კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა საცხოვრებელ ბინაზე წარმოიშვას საკუთრების უფლება ზეპირი გარიგების დადებით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ინდივიდუალური საკუთრების საგნის, ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის პროცესში ვისი ხარჯით  ხორციელდება პროცესში მონაწილე პირთა მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება?

პასუხი:  გაცნობებთ, რომ პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ,  რამდენია კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა ტურისტული ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენად კანონიერია სასამართლოს განაჩენი, რომელსაც ერთადერთ საფუძვლად უდევს მხოლოდ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, მხოლოდ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო.

კითხვა:   გთხოვთ, მაცნობოთ, რომელი თანამდებობის პირის კომპეტენციაა საგამოძიებო ქვემდებარეობის საკითხის გადაწყვეტა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ  საგამოძიებო ქვემდებარეობას საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

скачать dle 11.3