კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართველი მოფარიკავეები იტალიიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ

ცოტა ხნის წინ იტალიის ქალაქ რაიანოში ჩატარდა  მსოფლიოს თასის გათამაშება 1998 და 2000-2001 წლებში დაბადებულ მოფარიკავეთა შორის. საქართველოდან შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ტიციან ტაბიძის სახელობის 43-ე საჯარო სკოლასთან არსებული, მსოფლიოს ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის კლუბის შეგირდები: ანა აფრასიძე, მარიამ აფციაური, ნიკა შენგელია და ოთარ გიორგაძე, რომელთა მწვრთნელია ქალბატონი ქეთევან ერემეიშვილი.

ქეთევან ერემეიშვილი: მეორე წელია, მონაწილეობას ვიღებთ ამ ჩემპიონატში. წელს გოგონებმა მესამე ადგილი აიღეს პირადში – ალჟირელებთან დამარცხდნენ, მაგრამ, მერე რევანში აიღეს გუნდურ შეჯიბრებაში, ჩემპიონები გახდნენ და გამარჯვებულები დაბრუნდნენ საქართველოში. რაც შეეხება ბიჭებს, გუნდურ პირველობაში მეორე ადგილზე  გავიდნენ – იტალიელებთან 44:45 დათმეს. სამაგიეროდ, ნიკა გაემგზავრება ნანძინში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩემი ოცნებაა, ნიკა სამეულში მოხვდეს. ასე რომ, წლევანდელი წელი ჩვენთვის კიდევ უფრო წარმატებული იყო. 

მარიამ აფციაური: ყველაფერი ჩემი მწვრთნელის, ქეთევან ერემეიშვილის დამსახურებაა – ასე კარგად რომ არ გვავარჯიშებდეს, ნამდვილად ვერ მივაღწევდით წარმატებას. სანამ იტალიაში წავიდოდი, იმაზე ვფიქრობდი, ჩემი მასწავლებელი როგორ გამეხარებინა. შეჯიბრების წინა ღამეს ლოცვაში ჩამეძინა – კარგი შედეგი ვაჩვენო-მეთქი. ბრძოლის წინაც სულ მასწვლებელზე ვფიქრობდი და ძალიან გამიხარდა გამარჯვება. 

ანა აფრასიძე: შეჯიბრებაში  რვა გუნდი მონაწილეობდა, აქედან სამი – იტალიის გუნდი იყო, ორი დავარმაცხეთ და შემდეგ ფინალში ალჟირელებსაც მოვუგეთ. რაც პირადში ვერ გავაკეთეთ, ის გუნდურში მოვახერხეთ – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

скачать dle 11.3