კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუჯერებელი რეალობა

ბულიონის კუბიკი – საჭმელი ღარიბებისთვის

1846 წელს შვეიცარიის პატარა სოფელში მეწისქვილის ოჯახში ბიჭუნა დაიბადა, რომელსაც იულიუსი დაარქვეს. მამა იტალიელი ჰყავდა, დედა – ციურიხელი მასწავლებლის ქალიშვილი. პატარას ოთხი და-ძმა ჰყავდა და ალბათ, ისიც მეწისქვილე გახდებოდა, რომ არა მისი მეოცნებე ბუნება. იულიუსმა კომერციული სასწავლებელი დაამთავრა და ფქვილის საწარმოში დირექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მამამაც მემკვიდრეობით თავისი წისქვილი დაუტოვა. საქმეები კარგად მიდიოდა და უკვე 1874 წელს იულიუსი სამ ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა შაფჰაუზენსა და ციურიხში. იულიუს მაგი ძალიან განსხვავდებოდა სხვა მეწარმეებისგან. ის ზრუნავდა თავის დაქირავებულ მუშებზე. პირველად მან გამოაცხადა შაბათი დასვენების დღედ და შემოიღო შესვენება სადილისთვის. შრომისნაყოფიერება ამან ორჯერ გაზარდა. მოგვიანებით, როცა მაგნატი გახდა, ყოველწლიურად სერიოზულ თანხას ხარჯავდა მუშებისთვის ბინის აშენებაზე და მათში ცხოვრების ჯანსაღ წესს ამკვიდრებდა... ბევრი იფიქრა, როგორ გადაეჭრა ღატაკთა კვების პრობლემა. მოიწვია მეგობარი – ფიზიოლოგი ფრიდოლინ შულერი და მისგან გაიგო, რომ გამომშრალი ბოსტნეული არ კარგავდა თავის კვებით ღირებულებებს. აქედან გაუჩნდა იდეა, რომ დაეფქვა არა მხოლოდ ხორბალი, არამედ ბოსტნეულიც, შეერია მისთვის კონცენტრატი და დაემზადებინა მასალა ბულიონის სწრაფად და იაფად მოსამზადებლად. ეს იყო 1882 წელს. ერთ წელზე ცოტა მეტი დასჭირდა ტექნოლოგიის დახვეწას. პირველად ბულიონის ფხვნილის დამზადება დაიწყეს. მაგი კარგი მენეჯერი იყო. თავისი ახალი პროდუქტის პოპულიზაციისთვის დააარსა სააგენტო „რეკლამა და პრესა“, რომელშიც საკმაო თანხა ჩადო.

1890 წელს პროდუქტების მაღაზიებში გამოჩნდა ბულიონის ფხვნილები და კუბიკები სარეკლამო სლოგანით: „ქალებო, თქვენი პიროვნების რეალიზაციისთვის მეტი დრო გჭირდებათ. ნუ დაიღლებით სადილების კეთებით, მოამზადეთ ნოყიერი ბულიონი მარტივად“... იულიუს მაგის ამ გამოგონებამ ფურორი მოახდინა. 1947 წელს მისი კომპანია „იუ, გ და კო“ „ნესტლეს“ შეერწყა...

 

დაუჯერებელი რეალობა

ზოგიერთი ფაქტი მეტისმეტად უცნაურად ჟღერს და შეიძლება, არც კი დაიჯეროთ...

* ქალები გაცილებით სწრაფად თვრებიან, თუ მუსიკა ჟღერს – ასეთია ბრიტანელი მკვლევრების დასკვნა. მათ თავიანთი მოსაზრება ხანგრძლივი ექსპერიმენტების შემდეგ გამოთქვეს.

* მამაკაცის ნაყოფიერებას დიდწილად განსაზღვრავს საკვები. უკვე ცნობილია, რომ იმ მამაკაცების სპერმა გაცილებით ხარისხიანია, რომლებიც თევზით იკვებებიან, ვიდრე იმათი, ვისი მენიუც ხორცითაა გაჯერებული. ხორცის, ბეკონისა და ძეხვეულის მოყვარულ მამაკაცების სპერმას განაყოფიერების უნარი 30 პროცენტით აქვს დაქვეითებული.

***

გაინტერესებთ, რისი სჯერათ დღემდე ჩვეულებრივ ამერიკელებს?

* ლი ჰარგი ოსვალდი მარტო არ იყო, კენედიზე თავდასხმის დროს.

* უცხოპლანეტელები რეალურად არსებობენ.

* ხელისუფლება მოქალაქეების ცნობიერებას ტელევიზიით აკონტროლებს.

* „თოვლის კაცი“ არსებობს.

* პრეზიდენტი ობამა ცუდი პრეზიდენტია და ურწმუნოც.

* ამერიკელები შესაძლოა, მართლაც არ ყოფილან მთვარეზე.

* გიგანტური რეპტილიები შეიძლება ისევ გაჩნდნენ დედამიწაზე.

 

скачать dle 11.3