კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა ღირს ვიზა ქვეყანა „კაზანტიპში“, სადაც, კონსტიტუციის მიხედვით, ყოველი დღე დღესასწაულია

„კაზანტიპი“ – რეალობის რეალური ალტერნატივა. ეს არის 22–წლიანი მასშტაბური პროექტი,  რომელიც მოიცავს სპორტულ, კულტურულ და მუსიკალურ  მოვლენებს. ყოველწლიურად  ღონისძიების სტუმარია 100 000–ზე მეტი ადამიანი, მსოფლიოს  106 ქვეყნიდან. წელს „კაზანტიპს” საქართველო უმასპინძლებს, რომელიც 20–30 აგვისტოს ანაკლიაში გაიმართება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „კაზანტიპის“ პრეზიტენტმა განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, ანაკლია ვაქციოთ მსოფლიო ახალ მექად“. 10 ივლისს ანაკლიაში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა პროექტის სამზადისსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ექსკლუზიურად „თბილისელების“ მკითხველისათვის, ჩვენი რესპონდენტი, „კაზანტიპის“ პრეზიდენტი, ნიკიტა მარშუნოკია.

 

– იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა კარგად გაიგოს „კაზატიპის“ არსი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცნობდეს მის პრეზიდენტს, ფუძემდებელს. მოგვიყევით თქვენს შესახებ.

– მზად ვარ, პასუხი გავცე ყველა თქვენს შეკითხვას, ყველაზე რთულსაც კი.  მე  საკმაოდ დიდი ხნისა ვარ, ამიტომ, ის, რაც მინდოდა, გამეკეთებინა, ავისრულე, ეს ისე.  ვარ უკრაინელი. არ მომწონდა მასწავლებლები და არც ის, რასაც გვასწავლიდნენ –  ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. ამიტომ, გადავწყვიტე, წავსულიყავი ჯარში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ დიდ ქალაქში ცხოვრება არ მაინტერესებდა და ინჟინრის ხელფასი არ იყო ჩეემთვის საკმარისი. დაკავებული ვიყავი იმით, რაც იმ დროისათვის იყო აქტუალური. შემდეგ გაჩნდა გლობალური ხედვები, რომელმაც შექმნა „კაზანტიპი“. თავიდან მე და ჩემი მეგობარი აღმოვჩნდით ამერიკაში ფესტივალზე, სადაც შევიძინეთ ნაცნობები. დროთა განმავლობაში მუსიკის განვითარებასთან ერთად, მეგობრების რიცხვიც მატულობდა. ასე გავხვდი ერთ-ერთი გლობალური ივენთის შემქმნელი. მესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება. შევეცადე, შემექმნა საზოგადოების ჩემეული მოდელი. ეს იდეა  შევთავაზე მაშინდელ ხელისუფლებას, თუმცა არც შემითავაზებია, ვუთხარი მათ „კაზანტიპის“ შესახებ. მთავრობას უარი არ უთქვამს და მე შევქმენი ბედნიერი ადამიანი ისეთი, როგორიც  მომწონს. 

–  რა არის  „კაზანტიპი”?

– „კაზანტიპი” ეს არის პატარა ამბიციური ქვეყანა, რომელიც არც ერთ რუკაზე არ არის, მაგრამ არსებობს. ის ჩემს წარმოდგენაში შევქმენი  და დავარქვი Z სახელმწიფო, რომელსაც თავისი კანონმდებლობა გააჩნია. რესპუბლიკის კონსტიტუციაში წერია, რომ „კაზანტიპს” არ აქვს საზღვრები, არც ტერიტორიები. ის არის სახელმწიფო,  რომელიც დროდადრო  გადაადგილდება სივრცეში  იქით, სადაც  უკეთესია. წელს პირველად, პროექტი უკრაინის ფარგლებს გასცდა და ხორციელდება ანაკლიაში, შავიზღვისპირეთის თვალწარმტაც კურორტზე, 20-30 აგვისტოს. ყოველწლიურად რესპუბლიკის მოსახლეობა, რომელსაც  დიდი ერი ეწოდება,  თავს ერთად იყრის  და აღნიშნავს Z- ის ახალ სეზონს. „რესპუბლიკა კაზანტიპი”  მსოფლიოში ერთადერთი  ქვეყანაა,  რომელშიც  კონსტიტუციის მიხედვით, ყოველი დღე დაკანონებულია, როგორც  დღესასწაული. „კაზანტიპი” ეს არის ელექტრონული მუსიკის ღონისძიება, რომელშიც ასობით საუკეთესო მუსიკოსი მონაწილეობს. წელს მათ შორის წარმოდგენილი იქნება 10 ქართველი მუსიკოსი, გაიმართება 2 ივენთი 24-სა და 29 აგვისტოს, სადაც ქართველი დიჯეები დაუკრავენ.

