კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ თქვა ია ფარულავამ უარი მეზოთერაპიაზე და როგორ გეგმავს ის 15 წლით გაახალგაზრდავებას

უკვე წლებია, ია ფარულავას ირგვლივ ინტერესი არ ნელდება და მაყურებელი ყოველთვის ელის მის გამოჩენას ეკრანზე. მართალია ამჯერად იას პრესასთან ურთიერთობაში ტაიმაუტი აქვს აღებული, მაგრამ ინტერვიუ შედგა და მადლობა მას ამისთვის. ჩვენი რესპონდენტის ახალი წამოწყება, საკუთარ თავზე ექსპერიმენტია, სახელწოდებით – მინუს 15 წელი. როგორ გეგმავს ია 15 წლით გაახალგაზრდავებას და რა მეთოდებს მიმართავს ის საბოლოო ეფექტის მისაღებად, ამას უკვე მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.  

 

– ია, ძალიან კარგად გამოიყურები. რამე ახალი მეთოდი შეიმუშავე ამისთვის? „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სტატუსიც დადე ცოტა ხნის წინ, სადაც წერ: „ვაბრუნებ დროს, მინუს 15 წელი, – ექსპერიმენტი დაწყებულია საკუთარ თავზე.”

– პლუს 5 კილო ვიყავი თუ მინუს 10 კილო, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რა კარგად გამოიყურებიო. მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი, როცა  არ მომწონდა საკუთარი გარეგნობა. იმ კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები, რომლებიც ღამე მაკარონში ჩახეხილ ყველს მიირთმევს. ენდოკრინოლოგიული პრობლემები მქონდა, რომელიც ძალიან მაწვალებდა და არ მაძლევდა საშუალებას, წონაში დამეკლო. 

შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ 15 კილო მაქვს დაკლებული, მაგრამ რეალურად, დავიკელი 5 კილოგრამი. თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა, თვე-ნახევარი სახლიდან ვერ გამოვდიოდი სიმწრისგან და ლოგინში ვეგდე. დიეტის გამო, ცენტრალური ნერვული სისტემა გაღიზიანებული მქონდა. მერე კი ორგანიზმიც შეეჩვია. მართალია, წონაში დავიკელი, მაგრამ ეს საბოლოო შედეგი ნამდვილად არ არის. წონა, რაც მინდა, რომ მქონდეს, ეს არის 67 კილოგრამი. სიმართლე გითხრა, არ ვიწონები, მე ვუყურებ, ტანსაცმელი როგორ მაქვს. გარდერობში, „რობერტო კავალის“ ჯინსის შარვალი მაქვს. თუ იმაში ჩავეტიე, მართლა არ მაინტერესებს, რამდენი კილო ვიქნები. ასევე, სახლის პირობებში დავიწყე ვარჯიში. სპორტულ მაღაზიაში ვიყიდე სატრენაჟორო ველოსიპედი. ყველაფერი ძალიან მარტივია, დილას რომ ადგები, დალევ ყავას, მოიფეისბუქებ, მერე დაჯდები ველოსიპედზე, სამიანზე დააყენებ და ატრიალე და ატრიალე, თან უყურე ნიუსებს. ერთი საათი სავსებით საკმარისია, მერე ჩაიცვი და სადაც გინდა, იქ წადი. ძალიან ადვილია. გარდა ამისა სიარული დავიწყე იოგას კერძო გაკვეთილებზე. ძალიან მაგარი პედაგოგი მყავს, ახალგაზრდა ინდოელი ბიჭი – ვივეკი. 

მოკლედ, ჩემი მინუს 15 წელი ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვიყურებოდე ისე, ვითომ 32 წლის ვარ. ამ ყველაფერში კი, როგორც უკვე გითხარი, მეხმარება ვარჯიში, იოგა და კალორიების თვლა. 

– რაც შეეხება სხვა პროცედურებს?

