კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ციპერუსი?

პასუხი: ამ მცენარის ფესვები მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ ქოთანი ღრმა ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.

კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო ყვავილობა სპარსულ იას?

პასუხი: დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, ამ მცენარეს მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, სპარსული იის ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და ეცადეთ, ნათელი ადგილი შეურჩიოთ.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ლოტუსი?

პასუხი: მისთვის საუკეთესოა ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი, თუმცა ზამთარში 5-6 გრადუსსაც აიტანს. მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა სინათლეზე დადგით. ეს მცენარე იტანს მზის მწველ სხივებსაც. დაბალ ტემპერატურაზე იშვიათად მორწყეთ.

კითხვა: ბინაში სპატიფილუმი მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვუარო. იქნებ ამიხსნათ, ამ დროს მცენარეს რა მოვლა სჭირდება, რომ ჯანასაღად იყოს?

პასუხი: ზაფხულში მცხუნვარე მზეს უნდა მოარიდოთ, ხოლო ზამათარში სინათლეზე გაიტანეთ. წელიწადის ამ დროს მცენარე იტანს მინიმუმ 16 გრადუსს. იშვიათად მორწყეთ და მიწას შეშრობა დააცადეთ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში კი, მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს.

კითხვა: როგორ მოვუარო ფალენოპსისს?

პასუხი: ფალენოპსისს სჭირდება სინათლე. ზამთარში, ყვავილობის ხელშესაწყობად, ხელოვნური განათებაც მიაშველეთ. მისთვის იდეალურია დაახლოებით 20 გრადუსი და მაღალი ტენიანობა. მოსწონს სიგრილეც: ღამით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი უნდა იყოს. ზამთარში იშვიათად მორწყეთ და სიმშრალეში ამყოფეთ. ზრდის პერიოდში კი უხვად მორწყეთ. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ 5 წუთით გააჩერეთ ორქიდეებისთვის განკუთვნილ თხევად სასუქში, შემდეგ კი დაწრიტეთ. დაყვავილების შემდეგ, ღერო ქვემოდან მეორე კვირტის სიმაღლეზე გადაჭერით. შეგიძლიათ, ძველი ღერო მთლიანად მოაშოროთ.

კითხვა: ბინაში ისეთი პირობები არ მაქვს, რომ ყველა მცენარის მოთხოვნილება დავაკმაყოფილო. მაინტერესებს, კაქტუსი თუ არის პრეტენზიული და თუ შეეგუება ისეთ პირობებს, სადაც არ არის მაღალი ტემპერატურა.

პასუხი: რა თქმა უნდა, უმჯობესია, ყველა მცენარისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათ შორის კაქტუსისთვისაც, მაგრამ ეს მცენარე სულაც არ არის პრეტენზიული. კაქტუსი ცხელ დღეებსა და ცივ ღამეებსაც უძლებს. ის ზამთრის ბაღის ცვლად პირობებსაც აიტანს და მაღალ-დაბალი ტემპერატურაც მასზე ცუდად არ იმოქმედებს.

 

 

скачать dle 11.3