– როგორ ხდება ღონისძიებაზე დასწება?

– მონაწილეობისთვის  საჭიროა რესპუბლიკის ვიზის გაფორმება. ვიზასთან  ერთად, სტუმარი  იღებს არა მარტო საშვს პროექტის ტერიტორიაზე  შესასვლელად, არამედ  ხდება კიდეც მისი უშუალო  მონაწილე,  რომელიც   ჩაებმება  თამაშის წესებში  და გაიზიარებს  პროექტის  ფილოსოფიასა და იდეოლოგიას.  რესპუბლიკის „ვიზის” ღირებულება წელს 175– 262  აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, დავუშვით გამონაკლისი –  უკრაინელი და ქართველი გოგონებისათვის დასწრება უფასოა. ჩვენი სიმბოლო არის ყვითელი ჩემოდანი, რომელიც მნიშვნელოვანი ატრიბუტია და რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლის ნებას იძლევა. ყვითელი ჩემოდანი თავად უნდა გააკეთო, ეს უნდა იყოს რეტრო სტილის, ანუ ძველებური, ოთხ შესაკრავიანი ჩემოდანი, რომელსაც შესაკრავები კარგად უნდა გაუპრიალო. აუცილებლად ყვითელი ფერის და შენებური დეკორაციებით გაფორმებული უნდა იყოს. ამის შემდეგ საჭიროა, ჩემოდანს გადაუღო ფოტო და საიტზე ატვირთო. თუ ის სპეციალურ კომისიას დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში, მის შემქმნელს გადაეცემა ვიზა. ეს არის ღონისძიებაზე დასწრების კიდევ  ერთი შანსი. ვიზის ასაღებად „კაზანტიპის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაა სავალდებულო. აქ გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ღონისძიების მომატებასთან ერთად, ვიზის ფასებიც იზრდება. „კაზანტიპის” ტერიტორიაზე იგეგმება კარვების ქალაქის გაშენება, რაც ტურისტებისთვისაა  ხელსაყრელი. ანაკლიაში თავისუფლად არის შესაძლებელი ბინის ქირაობა, თუნდაც საოჯახო სასტუმროში. ამიტომ, ამ მხრივ პრობლემა არ ასებობს.

– პირველად ხართ საქართველოში?

– დიახ, პირველად ვარ. საქართველოში შემთხვევით მოვხვდი. მივიღე მოწვევა, რომ მენახა ქვეყანა და მაშინვე შემიყვარდა. გულახდილად რომ ვთქვა, კავკასია სახიფათო რეგიონია, თუმცა საქართველოში ყოფნა ნამდვილად უსაფრთხოა. როდესაც გავიგე, თუ რა კანონები და წესებია საქართველოში, აქ გადმოსვლაზეც კი ვიფიქრე. ანაკლია მგონია ის ადგილი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ჩვენთვის, თითქოს ყველაფერი წინასწარ მოამზადეს. 

– როდის ჩატარდა პირველად ეს ღონისძიება და მასშტაბური როდიდან გახდა?

