავს და მამაც, რატომ ერთიორად იმაზე ჭკვიანი არა ხარ? – პასუხის მაგივრად ჰკითხა აკაკიმ.

***

ჩვენში ერთი მოსამსახურე იყო, დიდი ლოთი და დიდი მექრთამე. როცა გადააყენეს, წავიდა პეტერბურგს და იქ ცხოვრობდა თავისთვის. ერთხელ ამ გადაყენებულს დიდი წვეულება ჰქონდა პეტერბურგში და, სხვათა რიცხვში, შემთხვევით იქ მყოფი აკაკიც მოხვდა. მასპინძელმა სადილზე ტრაბახი დაიწყო, კავკასიაში რომ ვიყავი, ძალიან ვუყვარდი ხალხსაო! წამოსვლის დროს სადილი გამიმართეს და სახსოვრად საჩუქარიც მომცესო. გამოიტანა აზარფეშა, რომელზედაც „კოლხეთის ვერძი“ იყო დახატული. სტუმრებმა იკითხეს: რას ნიშნავს ეს ვერძი? ალეგორიული ხომ არა არის რაო? 

– როგორ არაო, მიუგო აკაკიმ, – ჩვენში აზარფეშა ლოთობის ემბლემაა და ვერძი კი იმას ნიშნავს, რომ ბერძნებმა დიდძალი ფული გაიტანეს ჩვენი ქვეყნიდანო.

***

აკაკი შანიძესთან მიიჭრა მისი თანამშრომელი და უთხრა: ბატონო აკაკი, თქვენს ქალიშვილს „მაშინა“ დაეჯახაო.

– რამდენჯერ გაგისწორო: „მაშინა“ კი არა – „მანქანა“! – შემოსწყრა ბატონი აკაკი და, მაცნეს შეშფოთებულ სახეს რომ შეხედა, მერეღა გააცნობიერა მომხდარი ამბავი:

– ჰა, რა თქვი?!

скачать dle 11.3