კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიხიბლა ინდოელი კშიტიჯ კუმარი მეგრული ქორწილით და რას ფიქრობს ის ქართველ გოგოებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტი და  სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, 24 წლის კშიტიჯ კუმარი, ძალიან საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. ჩემი მისდამი ინტერესი უპირველეს ყოვლისა სკაიპში მისმა სტატუსმა გამოიწვია, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები ასე ჟღერს: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” 

 

 – კშიტიჯ, სადაური ხარ და რას საქმიანობ საქართველოში ამჟამად?

– მე ინდოეთიდან ვარ. აქ თბილისის სახემწიფო სამედიციონო უნივერსიტეტიში ვსწავლობ, უკვე მეექვსე კურსზე ვარ.

– საქართველოში როგორ მოხვდი?

–  საქართველო ინტერნეტის საშუალებით აღმოვაჩინე, სკოლა რომ დავამთავრე მაშინ ვიპოვე. მინდოდა, სადმე უცხო ქვეყანაში წავსულიყავი სასწავლებლად და ამ ძებნაში ვიპოვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტი. გავარკვიე ჩემთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია, გავიგე, რომ კარგი უნივერსიტეტია, კარგი პროფესიები ისწავლება და სწავლაც მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ინფორმაცია უტყუარი აღმოჩნდა. ნამდვილად კარგი უნივერსიტეტია და კარგი პროფესორები არიან აქ.  

– როგორც შევიტყვე, აქტიური სტუდენტი ხარ.

– დიდ ყურადღებას ვუთმობ სწავლას, მეცადინეობასა და დისციპლინას. ვარ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი.

– სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტების თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი?

– დიახ. მე, ზოგადად, უცხოეთის თემაზე ვმუშაობ და არა მხოლოდ ინდოეთის. დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 41 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ და ეს ცოტა არაა. სულ 1 800 უცხოელი სტუდენტია. ჩემ გარდა კიდევ 2 ვიცე-პრეზიდენტია ამ უნივერსიტეტში, სულ სამნი ვართ.

– რამდენი ინდოელი სწავლობს თბილისში?

– ინდოეთიდან დაახლოებით 950-1 000 სტუდენტია ჩამოსული.

– კარგად გისწავლია ქართული ენა. მშვენივრად მეტყველებ.

– მადლობა, საქმემ მასწავლა. საქართველოში ქართული საჭიროა კომუნიკაციისათვის. ეს ძალიან კარგად მოსასმენი ენაა. მომწონს ქართული ენა, თუმცა, ბოლომდე კარგად მაინც არ ვიცი – მიჭირს ზოგიერთი თანხმოვნის გამოთქმა.

– რა იცოდი საქართველოს შესახებ, სანამ აქ ჩამოხვიდოდი? რასაც მოელოდი ის დაგხვდა?

– მე კარგად არ ვიცნობდი საქართველოს. ინტერნეტიდან მივიღე ძალიან ბევრი ინფორმაცია. სანამ ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ ცუდ პირობებში არ აღმოვჩენილიყავი, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, პირიქით, ძალიან მომეწონა საქართველოს კულტურა, ტრადიციები. ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნება გაქვთ. ქართველებს რომ აქვთ ისეთი ფოლკლორი და ცეკვა არსად მინახავს. კი არ ცეკვავენ, დაფრინავენ. არ მომბეზრდება ქართული ცეკვის ყურება როგორც ჩაცმულობით, ისე პლასტიკით, მოძრაობებით, შინაარსით.

– ტრადიციებზე რას მეტყვი, მაგალითად, ქართულ ქორწილში ყოფილხარ?

– ჩემი მეგობრის ქორწილი იყო გუშინ, სენაკში გადაიხადა. დიდი ქორწილი იყო, 500 კაცი ჰყავდათ დაპატიჟებული. ყველა სტუმარი რიგრიგობით მიდიოდა სიძე-პატარძალთან და ულოცავდა სათითაოდ. ძალიან მომეწონა სუფრა, თამადა, როგორ ერთობა ხალხი ქორწილში, განსაკუთრებით – ნეფე-დედოფლის ცეკვა, მეგრული კერძები ხომ, საერთოდ, ცაკლე საუბრის თემაა.

– მეგრული ხომ არ ისწავლე?

– ჯერ ვერა... „მუჭორექ”, „წიე” და ერთი-ორი სიტყვა კი ვიცი, მაგრამ...

– ინდური ქორწილი როგორია?

– იქაც ძალიან ტრადიციული ქორწილებია. სამდღიანი ქორწილები ვიცით ინდოეთში.

– იქაც ბევრ ხალხს ეპატიჟებიან?

– დიახ, ჩვენთან იმართება 500, ხანდახან 700-კაციანი ქორწილებიც, იმიტომ რომ, ნეფე-პატარძლის ოჯახები აკეთებენ ამ დღესასწაულს და ყველანაირ ხარჯს შუაზე იყოფენ. მეჯვარეები ჩვენთანაც არის, ასევე, გართობა, ცეკვა, სიმღერა და სხვადასხვანაირი კერძები. 

– გამიგონია, რომ, ინდოეთში, თუ გოგო გათხოვებაზე უარს იტყვის, მისი მთხოვნელი, სადედამთილო ან მათი რომელიმე ახლობელი უარის გამო გოგოს მჟავას ასხამს და მთელ ცხოვრებას უმახინჯებსო.