–  ისტორიულად პირველი პროექტი 1993 წელს ჩატარდა, როდესაც ზღვის პირას შევიკრიბეთ  მეგობრები და ნაცნობები, იყვნენ მუსიკოსებიც. ყველა ძალიან კარგად გრძნობდა თავს. მასშტაბური სახე მიეცა, როცა გადმომცეს რეაქტორის გასაღები. ამის შემდეგ გამომივიდა და შევქმენი პირველი გლობალური ივენთი. იმ დროისათვის ეს სიგიჟეს ჰგავდა, რადგან ელექტრონული მუსიკაც არ იყო პოპულარული. ეს იყო სერიოზული რეზონანსი მუსიკალურ სამყაროში, რომელმაც ყურადღება მიიპყრო. მსოფლიოში. 5 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვექმნა სერიოზული რეპუტაცია, შეგვეძლო აგვერჩია საუკეთესო მუსიკოსები  და მიგვეცა მათთვის საშუალება, გაემართათ საკუთარი კონცერტი. ამან გაზარდა კონკურენცია და ხარისხი. იყო დრო, როდესაც ხმები დადიოდა, თითქოს ეს რუსული პროექტია. მეცინებოდა ამაზე, მაგრამ ვრწმუნდებოდი, რომ ყურადღების ცენტრში ვიყავით. მე უნდა მესწავლებინა მსმენელებისთვის გასართობი მუსიკის იდეოლოგია. მუსიკა, რომელიც არ არის დინამიკური, არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ფუნდამენტური ხასიათი. „კაზანტიპი” ეს არის იდეოლოგია, ტრადიცია. ეს არის ძალიან მაგარი ივენთი, რომელიც აერთიანებს და აახლოებს უამრავ ადამიანს.

– რა მოლოდინი გაქვთ წლევადელი ღონისძიებიდან? როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ანაკლია თქვენს იმედებს?

– მე ვაცნობიერებდი ყველანაირ პასუხისმგებლობას, როცა მივიღე გადაწყვეტილება, ღონისძიება  ჩატარებულიყო საქართველოში. ვაანალიზებდი მის შეუთავსებლობას გარკვეულ ტრადიციებთან და ასე შემდეგ. მე კარგად მესმის ასევე, ორგანიზების ყველანაირი სირთულე. თუმცა, მზად ვარ მათ გადასალახად და იმის საჩვენებლად, რაც 22 წლის განმავლობაში ვისწავლეთ. ვფიქრობ, „კაზანტიპთან” დაკავშირებით შეხედულებები შეიცვლება  და გახდება უკეთესი. მოდი, ვნახოთ, რა იქნება. ვიცი, რომ სხვადასხვა წარმოდგენა არსებობს ამ ღონისძიებაზე და ბევრიც მისეულ ვერსიას ყვება. გავაგრძელოთ სიცილი და ეს ვაქციოთ მსოფლიო დღესასწაულად. ამას ვერ შევძლებთ მარტო, ეს უნდა გაკეთდეს გუნდურად.  მიმაჩნია, რომ შევქმნით რაღაც ახალს. თუ ქართველები არ მიგვიღებენ, ეს არ იქნაბა პრობლემა. მეტი გავიღიმოთ და დავტკბეთ ცხოვრებით. მოკლედ,  „კაზანტიპი“ ეს არის ურთიერთობა, როდესაც შენ იქ მიდიხარ, იღებ დადებით ენერგიას ისეთი დოზით, რომ არ გტოვებს არასდროს.  რაც მთავარია, დღესასწაული უკვე მზადაა. რომ ვილაპარაკოთ მოლოდინებზე, ისინი უცნაურია, თუმცა მოვლენებს წინ არ გავასწრებ. 

– როდესაც უკრაინაში მდგომარეობა დარეგულირდება, საქართველო აღარ უმასპინძლებს „კაზანტიპს”?

–  ჩვენ გავხდით პოლიტიკური მოვლენების ტყვეები. მომავალ პერსპექტივაში ვერ ვხედავ, რომ უკრაინა გახდება ისევ აქტიური. საერთოდ, მინდა, მშვიდობა ვუსურვო ამ ქვეყანას. მე ძალიან მიყვარს უკრაინა, თუმცა ჩვენი იქ დაბრუნება გრძელვადიანი პერსპექტივაა.  

 

скачать dle 11.3