– ორი აზრი არ არსებობს, რომ ყველა ცივილიზებულმა ქალბატონმა თვეში ერთხელ სახე უნდა გაიწმინდოს მაღალკვალიფიციურ კოსმეტოლოგთან. ნუ მიანდობთ სახის კანს ვიღაცა ბონძღს. გარდა ამისა, ვიტარებ ლაზერულ პროცედურებს, რომელსაც ჰქვია ტრიაქტივი. რაც ასაკში შედიხარ, ნერვები უფრო გიფუჭდება და უკვე აღარ შემიძლია, ეს ნემსები და მეზოთერაპია. ამიტომ, ყველანაირი ნემსების გაკეთებას დავანებე თავი ჩემს ლამაზ სახეზე და გადავედი ტრიაქტივის პროცედურებზე, რომელიც ლაზერით, უმტკივნეულოდ კეთდება და ნახევარსაათიან პროცედურას ყოველ კვირას ვიკეთებ. სახის კანი გამილამაზდა, შეშუპებები მომეხსნა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, ვიყენებ მაღალი ხარისხის კრემებს. ჩემი ქმარი ჩემზე 10 წლით უმცროსია და მე ვალდებული ვარ, კარგად გამოვიყურებოდე. 

– ანუ, როცა მინუს 15 წელს შეასრულებ, ტარიელი 10 წლით პატარა კი არა, უკვე 5 წლით დიდი იქნება შენზე. კიდევ რა არის საჭირო მინუს 15 წლის მოსაპოვებლად?

– ადრე ვიძინებ, ვცდილობ, შუადღესაც ცოტა წავუძინო. ყავას დღეში მხოლოდ ერთ ფინჯანს ვსვამ დილაობით. სიგარეტს მაინც ვეწევი, მაგრამ დღეში მხოლოდ 6 ღერს ოთხი საათის შემდეგ. ამავე დროს გავხდი ვეგეტარიანელი, ყველანაირი ხორცი ამოვიღე მენიუდან, თევზსაც კი ვეღარ ვეკარები. გადავედი ჯანსაღ კვებაზე. ეს არის ბოსტნეული, ხილი. აღმოვაჩინე ერთი ძალიან მაგარი სუნელი, რომელიც საოცარი თვისებებით არის გაჯერებული. ეს არის კურკუმა. ის ერთადერთი სუნელია, რომელსაც აქვს 100-პროცენტიანი ანტიკანცეროგენური თვისებები, ანუ პირდაპირი გაგებით კლავს კიბოს უჯრედებს. ეს დამტკიცებულია. ცოტა მომწარო გემო აქვს და ყვითელი ფერისაა, მაგრამ ყველაფერს უხდება. ზამთარში ჩემი ჯინჯერი, ლიმონი და თაფლი, ეს ცნობილი იყო, მთელი ოთხი წელი მაგას ვსვამდი დღის შოუს ეთერში. წყალსაც ვსვამ საკმაოდ ბევრს. შაქარი ამოვიღე საერთოდ. ტორტის გიჟი ვიყავი, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ვჭამ. შეიძლება, სადმე თუ ვარ, ერთი კოვზი გავსინჯო. ეს იმიტომ კი არა, რომ მაგარი გოგო ვარ. ექიმებმა ამიკრძალეს. მე თუ შაქარი ვჭამე, დიაბეტს ავიკიდებ. ამიტომ, შაქარზე უარი ვთქვი. არ ვჭამ ასევე, ჩვეულებრივ მარილს. ამერიკიდან ვიწერ სპეციალურად კელტურ მარილს, რომელიც ცოტა მუქი ფერისაა. უარი ვთქვი ცომეულზეც, რომელიც შეიძლება, მჭადით ჩავანაცვლო. ამ ყველაფერს ზეპირად კი არ ვაკეთებ, თეორიულადაც მზად ვარ, უამრავ ლიტერატურას ვკითხულობ, ვეცნობი ამერიკულ და ევროპულ სტატიებს. მულტივიტამინსაც ვსვამ. ვიღებ მაგნეზიუმსა და ცელენიუმს თხევადი სახით, ასევე კალციუმს. დილაობით ძალიან მიყვარს მარგის ფაფის ჭამა. ვჭამ ბევრ მწვანილს. კუსკუსის სალათი მიყვარს ძალიან. საერთოდ სალათები მიყვარს ძალიან. ყველაზე საშინელება რა არის იცი? ეს ჩემი ქმარი ვერ დავიყოლიე, ღორის მწვადებზეა გადასული. ამდენი ხორცი არ შეიძლება. 

