კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ანეკდოტები

ქორწილი აზარტში შევიდა. ერთ-ერთი სტუმარი ადგა, სუფრას გადასწვდა და მოპირდაპირედ მჯდომს გემრიელი სილა გაარტყა.

– რატომ? – გაიოცა იმან.

– ქორწილია, ქორწილი! ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს!

***

მამაკაცი მაღაზიაში შევიდა და პირდაპირ მოლარეს მიადგა:

– იცით, გუშინ თქვენ ანგარიშში შეცდით, 10 ლარი...

– მაგრამ, თქვენ გუშინ უნდა გეთქვათ, დაგვიანებულია, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერაფერს მოვახერხებ. ფული სალაროსთან უნდა დაგეთვალათ და ისე წასულიყავით... შეგიძლიათ, მიბრძანდეთ, ვერაფრით დაგეხმარებით...

– ესე იგი, ეს 10 ლარი რომ გადმომაყოლეთ, დავიტოვო...

***

ნუ ნერვიულობთ, თუ თქვენი შვილი შუაღამისას იღვიძებს და ჭამას გთხოვთ... დადგება დრო, როდესაც თქვენ კმაყოფილი იქნებით, რომ ის ამ დროს სახლშია...

***

ვერანაირი ორგაზმი ვერ შეედრება ბუღალტრის გრძნობას, რასაც ის განიცდის, როცა წლიური ბალანსი ზუსტად ჩაჯდება.

***

ჯორჯ კლუნი, გრიგორი ლეპსი, ადრიანო ჩელენტანო – ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მსუბუქად გაუპარსავობა მიმზიდველი ყოფილიყო... თუმცა, ერთმა წვერიანმა მომღერალმა ყველაფერი წყალში ჩაყარა...

***

ცოლი კურორტზე წასასვლელად ემზადება – ჩაალაგა ჩემოდანში კაბები, ბლუსკები, მოდური შარვლები... 

– „აა... დროს გატარებას აპირებს“... – გაიფიქრა ქმარმა და ცოლი რომ სხვა ოთახში გავიდა, ჩემოდნიდან ყველაფერი ამოალაგა და თავისი ძველი ქურთუკი ჩადო....

რამდენიმე დღის შემდეგ მოდის წერილი: „ყველა ნორმალური ქალი კინოში დადის, რესტორანში, ცეკვებზე... მე კი შენი კურტკით, ბუჩქებში მიმათრევენ ხოლმე“...

***

მოვწიე სიგარეტი „პრეზიდენტი“ – პრეზიდენტი ვერ გავხდი. დავლიე არაყი „პარლამენტი“ – ვერც პარლამენტარი ვერ გავხდი. დავლიე ლუდი „კაზელი“ და ვგრძნობ, მოქმედებს...

***

პირველკურსელებს ლექტორმა დასაწერად მისცა თემა: „მილიონი რომ გქონდეთ...“ აუდიტორიაში სიჩუმეა, ყველა წერას შეუდგა... მარტო მეგრელი არ წერს და უცბად ხელი ასწია...

– პატივცემულო, 100 ათასს ვერ დამიმატებთ?!

***

– ალო, ეკა, სად გინდა, რომ იყო – ზღვაზე თუ მთაში?

– ვაიმე, საყვარელო!.. რა თქმა უნდა, ზღვაზე... სასტუმროში უნდა დავისვენოთ თუ ბინა შეიგულე?

– არა, ტუალეტის დეზადორს ვყიდულობ...

***

– მოშე, რა გჭირს, რამ ჩაგაფიქრა.

– გერმანიის და არაბების თამაშს ვუყურე...

– მერე, რომელს გულშემატკივრობდი?

– ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ორივე წააგებდა...

***

დღეს დილით, ჩემმა ცოლმა რომ მითხრა, ჩადი, მანქანაში დამელოდე, 5 წუთში ჩამოვალო, სანამ მოვიდოდა, გავარკვიე: ჩვენი სადარბაზოს თითქმის ყველა მეზობლის დილის საქმიანობა; დავადგინე, რომ საჭის დიამეტრი 32 სანტიმეტრია; მე შემიძლია სუნთქვის გარეშე 52 წამი გავძლო; დამაინტერესა, რამდენ ხანში ერთხელ ამოდის ჩასასუნთქად ვეშაპი ოკეანის ზედაპირზე; განვიხილე, მართალია თუ არა დარვინის თეორია...

***

– გაიგე, ჩვენს საარსებო მინიმუმზე გაცილებით მეტს პატიმრებს მხოლოდ საჭმელზე ახარჯებენ ციხეებში. მეც მინდა, ისე ვიკვებებოდე...

– რას ამბობ, მაგას დამსახურება უნდა...

скачать dle 11.3