– ეგ არაა სიმართლე.  მე დელიდან ვარ, დედაქალაქიდან, იქ ასეთი არაფერი მოხდება. დელიში ძალიან თანამედროვე ხალხია და, სხვაგან – არ ვიცი. მაგას ვერ დავიჯერებ, თუ ჩემი თვალით არ ვნახე.

– შენს ინდურ ოჯახზე მიამბე – რამდენნი ხართ, რას საქმიანობენ შენი მშობლები?

– ორი ძმა მყავს: ერთი უფროსია, მეორე – ჩემზე პატარა. მამა ბიზნესმენია, დედიკო – დიასახლისი.

– მამას რა ბიზნესი აქვს?

– მამა სკოლების ინდუსტრიას ფლობს და კიდევ, გრანიტის ბიზნესი აქვს.

– ალბათ, მამასაც, შენსავით, უცხოეთში აქვს განათლება მიღებული.

– არა, ინდოეთში.

– თამადა მომეწონაო, რომ თქვი, ინდოეთშიც იციან თამადა და სადღეგრძელოები?

– არა, ინდოეთში მაგდენი ხალხი არ იყრის თავს სუფრასთან, მე კი ეს ქართული ტრადიცია ძალიან მომეწონა: საუბრობენ, ყველა ერთმანეთს უსმენს, პატივს სცემს, მანდილოსნების სადღეგრძელოზე ფეხზე წამოდგებიან. ლამაზი ტრადიციაა და, როგორც გავიგე – უძველესიც.

– ესე იგი, სუფრის წამყვანი, თავი, თქვენთან არ იციან?

– არა. საერთოდ, დალევა არ არის ჩვენთან ტრადიციული. ამ პერიოდში ან თანამედროვეობაში კი მიირთმევენ სასმელს, მაგრამ, თამადა და ასეთი რამეები არ იციან ინდოეთში.

– კშიტიჯ, ალბათ, ინდოეთში ყველაზე სასურველ სასიძოდ ითვლები.

– (იცინის) არ მიფიქრია მაგაზე.

– არ გეუბნებიან მშობლები – შვილო, რომ ჩამოხვალ, ცოლს შეგრთავთო?

– ჯერჯერობით არა, რადგან, მაგაზე ფიქრი ადრეა. ჯერ სწავლა, მერე მუშაობა და მერეა ეგ თემა. ცოლის შერთვა ჯერ ადრეა.

– ქართველ გოგოებზე რას მეტყვი?

– ძალიან კარგი გოგოები არიან ქართველები, საყვარლები, ლამაზები, კეთილები, ზრდილობიანები... რა ვიცი, კიდევ რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის (იცინის); რაც მთავარია – პატიოსნები!

– ინდურ კინოზე გადავიდეთ, რომელიც საქართველოში ბევრს უყვარს. ინდოელ ვარკვლავზე, აიშვარია რაიზე, მთელი მსოფლიო გიჟდება.

– ინდოელებს ძალიან გვიყვარს აიშვარია რაი, ის, გარდა მსახიობობისა, თავისი სილამაზითაც არის ცნობილი – აიშვარია რაი ხომ ერთ დროს „მის მსოფლიოც” იყო. ის ჩვენი სიამაყეა.

– სამზარეულოზეც ვისაუბროთ. მსმენია, რომ ინდოელებს ძალიან უყვართ ცხარე კერძები, ასეა?

– გააჩნია, რომელი კუთხიდან არიან. სულ 28 შტატისაგან შედგება ინდოეთი და ყველა შტატს თავისი გამორჩეული საკაზმები აქვს. თუმცა, თითქმის ყველგან უყვართ ცხარე საჭმელები, მაგრამ, ჩემს ოჯახში, მაგალითად, ცხარე საჭმელი არასდროს ყოფილა პოპულარული – არ გვიყვარს.

– ქართულ სამზარეულოზე რას მეტყვი?

– გემრიელი საჭმელები გაქვთ ქართველებს – საცივი, გოზინაყი, ჩახოხბილი... ბევრი ქართული კერძი გამისინჯავს. ყველაზე მეტად მომწონს ხაჭაპური, ლობიანი, „ოსტრი” და ღომი. სასმელებიდან კახური ღვინო მომეწონა ძალიან.

– რამდენიმე კითხვას დაგისვამ და, დაუფიქრებლად მიპასუხე, პირველად რა გაგახსენდება ამ კითხვებზე.

– აბა, ვცადოთ (იცინის)...

– ქართული ცეკვა!

– აჭარული, სვანური.

– ყველაზე ცნობილი ქართველი!

– სამედიცინოს რექტორი – ის არის ყველაზე მაგარი რექტორი (იცინის).

– ძვირია საქართველოში სწავლა სხვა ქვეყებთან შეადრებით?

– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეგ იყო, როდესაც აქ ჩამოვედი. ახლა ასე აღარაა, მაგრამ, სტუდენტების ნაკადი მაინც მოდის საქართველოსკენ. მარტო ინდოეთიდან კი არა, შრი-ლანკიდან, თურქეთიდან, ერაყიდან... ევროპიდანაც ჩამოდიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად.

– ესე იგი, მარტო ფასში არ ყოფილა საქმე. კშიტიჯ, შენი აზრით, რომელია ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში?

– ყველაზე ლამაზია სვანეთი და ყაზბეგი. ექსკურსიით წავედით და ძალიან ვისიამოვნე. ასეთი სილამაზე სხვაგან არსად და არასდროს მინახავს,  რა თქმა უნდა, ჩვენი ტაჯმაჰალის შემდეგ (იცინის).

 

скачать dle 11.3