 სხვათა შორის, რაც შინაგანი სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში ძალიან მეხმარება, ეს არის გულიდან ამოსული ლოცვა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ლოცვის დროს სტრესი გეხსნება. ამას გარდა, საღამოობით სახლში ბახს ვუსმენ. საღამოობით დავსვამ ტარიელს, ჩემს მეუღლეს და ვეუბნები, ბახი დამიკრას. ის უკრავს, მე კი ვუსმენ. აბა, მითხარი, რომელი ტუსოვკა ან სიტუაცია შეცვლის ამ მდგომარეობას? აი, ეს არის ის ყველაფერი, რაც განტვირთვაში მეხმარება. აღარ ვურთიერთობ ნეგატიურ ხალხთან. კიდევ რა... არასოდეს დავთანხმდები ისეთ სამსახურში მუშაობას, სადაც ნეგატიური გარემოა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ასეთი სამსახურები, მაგრამ აღარ დავთანხმდები, არავითარ შემთხვევაში.

– „ნიჭიერის” ახალი სეზონი დაიწყება მალე, ჟიურის წევრებს შორის თუ იქნები კვლავ? ამას იმიტომ გეკითხები, რომ „ნიჭიერი” შენ გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

– ყველა ასე ამბობს. მეც დარწმუნებული ვარ, რომ ჟიურიში ვიქნები, მთავარია იყოს „ნიჭიერი.“  

– ისევ მინუს 15 წელს დავუბრუნდები. როდის უნდა ველოდოთ ფინალურ ეტაპს?

– პროგრამა უკვე დაწყებულია. ჩემთვის ყველაზე მაგარი იყო ორი კომპლიმენტი. ჩემმა იოგას ინსტრუქტორმა, რომელიც რუშიკეშიდან არის, ვკითხე რამდენი წლის ვიქნები-მეთქი. არ მინდა, გაწყენინო და ცოტა მეტს ვიტყვი, ალბათ 35 წლის იქნებიო, მიპასუხა. ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტი იყო. მეორე კომპლიმენტს რაც შეეხება, მეგობართან ვიყავი ერთ-ერთ მაღაზიაში სტუმრად, სადაც აზერბაიჯანელი მამაკაცი შემოვიდა ქართველ ქალბატონთან ერთად, რომელმაც ჩემი თავი წარუდგინა, ეს ჩვენი ვარსკვლავია, გაიცანითო. ეს კაცი „კაგებეს” ყოფილი გენერალი იყო, რომელიც არ უნდა მოტყუვდეს. რა კარგად გამოიყურებითო, რომ მითხრა, რამდენი წლის ვიქნები-მეთქი, იმასაც ვკითხე. მიპასუხა 32-ისო. „კაგებეს” გენერალიც მოვატყუე და მეტი რა ვქნა? ახლა ისღა დამრჩენია, ჩემი თავიც მოვატყუო. 

– როგორია ზაფხულის გეგმები?

– შოვში წავალ ერთი კვირით, სადაც კოტეჯი მელოდება. მერე შეიძლება, გერმანიაში წავიდეთ მე და ტარიელი. შეიძლება, იტალიაშიც წავიდეთ ერთი კვირით, არ ვიცი. რომ გითხრა, დასვენება დიდად მიყვარს-მეთქი, არა, ხუთ დღეზე მეტი ვერსად ვჩერდები. არ ვიცი, რატომ, მაგრამ თბილისში მიწევს გული. არ ვიცი, რამდენად გამოგვივა, მაგრამ მე და ტარიელს გვაქვს ერთი ძალიან ამბიციური პროექტი. სექტემბრიდან საქართველოს პატარ-პატარა ქალაქებში კონცერტების გამართვა გვინდა. ჩვენი მიზანი იქნება მსმენელს, განსაკუთრებით ბავშვებს, კლასიკური გიტარა შევაყვაროთ. ქალაქებში ყანჩელის საათი და 15-წუთიანი პროგრამით ჩავალთ. მე ამ საღამოების წამყვანი ვიქნები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხი ასეთ კონცერტებზე ივლის. ხალხის მოზიდვა ცოტა რთული იქნება, მაგრამ პირველ კონცერტს ვგეგმავთ გორში და ვნახოთ, რა იქნება.

– ხალხს ია მოიზიდავს.

– ხალხს ია მოიზიდავს და მერე ტარიელი რომ დაუკრავს, მიხვდებიან, რომ საოცრებასთან აქვთ საქმე. ეს ბიჭი მართლა გენიოსია და როგორც ნამდვილ გენიოსს, ძალიან ვუფრთხილდები.

– ძალას აძლევ მას.

– რა თქმა უნდა. 

 

скачать dle 11.3